Sunday, July 28, 2013

არისტოტელე - დიდბუნებიანთა კაცთა ხშირად თან სდევს სევდა


ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად. 

არამზადას, სინდისის გასაღვიძებლად, სილა უნდა გააწნა.

დიდბუნებიანთა კაცთა ხშირად თან სდევს სევდა.

ვითარ ყორანთასა მლიქვნელნი უბოროტეს არიან: რამეთუ ყორანი მკუდართა, ხოლო მლიქვნელნი ცოცხალთა შემჭამენ.

ვისაც ნათლად უნდა შეგნება, იგი ჯერ საფუძვლიან ეჭვში უნდა იყოს.

ო, ბედნიერო ადამიანო, ვწუხვარ, რომ საკუთარ თავს გვერდიდან არ უცქერი.

რა განსხვავებაა განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორის. ისეთივე, როგორც მკვდარსა და ცოცხალს შორის.

რომელ კაცსაც სიჩუმე არ მოსწონს, იმის ლაპარაკი მოსაწონი არ იქნება.

სათნოებას მოკლებული ადამიანი ძნელად შეძლებს ბედნიერების გონიერად გამოყენებას.

ყველა კაცის ღირსება მისივე ლაპარაკით იხატება.

შეცდომებისაგან თავის დაზღვევის სამი გზაა: თავის თხზულებებს მეგობრებს განასჯევინებს - ლიუსიუსის ცნობით, ძველად შემოღებული იყო თხზულებათა წაკითხვა მის გამოცემამდე მოწვეული მეგობრების წრეში; თავის თხზულებები გამოაქვს თავისი მეგობრებისა და მტრების საზოგადოებრივ სამსჯავროზე. იმისათვის, რომ იცოდე, საჭიროა როგორც ერთგული მეგობარი, ისე ულმობელი მტერიც; თვითოელმა ადამიანმა თვითონ შეასრულოს ეს სამუშაო, ხელახლა გადასინჯოს თავისი წინანდელი იდეები, თხზულებანი და საქმეები და სრულიად სერიოზულად განსაჯოს ისინი არა როგორც თავისი, არამედ სხვისი ქმნილებანი.

ჭეშმარიტების სიყვარულის გამო ფილოსოფოსმა თავის საკუთარ შეხედულებებზეც უარი უნდა თქვას.