ჯეიმზ ჯოისი - დუბლინელები

დუბლინელები, პაოლო ვენტურას ილუსტრაცია

დები

პირი ფაფით გამოვიტენე, რადგან შემეშინდა, სიბრაზისგან არაფერი წამომცდენოდა.

უცნაურად მეჩვენებოდა, რომ არც მე, არც ამ მზიან დღეს მწუხარება არ გვეტყობოდა და ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, როცა ერთგვარი თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს მის სიკვდილს მძიმე ტვირთი აეხსნას ჩემთვის.

სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ წმინდა მამებს, მთელი ამ ჩახლართულ საკითხთა განსამარტავად, საფოსტო ცნობარებივით სქელტანიანი წიგნები დაუწერიათ.

- ჰო, შეგუებული იყო იმ აზრს, რომ უნდა მომკვდარიყო.
- ეტყობა კიდეც სახეზე, - თქვა დეიდამ.
- ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი კარგი მიცვალებული იქნებოდა.

- ძველ მეგობარს ვერავინ შეედრება, - თქვა მან. - თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვამ ვინ უნდა უპატრონოს მიცვალებულს?

- როგორი პატიოსანი იყო ყოველთვის, მღვდლის მოვალეობა მეტისმეტად ემძიმებოდა.


შეხვედრა

ჩვენ ყველანი პატარა მეამბოხეები ვიყავით და ეს მეამბოხური სული პირწმინდად შლიდა ყოველგვარ განსხვავებას თითოეული ჩვენგანის აღზრდასა და მიდრეკილებებს შორის.

საღამოობით ომობანას თამაშიც ისევე მოსაბეზრებელი მეჩვენებოდა, როგორც დილაობით გაკვეთილებზე ჯდომა, იმიტომ, რომ მსურდა ნამდვილ ხიფათს გადავყროდი; მაგრამ მჯეროდა, რომ ნამდვილ ხიფათს ვერ გადაეყრება ის, ვინც დღენიადაგ შინ ზის ფეხმოუცვლელად.

მეც შევყურებდი გემის უზარმაზარ ანძებს და ვგრძნობდი, როგორ ისხამდა ხორცს ჩემს წარმოდგენაში ის მცირეოდენი გეოგრაფიული ცოდნა, რომელიც სკოლაში მიმეღო.

ხმაში ნაძალადევი სიმხნევე მეტყობოდა და ჩემი უბადრუკი ცბიერებისა შემრცხვა.


არაბეთი

ჩემი სხეული ჩანგი იყო. მისი სიტყვები და მისი ყოველი მოძრაობა კი ჩანგის სიმებზე აცეკვებული თითები.

საღამოობით ჩემს ოთახში და დღისით სკოლაში მისი ხატება არ მასვენებდა, წიგნის ფურცლებს მიჩრდილავდა და კითხვის საშუალებას არ მაძლევდა.


ეველინა

ის ფანჯარასთან იჯდა და გასცქეროდა, როგორ იპყრობდა საღამო ქუჩას.

ახლა, როცა გამგზავრებას აპირებდა, უწინდელი ცხოვრება, არც თუ ისე აუტანელი ეჩვენებოდა.

ცხოვრება სავსე იყო ყოველდღიური უსიტყვო მსხვერპლით და ბოლოს სიგიჟით დასრულდა.


ავტორბოლის შემდეგ

გაშლილ სივრცეზე სწრაფი მოძრაობა ყოველთვის აღტაცებას ჰგვრის ადამიანს. ამასვე განიცდის კაცი მაშინაც, როცა ცნობილი პიროვნებაა, ანდა ბევრი ფული აქვს.

მამამისი თითქმის კომეციულ კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რომ შვილი უზრუნველყო ისეთი ღირსებებით, რომელთაც ფულით ვერ იყიდდი.

იმ ღამეს დუბლინს სატახტო ქალაქის ნიღაბი აეფარებინა.


ორი რაინდი

მსუბუქმა სიომ ისე ჩამოუქროლა ქუჩებს, თითქოს ზაფხულის გამოსათხოვარი სალამიაო.

საკუთარი ღირსება რომ ეხსნა, ლენეჰენი, ჩვეულებრივ, ისე მლიქვნელობდა, რომ მისი სიტყვები დაცინვად მიგეღოთ.

