ორჰან ფამუქი - თეთრი ციხისიმაგრე

"რომანის თავდაპირველი ზმანება ჯერ კიდევ ჩემი პირველი წიგნის დასრულებისას აღმებეჭდა გონებაში. შუაღამეა. ლურჯ ქუჩებში სასახლეში მიწვეული მოგვი მიაბიჯებს. ისტორიასა და ფერებთან უწინაც და ახლაც ინტუიტიურ კავშირს ვამყარებ. თითოეულ ჩემს გმირს ცალკეულ ფერთან ვაკავშირებ და წარმოსახვას გზას ვუკვალავ. რაც დრო გადის უკეთ ვგრძნობ, რატომ ვუხმობდი დროდადრო ისტორიას ჩემს რომანებში. ისტორია ჩემთვის წარმოსახვის ნამდვილი საბადოა, წლობით კუთხე-კუნჭულში მიგდებულ-მიტოვებული მანათობელი, ბრჭყვიალა მოჩვენებათა უსიერი ტყე, წმინდა და ჭეშმარიტ ილუზიათა წყება, რომელიც მტვრიან წკვარამში მელის, რათა ფორმა მივანიჭო. ამ სიბნელეში ყველა ასავალ-დასავლის გავლის შემდეგ გაოცებას ვერ ვფარავ წარსულსა თუ მომავლიდან ჩვენში ასე უხვად თავშეფარებულ წმინდათაწმინდა ლანდთა თუ ფერთა წინაშე"- ორჰან ფამუქი

მრავალზე მრავალს სჯერა, კაცის ცხოვრება რომ წინასწარ განსაზღვრული არ არის და ამბის ერთიან ჯაჭვს, მარტოოდენ თითო-ოროლა შემთხვევითობა კრავს. თუმცა, ისინიც კი, ვინც ამგვარ ფიქრებს აჰყოლიან, საკუთარ წარსულს თვალს რომ ავლებენ, რწმუნდებიან, რაოდენ გარდაუვალი იყო ყოველივე, რაც ცხოვრებაში თავს გადახდათ.

სტამბოლი ლამაზი ქალაქია, მაგრამ კაცი აქ მონა კი არა, ბატონი უნდა იყოს მეთქი, ვფიქრობდი.

იმხანად, ვგონებ, ერთადერთ შეთანხმებას მივაღწიეთ - ორივეს ერთმანეთი გვძულდა.

სარწმუნოება რომ შევიცვალო, ადამიანებს თვალებში როგორღა შევხედო-მეთქი, შევეცადე, ამეხსნა.

ჩანს, მრწამსი ისეთი რამ არის, რამაც შეიძლება სიცოცხლე იოლად შეიწიროს.

კეფასა და ზურგზე სიცივემ დამიარა, ფიქრის თავიც არ მქონდა, მაგრამ სიცივემ და ფიქრმა ერთიანად ამიტანა.

თითქოს სახლთან ერთად მოგონებებიც მოძველებულიყო, დეფორმაცია განეცადათ.

ხის სახლის ჭრიალს ბოლო არ უჩანდა.

მე რატომა ვარ მე?

ადამიანს იმდენად უნდა მოსწონდეს არჩეული ცხოვრების გზა, რომ მისი გათავისება შესძლოს.

იმის გასაგებად, რას წარმოადგენს, ადამიანს ისევე შეუძლია საკუთარ თავში ჩაძირვა და საკუთარი აზრების თვალიერება, როგორც სარკეში ჩახედვა და ნახვა, როგორც გამოიყურება.

ფიქრისას ადამიანი საკუთარ გონებას ისევე უნდა ჩაუღრმავდეს, როგორც სარკეში კბილების თვალიერებისას.

უსაზღვროდ მენდობოდა, იმდენად, რომ ხანდახან მეშინოდა კიდეც.

ჩემსავით არც ის უარყოფდა ეს უბედურება (ჟამიანობა) რომ ალაჰმა მოგვივლინა, მაგრამ, მეორეს მხრივ, თითქოს მასთან პირდაპირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ამიტომ, ჩვენ, მოკვდავებს შეგვეძლო ხელები დაგვეკაპიწებინა და ამ უბედურების აღსაკვეთად, რაღაც გვეღონა, ეს ალაჰის ღირსებას ჩრდილს სულაც არ მიაყენებდა.

ადამიანები თურმე ორად იყოფიან - მასავით მართლებად და ჩემსავით დამნაშავეებად.

რეგვენები ჭეშმარიტების ფასს როდის მიხვდებია? ერთნაირმა ბრიყვებმა შემთხვევით იპოვნეს ერთმანეთი, თუ კანონზომიერი გარდუვალობით?

ცხოვრება რაღაცის მოლოდინი კი არა, უფრო მისი დაგემოვნების შესაძლებლობაა.

სმისა და კოცნისაგან ტუჩის კიდეებს უტიფრობა შეჰპარვოდა.

ყველამ კარგად იცის, გამქრალი ცხოვრებისა და ოცნებების ხელახლა მოსახელთებლად, ამ ყველაფერზე ბევრზე ბევრი ფიქრია აუცილებელი.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2008 წ.