რაფაელი - დიდი მაესტრო 1483-1520

„ის, ვისაც რაფაელის დარი ნიჭი აქვს, უბრალო, მარტივი ადამიანი არ არის, ის მოკვდავი ღმერთია; მათ, ვინც ამქვეყნად წარუშლელ კვალსა და ღირსეულ სახელს ტოვებენ, იმედი ჰქონდეთ, რომ ზეცაში დაფასდება მათი ნაღვაწი“ - ჯორჯო ვაზარი

„მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოსწონთ რაფაელის ნახატები პირველად ნახვისა, აიხსნება იმით, რომ რაფაელისეული მშვენიერება უფრო გონებისმიერია, ვიდრე თვალებისმიერი. ეს მშვენიერება პირველად ნახვისთანავე მაშინ აღიქმება, როცა მის ინტელექტს ჩასწვდები“ - ანტონ რაფაელ მენგსი

„რაფაელის ყველაზე მარტივ ნაგებობებში, ისევე, როგორც სიცოცხლითა და მოძრაობით აღსავსე არაერთ დიდებულ კომპოზიციაში, მისი სული ტრიალებს და ისეთ ჰარმონიას ქმნის, რომელიც გიპყრობს და გაჯადოებს“ - ეჟენ დელაკრუა

„რაფაელის დიდი უპირატესობა მომდინარეობს გრძნობათა პირადულობისგან, რომელსაც მის არსებაში თითქოს სურს დაამსხვრიოს ფორმა. მისთვის ფორმა არის ის, რაც ჩვენთვის საშუალება აზრებისა და გრძნობების გადმოსაცემად: პოეზია, ფართო გაგებით“ - ონორე დე ბალზაკი

„რაფაელმა ანდერძი შეადგინა და როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა [...] თავის ქონება მოწაფეებს გაუნაწილა: ჯულიო რომანოს, რომელიც ძალიან უყვარდა, ჯოვანი ფრანჩესკო ფიორენტინოს, მეტსახელად „შემოქმედს“, ერთ უცნობ ურბინოელ შორეულ ნათესავ მღვდელს [...] აღსარება თქვა და ოცდაჩვიდმეტი წლისამ დაასრულა სიცოცხლე იმ დღეს, რა დღესაც დაიბადა - წმინდა პარსკევს. გვწამს, რომ როგორც მისი სულის სიძლიერემ გაამშვენიერა ეს სამყარო, ასევე გაამშვენიერებს ზეციურსაც“ - ჯორჯო ვაზარი

ღვთისმშობლის კორონაცია 1502-1504
საფლავად დადება 1507
 მადონა - მებაღე 1507
მადონა ბალდახისქვეშ 1507-1508
კამათი საიდუმლოებაზე 1509

 ათენის სკოლა 1509-1510
იულიუს II-ის პორტრეტი 1511
პაპმა-მეომარმა სასიკვდილო სარეცელზე 1513 წლის 21 თებერვალს აღიარა, „ვარ ყველაზე დიდი ცოდვილი ცოდვილთა შორის, შენდობას ვითხოვ, რამეთუ ვერ ვმართე ეკლესია ისე, როგორც საჭირო იყო“ - იულიუს II

ჰელიოდორეს განდევნა 1511-1512
ფოლინოს მადონა 1511-1512
სიქსტეს მადონა 1512-1513
 წმინდა პეტრეს საპყრობილიდან დახსნა 1513-1514
მადონა სავარძელში 1513-1514
„მივდივარ იმ სურათის სანახავად (მადონა სავარძელში) და აი აქ ვარ,მის წინ... ისეთი თავისუფალი, ისეთი უმშვენიერესად სადა და სიცოცხლით სავსე ნახატია, ძნელად რომ წარმოიდგენს ადამიანი“ - პიერ-ოგიუსტ რენუარი

ატილასა და ლეო დიდის შერკინება
ხანძარი ბორგოში 1514
ბალდასარე კასტილიონეს პორტრეტი 1514-1515
გოლგოთის გზაზე დაცემა 1517
„რაფაელის სიკვდილმა სასახლეს (საეპისკოპოსოს) ისეთი დიდი მწუხარება დაატეხა თავს, რომ ეს სიკვდილი ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს სიკვდილს შეიძლება შეადარო“ - მარკანტონიო მიკიელი

წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვა
„და ვიხილე, და აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოის მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაი ილეკტროისაი, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის. და საშუალ, ვითარცა მსგავსებაი, ოთხთა ცხოველთაი, და ესე ხილვაი მათი: მსგავსებაი კაცისა მათ ზედა“

ლეო X-ის პორტრეტი კარდინალებთან ერთად 1518
ფერისცვალება 1516-1520
რაფაელის აკლდამა
“ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. მოსაგონებლად რაფალისა, ჯოვანი სანტი დე ურბინოს შვილისა, სახელგანთქმული მხატვრისა და ძველთა მეტოქისა. როცა მის ნახატებს ჭვრეტ, თითქოს გაცოცხლებულთ, გეჩვენება, რომ ბუნება და შემოქმედება ერთურთს არიან შეთანხმებული. მისმა ქმნილებებმა მხატვრობასა და არქიტექტურაში სიდიადე შემატა პონტიფიკებს, იულიუს II-სა და ლეო X-ს. იცხოვრა 37 წელიწადი [...] ცხოვრებას განერიდა 1520 წლის 6 აპრილს. აქ რაფაელია. დედაბუნებას დამარცხების შიში იპყრობდა, როს რაფაელი ცოცხალი იყო, და ახლაც - როცა იგი სიკვდილს ჰმორჩილებს - თუკი ამას სიკვდილი ჰქვია“ - კარდინალ პიეტრო ბემბოს ეპიტაფია რაფაელის აკლდამაზე

                        წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”