საკრავიც დაქანცული ჩანდა, თითქოს უცხო თვალიც და პატრონის ხელიც ერთნაერად მობეზრებიაო.

პანსიონი

მღვდელმა ყველა სამარცხვინო წვრილმანი დასტყუა და ბოლოს ისე გაბერა მისი ცოდვა, რომ ერთგვარი მადლიერების გრძნობით აღივსო, რაკი საშუალება ეძლეოდა ამ ცოდვის გამოსყიდვისა.

ჭაბუკობის ჟამს, რა თქმა უნდა, ხელი არაფრისთვის დაუკლია, ტრაბახობდა თავისი თავისუფალი აზრებით, ლუდხანებში, მეგობრებთან ლაყბობისას , ღმერთის არსებობასაც კი უარყოფდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, დავიწყებას მიეცა...

შინაგანი ხმა კარნახობდა, თავისუფლება შეენარჩუნებინა, არ შეერთო ცოლი. აკი ამბობდნენ, თუ ერთხელ დაქორწინდი, შენი საქმე წასულიაო.


პატარა ღრუბელი

საკუთარი სულის ჩხრეკა დაიწყო, უნდოდა გაეგო, ჭეშმარიტად პოეტის სული ჰქონდა თუ არა.

- თითქოს ერთბაშად გავცოცხლდი, როგორც კი საყვარელ, ჭუჭყიან დუბლინში ამოვყავი თავი.

თუ გინდა ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო, პარიზში უნდა წახვიდე.

- აქ დაირწა ჩემი აკვანი, როგორც იტყვიან. ამ გრძნობას ვერსად გაექცევი, ასეთია კაცის ბუნება...

გალაჰერი ზემოდან დაჰყურებდა და დიდ პატივად უთვლიდა თავის მეგობრობას, ისევე, როგორც ირლანდიას თავის სტუმრობას.

ეს თვალები ზიზღს გვრიდნენ და თითქოს ჯიბრში უდგებოდნენ : ვნების, თავდავიწყების ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდათ.


ასლები

საკუთარი არსებობის უბადრუკობა აცოფებდა.


მიწა

მზარეულმა თქვა, სპილენძის დიდი ქვაბები სარკის მაგივრობასაც გასწევენო.

ტრამვაიში მარია ფიქრობდა, დრემკონდრამდე ფეხზე დგომა მომიწევსო, რადგან ახალგაზრდებს ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს მის იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევენო.

დე ილაღობონ ბალღებმა, ვიდრე პატარები არიან.

რა ადვილი საცნობია ნამდვილი ჯენტლმენი, თუნდაც ცოტა გადაკრულში იყოს.


უბედური შემთხვევა

მისტერ დაფი საკუთარ თავს გარეშე კაცის თვალით ზომავდა, ეჭვით უყურებდა თავის საქციელს.

არც მეგობარი ჰყავდა, არც ამხანაგი, არც რწმენა ჰქონდა, არც რელიგია. საკუთარი შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობდა. არავის ეკარებოდა, არავის იკარებდა. ნათესავებს მხოლოდ შობის დღეებში თუ მოინახულებდა, ანდა სასაფლაოზე მიაცილებდა. ამ ორ სოციალურ ვალდებულებას მხოლოდ ტრადიციების ხათრით ასრულებდა. სხვაში კი არაფერში ემორჩილებოდა იმ პირობითობას, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას განაგებს.

სანახევროდ გამჟღავნებული ტემპერამენტი ისევ სიფრთხილესა და კეთილგონიერებას ემორჩილებოდა.

რისთვის ჩავიწერო? იმისთვის ხომ არა, რომ მერე ვიგერიო თავდასხმები ბრიყვ მდაბიოთა, რომელნიც თავიანთ მორალს პოლიციას ანდობენ, ხელოვნებას კი - იმპრესარიოს.

ყოველგვარ კავშირს მწუხარება მოსდევსო, თქვა მისტერ დაფიმ.

ორ მამაკაცს შორის სიყვარული შეუძლებელია, რადგან სქესობრივი კავშირი დაუშვებელია. ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია, რადგან სქესობრივი ლტოლვა გარდაუვალია.

