ნოდარ დუმბაძე - მარადისობის კანონი

გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა.

გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.

ბავშვები ისე დაესივნენ ხურდას, როგორც დამშეული ბეღურები ხურდას.

სიფხიზლე, სადღაც ჭრელი ბურთისავით გაუგორდა და მატარებლის ბორბლების საამო დაგადუგში დაეკარგა.

ავადმყოფები ან მაშინ ხუმრობენ როდესაც კვდებიან და საშველს ვერ ხედავენ, ან მაშინ, როცა უკვე ყოჩაღად არიან.

ორი კაცი ერთად სიკვდილს კი არა, ღმერთს წააქცევს თუ დაეტაკა.

სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი.ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან შესაწირავის მიტანა.

საიქიოს ერთი კარი აქვს მამაო და სწორედ ის კარი გვაბარია ექიმებს. ჯოჯოხეთი და სამოთხე, ეს უკვე ქვეგანყოფილებებია და სად გაგანაწილებს მაცხოვარი, მისი საქმეა.

ხალხი სასწაულს ელოდა ჩემგან და იმიტომ გამცვალა ავაზაკში, ავაზაკისგან კი არაფერს ელოდა ხალხი...

დრო არის ღმერთი, დრო!

კაცის წამება უყვარს თქვენ რელიგიას მამაო, ზომაზე მეტ მსხვერპლს თხოვთ
ადამიანებს...

-       თქვენ, როგორც მწერალს, მეტი ორიგინალურობა გმართებთ.
-       მეტი ორიგინალობა რაღა გნებავთ ქალბატონო, მკვდარი ვარ და გელაპარაკებით!

უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით.

გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.

ვერტიკალურად თუ დამმარხავენ მამაო, არ ვიცი და ისე, დიდუბეში კარგა ხანია ადგილი აღარ არის.

კომუნისტები! ამხელა მრევლი წაგვართვით და ფულის გადახდაც არ გინდათ?! - ამოიოხრა მღვდელმა.

ავთანდილის ანდერძი ჩემმა ბავშვმა კი არა, თვითონ რუსთაველმა არ იცოდა ზეპირად, იმიტომ დაწერა ქაღალდზე სულაც, მე თუ მკითხავთ.

გამაიმუნებული ადამიანის ცნობა გაცილებით ადვილია, ვიდრე კაცადქცეული მაიმუნისა.

ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, პირველთაგანვე თვისთა უფალთა. რამეთუ რაჟამს განდიდდნენ, განსუქდნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა.

სახელმწიფო, ბატონო ბაჩანა, ჩემნაირი და თქვენნაირი ადამიანებისაგან შესდგება და ერთმანეთს თუ არ ამოვუდექით მხარში, დაინგრევა სახელმწიფო.

ცოდნა ერთია და დამახსოვრება მეორე.

ყრუა, მამაო, შენი ღმერთი, ყრუ!

აინშტაინზე მეტი ჭკუა ჰქონია, ვისაც რომა ღვინო მოუგონიიიააა!

სამადლოს ველზე თოვლი იწვოდა. თოვლი იწვოდა ლურჯი და გამჭვირვალე ალით.

მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...