ანრი ტულუზ ლოტრეკი - ჯეინ ავრილი

აფიშაში - ”ჯეინ ავრილი” ტულუზ ლოტრეკი იმავე რაკურსს იყენებს, რომელსაც დეგა სურათში - ”კაბარე ამბასადორი”.

ამ პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, პოპულარული მუსიკალური კომედია ხელოვნებად ჩაეთვალათ.

ამ შეხედულებამ XX საუკუნეში კულმინაციას მიაღწია, მუსიკალური კომედია სპეციფიკურ ჟანრად მიიჩნიეს და ჯაზთან სინთეზით ისეთი სპექტაკლები შეიქმნა, როგორიც იყო კურტ ვაილისა და ბერტოლდ ბრეჰტის - ”სამგროშიანი ოპერა”.

ედგარ დეგა - ”კაბარე ამბასადორი”, 1875-1877