Wednesday, August 8, 2012

ტიციანი 1488-1576 - ჩანაწერები და ნახატები

”ფერწერული ღირსებები პაროქსიზმს აღწევს ტიციანთან; რასაც კი ხატავს დახატული არსებობს: თვალები უცქერენ და ცეცხლით ენთებიან. ყველგან სიცოცხლე და გონიერება იგრძნობა” - ეჟენ დელაკრუა

1508 წელს ჯორჯონეს სახელოსნოს დაევალა გერმანელების ფუნდუკის (ფონდაკო დეი ტედესკის) ორი ფასადის მოხატვა. ჯორჯონემ დასახმარებლად ტიციანს უხმო, რომელსაც ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე ”სამართლიანობის” დახატვა მიანდო. ჯორჯო ვაზარი ვაზარი წერდა: ” როგორც კი დაინახეს სურათი, ჯორჯონეს ყველა მეგობარს მისი დახატული ეგონა და ხოტბა შეასხეს მას, როგორც მის საუკეთესო ნამუშევარს”.

”ტიციანის სურათებში შუქჩრდილების ეფექტი და ზემოქმედების ძალა ჩრდილების სიბნელესა და შუქის სინათლეში კი არა, ლოკალური ფერების განლაგებაში უნდა ვეძიოთ” - ანტონ რაფაელ მენგსი

”საკუთარ გენიოსობაში დარწმუნებულს შეეძლო არაფრად ჩაეგდო კომპოზიციის მიღებული კანონები და მთლიანად ფერს დაყრდნობოდა, რათა სურათისთვის ის ერთიანობა მიენიჭებინა, რომელსაც საერთო წესების უგულებელყოფა თითქოს ზიანს უნდა აყენებდეს” - ერნსტ ჰ. გომბრიხი

”ტიციანის პირველი ნამუშევრები დახვეწილია და არაჩვეულებრივი გულმოდგინებით არის შესრულებული, მათი ხილვა ახლოდან და შორიდან ერთნაირად სასიამოვნოა; მაგრამ მისი ბოლო სურათების, რომლებიც ფუნჯის მონასმებისა და ლაქებისაგან შედგება, ახლო მანძილიდან ყურება არ შეიძლება, თუმცა შორიდან ისინი სრულყოფილი გეჩვენება” - ჯორჯო ვაზარი

”ცოდნა იმისა, წითელი აბრეშუმის ქსოვილი დააფინო თუ ლურჯი, არც ისე იოლია, როგორც ჰგონიათ. სწორედ ამ ხელოვნებას ფლობს ტიციანი” - ანტონ რაფაელ მენგსი

მხატვარი, გრავიორი და მწერალი - მარკო ბოსკინი წერდა: ” ჯაკომო პალმა - უმცროსმა დამიდასტურა, რომ ტიციანი თითებით უფრო მეტს ხატავდა, ვიდრე ფუნჯით”.

მამაკაცის პორტრეტი - 1510
ზეციური და მიწიერი სიყვარული - 1515
ღვთისმშობლის ამაღლება  1516-1518
ავეროლდის პოლიპტიქი 1520-1522


მარიამ მაგდალინელი 1530-1535
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება 1534-1538
ურბინოს ვენერა 1538
ეკლის გვირგვინის დადგმა 1542-1544
Ecce Homo - კაცი ეგე 1543
Mater-Dolorosa 1548-1550

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”