Tuesday, September 10, 2013

ონორე დე ბალზაკი - მშვენიერია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც თავის აზროვნებაში მთელი სინამდვილის ასახვა შეუძლია


ადამიანს ასუსტებს ორი ინსტიქტური მოქმედება, რითაც იშრიტება და შრება ჩვენი ცხოვრების წყარო. ორი ზმნა გამოხატავს სიკვდილის ამ ორი მიზეზის ყველა ფორმას: “მსურს“ და “შემიძლია“. სურვილი გვწვავს, შესაძლებლობა - გვსპობს.

არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი... როდესაც სულიერი დედობა ფიზიკურ დედობას ეხამება, ვიღებთ შესანიშნავ და უფრო აუხსნელ, ვიდრე აუხსნად მოვლენას, რაც დედობრივი გრძნობის არსს შეადგენს.

დიდ შეცდომას უშვებს ის, ვისაც არ ესმის, რომ ამ ოკეანის მსგავს ქვეყანაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ძლიერი დინებანი და თითქოს ათასობით ზვირთი აწყდება ერთმანეთს ადამიანთა ინტერესებისა და პატივმოყვარე მისწრაფებების სახით, არ შეიძლება საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიკეტო და სტიქიის შმაგ ძალას წინააღმდეგობა გაუწიო. ასეთი ადამიანი დასაღუპავადაა განწირული. სხვისი ინტერესები ანგარიშში უნდა ჩავაგდოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათზე ვიმოქმედოთ.

დრო იმ ადამიანთა ერთადერთი კაპიტალია, რომელთა განძი მხოლოდ მათი ინტელიგენტურობაა.

თუ ჩვენ ქედს ვიხრით იღბლიანი ბრიყვის წინაშე და გულგრილობას ვიჩენთ ნიჭიერი მოღვაწის დამხობისას, ეს ჩვენი სავალალო აღზრდის და ზნე-ჩვეულებათა შედეგია, გონიერი ადამიანი პირქუშ ირონიამდე რომ მიჰყავს, გენიოსი კი სასოწარკვეთამდის.

მშვენიერია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც თავის აზროვნებაში მთელი სინამდვილის ასახვა შეუძლია.  ეს იწვევს ბედნიერებას და განაცდევინებს ადამიანებს მიწიერ ჭუჭყისაგან განწმენდილ იდეალურ სიამოვნებას.