Friday, February 8, 2013

ერიკ-ემანუელ შმიტი - ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები


"სწო­რედ იმ­ხა­ნად გა­ვი­ცა­ნი ბა­ტო­ნი იბ­რა­ჰი­მიც. ის სულ ბე­ბე­რი მახ­სოვს. ცის­ფე­რი ქუ­ჩი­სა და ფო­ბურ­-პუასონიე­რის მო­ბი­ნად­რე­ებს იბ­რა­ჰი­მი ყოველთვის თა­ვის საბაყ­ლო­ში ეგუ­ლე­ბო­დათ. ის დი­ლის რვა საათიდან გვი­ან ღა­მემ­დე მუ­შა­ობ­და. სა­ლა­როს აპარატსა და სარეცხ ფხვნი­ლებს შო­რის გაკ­ვე­ხე­ბუ­ლი ცალ ფეხს ქუჩის­კენ გა­იშ­ვერ­და ხოლ­მე, მე­ო­რეს კი ასან­თის ყუთებს შო­რის შე­ჩურ­თავ­და. 

თეთრ პე­რან­გზე ნაცრისფერ მა­ი­სურს გა­და­იც­ვამ­და. მის კბი­ლებს სპილოს­ძვლის­ფე­რი გა­დაჰ­კრავ­და, ულ­ვა­შე­ბი გამომშრალ ცოცხს მი­უ­გავ­და, თვა­ლე­ბი კი ხან ფისტისფე­რი ჰქონ­და, ხან – მწვა­ნე, ხა­ნაც ღია წაბლისფერ­ში გა­დას­დი­ო­და. ყა­ვის­ფერ კან­ზე სიბ­რძნის ლა­ქე­ბი გას­ჩე­ნო­და. სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აზრის თა­ნახ­მად, ბა­ტო­ნი იბ­რა­ჰი­მი ნამ­დვი­ლი ბრძე­ნი იყო. 

შე­იძ­ლე­ბა ასე იმი­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ ოთხი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ებ­რა­ე­ლე­ბით დასახლე­ბუ­ლი ქუ­ჩის ერ­თა­დერ­თი არა­ბი ბი­ნა­და­რი გახ­ლდათ; ან იმი­ტო­მაც, რომ ბევრს იღი­მე­ბო­და, ცოტას სა­უბ­რო­და და შო­რს იდ­გა მოკ­ვდავ­თა, განსაკუთ­რე­ბით პა­რი­ზე­ლე­ბი­სათ­ვის ნიშ­ნე­უ­ლი ყოველ­დღი­უ­რი ფო­რი­ა­ქი­სა­გან – თით­ქმის არ მოძრაობ­და. გე­გო­ნე­ბო­დათ, ტა­ბუ­რეტ­ზე იყო დამყნობი­ლი. ვინც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მუშ­ტა­რი, დახლის და­ლა­გე­ბით თავს არ იცხ­ე­ლებ­და. ღა­მის თორმე­ტი­დან დი­ლის რვა სა­ა­თამ­დე გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და ხოლ­მე, მაგ­რამ არა­ვინ იცო­და – სად".


თარგმანი: მერაბ ფიფია