სუროს დღე

მუშა კაცს გახვრეტილი გროშიც კი არა რჩება, მას მხოლოდ პანღურები ხვდება. ქვეყნად კი ყველაფერი მუშის შრომით იქმნება.

რისი გულისთვის უნდა მოვუხაროთ ქედი უცხოელ მეფეს?!

ცეცხლი პროტესტის ნიშნად აშიშინდა.

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია.

დედა

შურიანობასა და ნერვიულობას თავგამოდებული მეგობრობის ნიღბით ფარავდა.

დარბაზში სასიამოვნო ხმაური იდგა.

ოთახშიც ერთგვარი, ფუფუნების სურნელი შემოჰყვათ.

სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ მკერდი, რომელიც ნელა ირხეოდა მის თვალწინ, ამ წუთში მხოლოდ მისთვის ირხეოდა, ხოლო სიცილი, ნელსურნელება და მიბნედილი მზერა პირადად მისთვის გაღებული ხარკი იყო.

ღვთის წყალობა

მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცოლქმრული ცხოვრების შედეგად, მისის კერნანს ძალიან ცოტა ილუზიები შემორჩა. რელიგია უკვე ჩვევად ჰქონდა გადაქცეული და ისიც სჯეროდა, რომ მისი ქმრის ასაკში მყოფი ადამიანი სიკვდილამდე დიდად აღარ შეიცვლიდა ხასიათს.

რელიგია კი მაინც რელიგია იყო.

მისტერ მაკკოის ცხოვრების გზა არ წარმოადგენდა უმოკლეს მანძილს ორ წერტილს შორის.

- კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ყველანი ერთმანეთზე უარესი არამზადები ვართ, დიახ, დიახ, ერთმანეთზე უარესი.

ჩვენ სხვადასხვა საკურთხეველზე ვლოცულობთ, მაგრამ რწმენა ერთი გვაქვს.

ბოთლიდან ჭიქებში მორაკრაკე ვისკის მსუბუქი მუსიკა საამო ინტერლუდიად მოეჩვენათ მოსაუბრეებს.

მე დღეს თქვენი სულიერი ბუღალტერი ვარ და მსურს, ყველა თქვენგანმა თავისი სულიერი ცხოვრების წიგნი გადამიშალოს და მაჩვენოს, ზუსტად შეესაბამება თუ არა ანგარიშის შედეგები მისი სინდისის ბალანსს.

მკვდრები

ლილის სიტყვებმა ჩრდილი მოჰფინა მის განწყობილებას და ამის დაფარვას მაჯებისა და ჰალსტუხის სწორებით ცდილობდა.

”აბა მერი გიმზ, კიდეც რომ არ მოვინდომო, ძალით მომაჩეჩე, რადგან ვგრძნობ, ნამდვილად მინდა დალევა.”

გაბრიელს უნდოდა ეთქვა, ლიტერატურა პოლიტიკაზე მაღლა დგასო, მაგრამ ისინი დიდი ხნის ამხანაგები იყვნენ : ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან და ასეთ ახლობელთან მაღალფარდოვანი ფრაზის თქმა ვერ გაბედა.

სიმართლე რომ ვთქვა, - წამოიყვირა უეცრად გაბრიელმა, - მომბეზრდა ჩემი ქვეყანა, მომბეზრდა!

ჩვენს ქვეყანას აქვს ერთი საუკეთესო, დიახ პატივსაცემი ტრადიცია, ტრადიცია, რომელიც ჩვენ თავგამოდებით უნდა დავიცვათ - ეს გახლავთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა.

ჩვენ სკეპტიციზმის და შეიძლება ითქვას, აზრის წამების ეპოქაში ვცხოვრობთ.

”რატომ მეჩვენება სიტყვები ასეთი ბლაგვი და ცივი? იმიტომ ხომ არა, რომ არ არსებობს არც ერთი სიტყვა ისე ფაქიზი, რომ შენ გიწოდო?”

თანდათან ყველა აჩრდილად გადაიქცევა. უმჯობესია თამამად წახვიდე იმ ქვეყანაში, რაიმე ვნებით ანთბული, ვიდრე ასაკთან ერთად უღიმღამოდ დაჭკნე და დაიფერფლო.