Tuesday, April 3, 2012

თომას მანი - ბუდენბროკები

”შვილო ჩემო, ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”.

სიკვდილზე ფიქრი სახლში შემოიჭრა და მის ვრცელ პალატებში მდუმარედ დაისადგურა.

ღმერთო ჩემო, ნამდვილი ბავშვია, ეჭვებს არასოდეს არ დაუტანჯია, არავითარი ბრძოლა არ გადაუტანია, რა ბედნიერია...

თქვენ ახალგაზრდა ქალი ხართ, ყველაფერს საკუთარი გულის კარნახით უდგებით. გაიცნობთ ერთ არისტოკრატს და იტყვით: ის ხომ შესანიშნავი ადამიანია! გეთანხმებით... მაგრამ ყველა რომ განსაჯოთ, ამისათვის არავის გაცნობა არ არის საჭირო! ეს პრინციპის ამბავია. იცით თუ არა, რომ აქ საქმე წყობილებას ეხება? ამაზე ხომ ვერაფერს იტყვით... ზოგი დაიბადება თუ არა, უკვე გამორჩეული და კეთილშობილია... უფლება აქვს ზემოდან ზიზღით გადმოგვხედოს... ჩვენ კი რაც არ უნდა დავიმსახუროთ, მათ სიმაღლეზე მაინც ვერ უნდა ავიდეთ.

ჩვენ, ბურჟუაზიას, მესამე ფენას, როგორც დღემდე გვიწოდებენ, გვსურს ყველას დამსახურებისამებრ მიეზღოს პატივი. ჩვენ არ ვცნობთ ზარმაც არისტოკრატიას და უარვყოფთ ფენების ახლანდელ იერარქიას... ჩვენ გვინდა ყველა ადამიანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იყოს. ყველანი მხოლოდ კანონებს უნდა ვემორჩილებოდეთ! ყოველგვარი პრივილეგიებსა და თვითნებობას ბოლო უნდა მოეღოს! ადამიანები სახელმწიფოს თანასწორუფლებიანი შვილები უნდა იყვნენ. როგორც ღმერთსა და კაცს შორის არ არსებობს შუაკაცები, ასევე მოქალაქეც უშუალოდ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს! ჩვენ გვინდა პრესის, წარმოების, ვაჭრობის თავისუფლება... ადამიანებს ყოველგვარი უპირატესობის გარეშე უნდა შეეძლოთ ერთმანეთისათვის კონკურენციის გაწევა, ყველას თავისი დამსახურების მიხედვით უნდა მიეზღოს! მაგრამ ჩვენ დამონებულნი ვართ, თევზისა არ იყოს, პირი წყლითა გვაქვს სავსე...

როცა ფილოსოფოსები და პოეტები რამე ცრუ ჭეშმარიტებას, მოძველებულ შეხედულებას ან პრინციპს ამოატივტივებენ, გამოჩნდება რომელიმე მეფე და სწორედ იმას დაუჭერს მხარს, მხოლოდ ის ჰგონია ახალი და საუკეთესო და ჩვენც, იმ პრინციპებს გვაძალებს. დიახ, ასეა მეფეების საქმე! მეფეებიც ადამიანები არიან, და უნდა გითხრათ, ზედმიწევნით საშუალო ადამიანები, ცხოვრებას კუდში მისჩანჩალებენ. გერმანიას ერთი ახალგაზრდა სტუდენტივით დაემართა, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს სიმამაცით და აღმაფრენით იყო სავსე, ბოლოს კი საცოდავი ფილისტერი გახდა...

- თქვენ ყველანი არისტოკრატიის წინააღმდეგ ხართ შეთქმულნი? რა გსურთ თქვენ?
- ჩვენ თავისუფლება გვინდა!
- თავისუფლება?
- დიახ, თავისუფლება, გესმით, თავისუფლება! - გაიმეორა მორტენმა და ხელი თამამად, ოდნავ უხერხულად, მაგრამ აღფრთოვანებით გაიშვირა ზღვისკენ, იმ მხარეს კი არა, სადაც მეკლენბურგის ნაპირები ყურეს ფარგლავდა, არამედ იქით, სადაც უსასრულოდ გაშლილი მწვანე, ლურჯ, ყვითელ და ნაცრისფერ ზოლებად ალივლივებული ზღვა წაშლილ ჰორიზონტს დიდებულად ერწყმოდა.

