ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი 1864-1901 - ჩანაწერები და ნახატები

”მას განწირულს ეძახიან, ის კი საოცრად სიცოცხლისუნარიანია. ცდილობენ გადაგვარებულად წარმოადგინონ, მას კი დიდი ნებისყოფა აქვს. ისინი კი, ვინც მოწმენი იყვნენ, როგორ ღუპავდა თავს, მიხვდებიან, რომ მხოლოდ უშრეტი სულიერი ძალა გახდა მისი გადარჩენის მიზეზი” - არსენ ალექსანდერი, გაზეთი ”ფიგარო”.

”ალბათ, არასოდეს დავხატავდი, ოდნავ გრძელი ფეხები რომ მქონოდა”.

”ბონას ავტორიტეტი, როგორც დიდი მხატვრისა, უფლებას არ მაძლევს კითხვები დავუსვა”.

”მენატურეები ყოველთვის ხელოვნურები არიან, მეძავები კი ცხოვრობენ. ვერც კი გადავუხდი 100 სუს სეანსისთვის, თუმცა ამას იმსახურებენ. დივანზე ცხოველურად არიან გართხმული... მეძავები გულითადი ქალები არიან და ჩემთვის ესეც საკმარისია".

გრუმ გამოაცხადა, რომ თუკი დარბაზიდან არ გაიტანდნენ ვან გოგის ნაჯღაბნს, თავის სურათებს ჩამოხსნიდა. ტულუზ - ლოტრეკი წამოხტა: ”ეს აუტანელია, შეურაცხყოფას აყენებენ დიდ მხატვარს!”

”საბედნიეროდ, კაცობრიობას ცოტა ჰყავს ტულუზ-ლოტრეკისთანა მხატვრები. მისი ნიჭის უარყოფა სისულელეა, მაგრამ ის მავნე, გამანადგურებელ გავლენას ახდენდა მნახველზე” - ჟიულ როკი

ჟეფრუა, ტულუზ-ლოტრეკი და გილბერი ნავით სეირნობდნენ სენაზე: ”ბედნიერი ვიყავი, მივცურავდი იქით, საითაც ვარსკვლავი მიჩვენებდა გზას”.

”გულს არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან”.

”- გამაგრდით, ბატონო ლოტრეკ, მალე გნახავთ!
- დიახ, მეორედ უკვე სანთლებითა და საკმევლით მოხვალთ” - უპასუხა მღვდელს მხატვარმა.

”ჩვენო მეგობარო ტულუზ-ლოტრეკ, თქვენ ცინიკოსი და მკაცრი ხართ ადამიანთა მოდგმის მიმართ. თქვენ ქმნით დაცემული საზოგადოების ეპოპეას და აშიშვლებთ ყველა მის წყლულს” - ციტატა გაზეთიდან “Tan”

”ტულუზ-ლოტრეკი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ თვისი ეპოქის მხატვარია, ის იქნება მეორე გავარნი” - ედგარ დეგა

”დიდი ხანია, ტულუზ ლოტრეკისთანა ნიჭიერი მხატვარი არ გვინახავს. შეიძლება მისი ძალა მის შესაძლებლობებშია, სწრაფად გაანალიზოს და ზუსტად გადმოსცეს სათქმელი. თავისი დაუნდობელი, მკაცრი ხედვით უახლოვდება გიუსმანსს, ბეკს, ყველას, ვისაც შეეძლო მოდელის სულიერი სამყაროს დანახავა” - როჟე მარქსი

”თქვენ მეტად გჯეროდათ მისი ნიჭის, ვიდრე მე, და თქვენ მართალი აღმოჩნდით” - წერს გრაფი ალფონს ტულუზ-ლოტრეკი ჟულიენს.

”რთულია, მთელი მასშტაბით დაახასიათო ტულუზ-ლოტრეკის შემოქმედება, ზუსტი და ეკალივით მჩხვლეტავი, ტრაგიკული და დამცინავი. ის მოიცავს ადამიანური არსებობის უფსკრულებს, რომელთაც ყოველი ახალი თაობა ხელახლა აღმოაჩენს ხოლმე. ამ შემოქმედებამ ბევრი რამ განსაზღვრა თანამედროვე საუკუნეში. მან იმოქმედა პიკასოს ადრეულ შემოქმედების ჩამოყალიბებაზე, კინემატოგრაფიის ენის შექმნაზე, ტყუილად არ ამბობდა ფედერიკო ფელინი, რომ ტულუზ-ლოტრეკი შეიძლება მისი ძმა და მეგობარი ყოფილიყო” - ოლგა მანტოვა.

”ტუალეტი” - 1889



”მსმელი ქალი ნაბახუსევს” - 1889
”არისტიდ ბრიუანი ამბასადორში” - 1892
”ჯეინ ავრილი ცეკვავს” - 1892 
”მე ვუყვარდი და მეც მიყვარდა... მძულს არსებობის მატერიალური მხარე. მინდა ცხოვრება მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება იყოს” - ჯეინ ავრილი

”ლოგინში” - 1893
”ქალი, რომელსაც მეორე ქალი უყვარს, ყველაზე სულელი არსებაა”.

”მომღერალი ივეტ გილბერი” - 1894
”არ შეიძლება ნაკლებად სასაცილო დამხატოთ?” - ივეტ გილბერი

”მარსელ ლენდერი” - 1895
”ჯამბაზი შა-იუ-კაო” - 1895
  ”ცეკვა” - 1895
”პოლ ლეკლერის პორტრეტი” - 1897
”როგორც კი მივედი, მთხოვა, დიდ სავარძელში ჩავმჯდარიყავი. დაჟინებით მიყურებდა სათვალიდან, რომელსაც ხმარობდა, საღებავებით თვალები რომ არ გაფუჭებოდა. სრულყოფილად შეისწავლიდა, რასაც უყურებდა, მერე რამდენიმეჯერ დაადებდა საღებავს ტილოს, ფუნჯს დაუშვებდა და მეტყოდა - საკმარისია მუშაობა. ძალიან კარგი ამინდია, წავიდეთ, ვისეირნოთ” - პოლ ლეკლერკი

”ანა ჰელდი” - 1898

 ”ლუი ბუგლეს პორტრეტი” - 1898
”ჯეინ ავრილი” - 1899
 ”ჯეინ ავრილი ლითოგრაფიულ სტამბაში”
”ეჭვგარეშეა, პოპულარობას მას (ტულუზ-ლოტრეკს) უნდა ვუმადლოდე. ცნობილი იმ დღიდანვე გავხდი, როცა მისი დახატული პლაკატი პარიზში გააკრეს” - ჯეინ ავრილი

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”