ოლდოს ჰაქსლი - ფეიერვერკის შემდეგ

ალთუ თუ ჩოხანი - ეს არის ცხოვრების რაციონალური გზა. შემთხვევითობა გაცილებით უკეთ წყვეტს საქმეს, ვიდრე ჩვენ. ბრძენები თავიანთ მოხელეთა უმრავლესობას კენჭისყრით ირჩევდნენ. რა ბრძნულია!
მორალს ვერ შემოუვლი.

უმჯობესია, კარგი, ჩვეულებრივი ბურჟუა იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბოჰემა, ან ყალბი არისტოკრატი, ან მეორეხარისხოვანი ინტელექტუალი.

ჭკვიანი ხალხი ხომ ყოველთვის უარყოფითად ლაპარაკობს სიყვარულზე, დადებითად - არასოდეს. როცა ისინი უარყოფენ, ჭკვიანურად იცილებენ თავიდან ამ უხერხულობას. სინამდვილეში თავიდან იცილებენ სიამოვნებასა და ზეიმს. საცოდავი ჭკვიანი იდიოტები! გაურბიან ყველაფერს რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ასეა. ადამიანის სული შემწვარ თევზს ჰგავს, როცა კუდი პირში აქვს მოქცეული. ყველა პროგრესი ბოლოს უკან, თავის საწყისს უბრუნდება, ყველაზე ჭკვიანი ხალხი ყველაზე სულელები არიან, ყველაზე ინტელექტუალურები კი ყველაზე შტერები. არასოდეს შევხვედრივარ ნამდვილად კარგ მეტაფიზიკოსს, რომელიმე საკითხში მაინც რომ არ იყოს უსაზღვროდ შტერი და როგორც ნამდვილად საეკლესიო ხალხი ვარაუდობს, ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. არა მხოლოდ სისულელე და სიშტერე, არამედ ბოლოს, არარსებობაც. უმაღლესი სულიერი მდგომარეობა ექსტაზია, რომელიც სულაც არ არსებობს. არა, არა, ჩვენ ყველანი გამომშრალი თევზები ვართ. თავები უცვლელად ბოლოებია.

წარმოსახვით ტკივილს მწერლები გვაყენებენ ! არანორმალურ ტკივილს!

რატომ არ შეუძლია ყველა არაბუნებრივ პიროვნებას, მონახოს ისეთი ვინმე, ვისთანაც ბუნებრივი იქნება, ისე, როგორც ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების შეერთებით წარმოიქმნება წყალი?

ღმერთი და დემონი თანაბრად ზებუნებრივია. აი, რა არის მნიშვნელოვანი, თანაბრად ზებუნებრივი, მაშასადამე ამ ყველაფერში გაერთიანებულია სულის, მეცნიერებისა და საზოგადოების ძალზე მტკიცე ბუნებრივი სამყარო, ერთნაირად სასურველი და მნიშვნელოვანი.

ეს არის კულტურის განმსაზღვრელი - იცოდე და ფიქრობდე იმ საგნებზე, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის; მაგალითად ეტრუსკებზე, მთვარეზე არსებულ მთებზე, ჩინელებში არსებულ კატების აკვანზე, ან მთლიანად სამყაროზე.

ადამიანს არ შეუძლია ცოდნის გარეშე სრულყოფილებას მიაღწიოს, გარდაიქმნას იმად, რაც არ არის. ეს შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მაგალითად სიყვარულით.

არ შეიძლება წერო მომწიფების გარეშე. მასზე შეიძლება მხოლოდ ილაპარაკო, შეგიძლია გონებით იხეტიალო მის გარეთაც და შიგნითაც.

მთელი სამყარო შემწვარი თევზია, რომელსაც კუდი აქვს პირში.

ყოველ ღმერთს ჰყავს მოწინააღმდეგე ღმერთისაგან დამცველი.

რა უნდა გააკეთო ამ სამყაროში? ან უნდა გაუძლო სინამდვილეს, იბრძოლო მისთვის, მორჩილად თუ გმირულად გადაიტანო ტანჯვა და ბრძოლა, ან არადა უნდა გაიქცე სინამდვილიდან.

თუ შენ სიყვარულზე ლაპარაკსა და ფიქრს დაიწყებ, შეცდები. სიყვარული ფიქრს არ ნიშნავს, არამედ - მოქმედებას.

სხეულებს შეუძლიათ გაუგონ ერთმანეთს, იმიტომ, რომ მადლობა ღმერთს, ისინი არ ლაპარაკობენ.