როცა მამაკაცი იმიტომ ტირის, რომ თქვენ მისი დანახვაც არ გინდათ, ეს სრულებითაც არაა სასაცილო.

ადამიანთა ვალია სხვისი გრძნობები დააფასონ.

მართალია, ნათქვამი სიტყვა უფრო ცოცხლად და უშუალოდ მოქმედებს, მაგრამ დაწერილ სიტყვას ერთი უპირატესობა გააჩნია, მას წინასწარ შეარჩევ, აწონ-დაწონი, გაიაზრებ, ფორმასაც მოუნახავ და შესაფერის ადგილსაც მიუჩენ. ამიტომაცაა, რომ წამკითხავზე იგი ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს.

ადამიანები, ჩემო საყვარელო შვილო, იმისთვის კი არ ვიბადებით, რომ ჩვენს საკუთარ, პატარა პირად ბედნიერებას ბრმად ჩავეჭიდოთ. ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაჩენილი ერთეულები არა ვართ. არა, შვილო, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების დიდი მწკრივის გარეშე, რომელიც ჩვენამდე ცხოვრობდა და გზას გვიჩვენებდა. ისინიც თავის მხრივ მკაცრად, გვერდზე მოუხედავად, მრავალგზის ნაცად და ღირსეულ მემკვიდრეობას მისდევდნენ.

დავიწყება... განა ესაა ნუგეში?!

ტონი თავისი თავითაა კმაყოფილი. ამაზე დიდი ბედნიერება კი ადამიანს ამ ქვეყნად არ უწერია.



იშრომე, ილოცე და დაზოგე!

ალბათ, დაბერება კიდეც ეჩქარებოდა, რომ ყველა ეჭვისა და იმედისათვის ერთხელ და სამუდამოდ დაეღწია თავი.

მერცხალმა ისე ახლოს ჩაიქროლა, ფრთები ქვაფენილს გაჰკრა კიდეც.

ქარი ისევ ამოვარდა, ანცად შეიჭრა წყლის უსიერ პირბადეში, გახია იგი და აქეთ - იქით გაჰფანტა.
არა, არა, ხელოვან კაცს ვერავინ შეედრება!

აი მომუშტავ ხელს... ღონივრად ვერა, იმიტომ, რომ მუშაობითა ხარ დაღლილი... მაგრამ ხელი ნოტიო არა გაქვს... არ გაღიზიანებს... თვითონვე კარგად და მყუდროდ გრძნობ თავს, ეს არის თვითკმაყოფილების გრძნობა. შეგიძლია უსიტყვოდ იჯდე და მოწყენილობა არ მოგერიოს.

ყველა, ვინც ანაფორას ატარებს და ”უფალო უფალოო” - გაიძახის, უბიწო და უცოდველი არ არის!
უცოლო კაცის ცხოვრებას რაღაც განცალკევებისა და აღვირახსნილობის დაღი აზის.

ბოლოს და ბოლოს, შენ მარტო შენ თავს კი არ ეკუთვნი.

განა კაცი განაგრძობს ისეთ ცხოვრებას, რომელიც თვითონვე ვერ გაუმართლებია?!

სადაც სკანდალის წინაშე შიში გაჩნდება, ლაჩრობაც იქვეა.

მოსამსახურე კაცი სახლში საღამოს უდარდელად ბრუნდები.

ჩვენი სურვილები და მოქმედებანი ჩვენივე ნერვების გარკვეული მოთხოვნილებების ნაყოფია, ამ მოთხოვნილებების სიტყვით გამოთქმა კი ძნელია.

