Saturday, July 27, 2013

თეოდორ დოსტოევსკი - ადამიანი საიდუმლოა, იგი უნდა გამოიცნო


თავისუფალი, სრულიად შეგნებული და არვის მიერ ნაიძულევი თავგანწირვა სხვათა სიკეთისათვის, ჩემი აზრით, პიროვნების უმაღლესი განვითარების, მისი ძლევამოსილების, თვითდაუფლების, საკუთარი ნების უდიდესი თავისუფლების ნიშანია. ნებაყოფლობით თავდადება ყველასათვის, ჯვარცმა, კოცონზე თავის დაწვა ყველასათვის შეუძლია მხოლოდ უდიდეს პიროვნებას. ძლიერ განვითარებული პიროვნება, ვინც სავსებით დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს პიროვნება იყოს და უკვე აღარაფრის ეშინია, იმაზე უკეთესს ვერაფერს იზამს, რომ მთლიანად შეეწიროს ყველას, რათა სხვებიც სწორედ ასეთივე თავისუფალ და ბედნიერ პიროვნებებად აქციოს.

რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა საზოგადოდ, მით უფრო ნაკლებ მიყვარს ადამიანები ცალ-ცალკე. დამიახლოვდება თუ არა ვინმე, მისი პიროვნება თავმოყვარეობას მითრგუნავს და თავისუფლებას მიზღუდავს. რაც უფრო მეტად მძულდა ადამიანი კერძოდ, მით უფრო მგზნებარე იყო ჩემი სიყვარული კაცობრიობისადმი საზოგადოდ.

სამება - ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე უბრალო, მოძველებული ფორმულა როდია. თუკი წინა ორს გაუჭირდა ცხოვრებაში დამკვიდრება, იქნებ მესამემ მაინც იმარჯვოს. ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო. (თვრამეტი წლის ასაკში წერდა უფროს ძმას მიხეილს, 1839 წ. 16 აგვისტოს)

ადამიანი საიდუმლოა, იგი უნდა გამოიცნო.

არარაა ის ერი, რომელსაც არ ჰყავს და არ სწამს საკუთარი თავის ღმერთი.