ალბერ კამიუ - იონა, ან მხატვარი მუშაობისას

მხატვარ ჟილბერ იონას თავის ბედის ვარსკვლავის სჯეროდა, თუმცა სხვათა რწმენასაც პატივს სცემდა და ერთგვარი აღფრთოვანებითაც ეკიდებოდა.

მართალია საკმაოდ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ფიქრობდა, ბევრს მივაღწევ, თუმცა ღირსი დიდი არაფრისა ვიქნებიო.

ნაზი მადლიერებით იყო იონა მშობლების მიმართ აღსავსე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდი ყურადღებით არ მოჰკიდებიან მის აღზრდას, რაც საოცნებოდ ბევრ თავისუფალ დროს უტოვებდა.

თაყვანისცემა და მოწყალება კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს.

რაც ნაკლებს კითხულობენ, მით უფრო მეტ წიგნს იძენენ.

ხელოვნებაში, ისევე როგორც ბუნებაში, არაფერი არ იკარგება.

თვითონ ძიებაში ვარ, გზას ბნელში ვიკვლევ და სხვებს რა უნდა ვასწავლო?!

მოწაფე აუცილებლად ის კი არ არის, ვინც რაიმე უნდა შეისწავლოს, უფრო ხშირად, პირიქით, მოსწავლედ მოაქვთ თავი, მასწავლებელს რომ ასწავლონ და ეს სიამოვნებთ.

ისე მაღლა აყენებდნენ იონას და მეტადრე იმას, რაც მის კეთილსინდისიერებასა და შრომისუნარიანობას ეხებოდა, რომ იონას არავითარი სისუსტის გამოჩენის ნება აღარ ჰქონდა.

იონა აღარ კმაყოფილდებოდა ბუნებრივი თავაზიანობით, ის თავაზიანობას თხზავდა.

ნეტავ ისეთი მდგომარეობაც არსებობდეს, რომელსაც მეგობრების სიახლოვით გამოწვეული სიამეც ახლავს და განმარტოების სიკეთეც.

რაც უფრო ხშირად იყო იონას გვარი გაზეთებში, მით უფრო ხშირად სთხოვდნენ აღშფოთება გამოეთქვა ჩადენილ უსამართლობათა გამო.

ძნელი იყო სამყაროსა და ადამიანების ხატვა, ამავე დროს კი მათთან ერთად ცხოვრება.

მხატვარი, რომელიც დაბლა ეშვება, თავდება. შეხედეთ, თვითონ აღარაფერი აქვს დასახატი. უკვე მას ხატავენ და მალე კედელზე ჩამოკიდებენ.

შვილები ისე უყვარდა, როგორც თავისი სამუშაო, რადგან ამქვეყნად მხოლოდ ბავშვები იყვნენ ისეთი ცოცხლები, როგორც მხატვრობა.

ყოველ საღამოს თავს იმართლებდა და სინდისის ხმას ამით ადუმებდა.

კონიაკის მეორე ჭიქაზე თავს მწვავე აღელვებას შეატყობდა, რაც ერთდროულად სამყაროს ბატონად და მსახურად აქცევდა.