ნიკოლო მაკიაველი - ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება

ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.

ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.

ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.

ვისაც სურს იცოდეს - რა მოხდება, მან ყურადღება უნდა მიაქციოს მას, რაც მომხდარა.

იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.

ის ვისაც ჰყავს ძლიერი ჯარი, ადვილად იშოვის ძლიერ მოკავშირესაც.

გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.

ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.

არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს.

ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება.

როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.