Friday, September 27, 2013

ფრანსის ბეკონი - ცოდნა ძალაა

მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ღონე უნდა მისცეს ბუნებას ებატონოს. ხოლო ბატონობს იგი, ვინც ძალოვანია, იგი, ვინც მცოდნეა. ადამიანის ცოდნა და ძალოვნება ერთი და იგივეა.

ვისაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, ის ყველაზე ადრე სხვის ნაკლს ჰხედავს.

კაცს მალე ჰსჯერა ან იგი, რის სურვილიცა აქვს, ან რისაც ეშინია.

ცოდნა ძალაა.

თუ ადამიანი მსჯელობას დაიწყებს უტყუარი ფაქტებით, მაშინ ის ეჭვებით დაამთავრებს; მაგრამ თუ ის საწყის ეტაპზე ეჭვებით დაიწყებს, საბოლოოდ ის მიაღწევს უტყუარ ფაქტებამდე.

გიყვარდეს და იყო ბრძენი, შეუძლებელია.

ადამიანთა ცხოვრების თეატრში მაყურებელთა ადგილი მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ დაჯავშნილი.

სიჩუმე ბრიყვის სათნოებაა.

სილამაზე ძვირფას ქვასა ჰგავს: რაც უფრო სადაა, მით უფრო ძვირფასია.

ფიქრებს, როგორც ადამიანებს, აქვთ თავიანთი სიჭაბუკის ხანა.

ყველა, ვისაც მარტოსულობა უყვარს, ან ველური ცხოველია, ან – უფალი ღმერთი.

ბუნების ადვილად დამორჩილება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მისდამი მორჩილებით.