Thursday, May 6, 2010

დენი დიდრო - ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ

ოტო ფონ ბისმარკი
ადამიანები იმდენს არასდროს არ ცრუობენ, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის
დროს ან არჩევნების წინ - ოტო ფონ ბისმარკი


ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ
საზღვრავს - ნიკოლო მაკიაველი

ადამიანებიც პირუტყვებივით არიან: დიდები პატარებსა სჭამენ და პატარები  კი იკბინებიან - ფრანსუა ვოლტერი

ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია - იულიუს კეისარი


ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ
მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი - ფრანსუა დე ლაროშფუკო

ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და გვაუბედურებს კიდეც - ნიკოლაუ ზომბარტი

ძმები გონკურები
ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შეჰქმნიან რასმე ღირებულს. ისინი მხოლოდ ცხოვრებისათვის იცოცხლებენ - ძმები გონკურები

ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებას, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება საწოლი ოთახის ტრაგედია - მაქსიმ გორკი

ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიაზრებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება - ჟან დე ლაბრიუერი