Thursday, December 8, 2011

ალბერ კამიუ - ადამიანი რელიგიური ცხოველია

თავისუფლებაც კატორღაა, სანამ ერთი ადამინი მაინცაა მონა.

ბრძოლა თავისთავადაა საკმარისი ადამიანის გულის გასაძღობად. ზოგიერთმა უნდა წარმოიდგინოს სიზიფეს ბედნიერება.

რა არის ბედნიერება, თუ არა ადამიანის არსისა და არსებობის თანხვდომა.

არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან.

არსებობს უფრო მაღალი ბედნიერება, როდესაც ბედნიერება აღარაფრად გესახება.

იმედგადაწურულ კაცს სამშობლო არ გააჩნია.

განცალკევებული სამართლიანობა ტირანიად მოგვევლინება.

სრულიად არ არის საჭირო ჩავუღრმავდეთ საგანთა არსს, რათა ცხადლივ დავინახოთ, რომ არ არსებობს აბსოლუტური მატერიალიზმი, რადგან თვით ეს ცნება გულისხმობს, რომ სამყაროში არის კიდევ რაღაც, მატერიის გარდა. მსგავსად ამისა არ არსებობს ტოტალური ნიჰილიზმი. სამყაროს აზრისა და მნიშვნელობის უარყოფა ღირსებათა განსჯის უარყოფაა ერთდროულად, თუმცა ცხოვრება, თუნდაც საკუთარი თავის გამოკვება, ერთ-ერთი ასეთი ღირებულებაა.

თუ თავს არ იკლავ, ესე იგი, ირჩევ გააგრძელო ცხოვრება და ამით გარკვეულ ღირებულებას შესძენ მას.

ადამიანის შემოქმედება მის ნოსტალგიებსა და ცდუნებებს ასახავს.

ვინც კი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის, იგი, საბოლოო ჯამში, სილამაზის დაცვას ემსახურება.
აროდეს გავამართლოთ ძალა, რომელიც გონებას აღარ მორჩილებს.

არარაა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც აბსოლუტი.

არიან ადამიანები, რომელთაც მშვენიერი სამყარო უმადურ სამშობლოდ დაუსახავთ.

ყვავილის მოწყვეტის სურვილი, ქალის დაურვების წადილია ერთგვარად.

სამყარო მშვენიერია და ჩვენი ხსნა მასშია.

ადამიანი - რელიგიური ცხოველია.

სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

გენია, ესაა გონება, რომელმაც იცის თავისი საზღვრები.

გამოცდილება ყოველთვის მარცხია.

განხეთქილება ადამიანსა და მის ცხოვრებას, მსახიობსა და დეკორაციებს შორის- ეს არის შეგრძნება აბსურდისა.

ჩვენ ზურგს ვაქცევთ ბუნებას, რადგანაც გვრცხვენია სილამაზის.

შემოდგომა- ეს მეორე გაზაფხულია, როცა ყოველი ფოთოლი ყვავილად იქცევა.

სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავს.

სასჯელი, რომელსაც გაუფრთხილად მოუვლენ ვინმეს, სინამდვილეში მხოლოდ შურისძიებაა.

ყოველი რევოლუციონერი თავის კარიერას ამთავრებს ან როგორც ჯალათი, ან როგორც ერეტიკოსი.

იმედი საშინელი რამაა, უიმედოდ ცხოვრება კი - უარესი.

მასალის მოწოდებისათვის მადლობა - კარცერ ლუქსს(ელენე მდინარაძეს)