წინასწარი სიხარული, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო უკეთესი გამოდგა, რადგან კარგი ყოველთვის გვიან მოდის, ყოველთვის მაშინ ისხამს ხორცს, როცა კაცს ამ სიხარულის შეგრძნება გულით აღარ ძალუძს.

თამაშობს იოჰანი, თამაშობს ისე, ოთხნახევარი წლის ბავშვს რომ შეეფერება. მისი თამაშის ღრმა აზრსა და მომხიბვლელობას ვერც ერთი მოზრდილი ადამიანი ვეღარ მიხვდება, მისთვის ორი კენჭი ან ერთი ჩხირიც კმარა. თანაც თუ იმ ჩხირს თავზე მუზარადის მაგიერ დევისპირას ყვავილი ახურავს. ამ თამაშს მხოლოდ იმ ბედნიერი ასაკის უმანკო, ძლიერი, მგზნებარე, უცოდველი, ხელშეუხებელი და აუმღვრეველი ფანტაზია სჭირდება, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ კრთის, ეშინია ხელი შეგვახოს, როცა მოვალეობა და დანაშაული ვერ ბედავენ ჩვენს თავზე მსახვრალი ხელი აღმართონ, როცა ნება გვაქვს თვალი გავახილოთ, ყურით ვისმინოთ, ვიცინოთ, გავიოცოთ და ვიოცნებოთ, ისე, რომ ქვეყანამ ჩვენგან სამაგიერო სამსახური არ მოითხოვოს... როცა ისინი, ვისი სიყვარულიც გვმართებს, ჯერ კიდევ მოუთმენლად არ გვადევნებენ თვალყურს, თუ როგორ გავუძღვებით ჩვენი მოვალეობის აღსრულებას. ეხ, დიდი დრო არ გაივლის, რომ ყველაფერი მთელი ძალით დაგვატყდება თავს, რათა დაგვთრგუნოს, გაგვწვრთნას, წელში გაგვტეხოს, შეგვავიწროვოს, წაგვახდინოს.
კაცს მაშინ ეშლება ნერვები და მაშინ მოსდის გული, როცა თავის წინააღმდეგობის ძალაში მთლად დარწმუნებული ვერ არის და გულში დათმობაზე წასვლის სურვილი უღიტინებს.

განა ჭკვიანური არ იქნება, სანამ უბედურება გვთრგუნავს, წყნარად ვიყოთ, ვიცადოთ და მშვიდად მოვიკრიბოთ შინაგანი ძალები?

ცხოვრება ისეთი მწარეა, რომ არავის უდანაშაულობას არ გაწამებინებს.

დგება წუთი, როცა ახლობლების იმედი რაღაც ხელოვნური და ყალბი ხდება ხოლმე.

ამხედრებულ ბრბოზე საშიში ხომ არრა არის რა!

განა იდეალები იმისთვის არსებობენ, რომ მათ მიაღწიო და ხორცი შეასხა? არა და არა! ვარსკვლავებს ციდან ვერ მოსწყვეტ, მაგრამ იმედს... ო, იმდი, და არა მისი აღსრულბა, აი რა არის ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი!

წარმატებას დიდი ძალა აქვს. მხოლოდ სიკვდილს ძალუძს სხვებში ჩვენი ტანჯვისადმი რიდი და პატივისცემა გამოიწვიოს, სულ უმცირესი, უმნიშვნელო ტანჯვაც კი მისი მეშვეობით პატივისცემის ღირსი ხდება.

დედამიწაზე გამეფებული სიმდაბლის გამო კაცს ვინმესადმი თანაგრძნობის გამოჩენაც კი არ შეგიძლია.

რისაც კაცს ყველაზე მეტად ეშინია, ის ამბავი თითქოს ბედის დაცინვით, იოლად ჩაივლის ხოლმე, ხოლო როცა ცუდს არაფერს მოელი, უბედურებაც მაშინ დაგატყდება თავზე.

ცხოვრება ჩვენში ისე ანადგურებს რაღაც გრძნობებს, რომ რწმენასაც კი გვირყევს.