ალბერ კამიუ - დაცემა

მოყვასი აგრერიგად დავალებული მყავს, თავად კი მისი არაფერი მმართებს.

მკვდრები მხოლოდ ერთ რამეს გვთხოვენ – “არ დაგავიწყდეთო”, მაგრამ მეხსიერება მოკლე გვაქვს.

ყველა იჩქარის, რომ სხვა გაკიცხოს, რათა თავად დაუსჯელი დარჩეს.

ყველაზე ბუნებრივი აზრი, კაცს გულუბრყვილოდ რომ ებადება, საკუთარი უმანკოების გრძნობაა.

ჩემი ეგოიზმი უმეტეს შემთხვევაში ჩემს დიდსულოვნებაში გამოსჭვივის.

ვაი თქვენდა, თუკი ყველანი ქებას დაგიწყებენ.

დღეს ძალიან ბევრი მიცოცავს ჯვარზე მხოლოდ იმიტომ, რომ შორიდან გამოჩნდეს და არ დაეძებს, თუნდაც ამისთვის ჯვარზე უფრო ადრე გაკრულის გადაქელვა მოუხდეს.

ძნელია ვინმეს უდანაშაულობა ვირწმუნოთ, იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ყველას რაღაცაში მიუძღვის ბრალი.

ღმერთი იმაში თუ წაგვადგება, რომ უცოდველობის თავდებად დაგვიდგეს, მაშინ რელიგიას დიდ სამრეცხაოდ მივიჩნევდი.

კაცის მოსაკლავად მიზეზს რა დალევს, იმის საბაბს კი ძნელად მიაგნებთ რად იცოცხლოს.

დანაშაულს ყოველთვის ჰყავს დამცველები, სიმართლეს კი მხოლოდ ზოგჯერ.

ვინ იფიქრებდა, რომ ნაკლები დანაშაულია სხვები მოაკვლევინო, ვიდრე თავად არ მოკვდე.