Friday, December 27, 2013

ორჰან ფამუქმა მაკედონიის ლიტერატურული პრემია მიიღო

თურქმა ნობელიანტმა მწერალმა ორჰან ფამუქმა მაკედონიაში საერთაშორისო ლიტერატურული პრემია - „Tabernakul“ მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მწერალმა აღნიშნა, რომ ბედნიერია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრიზის მიღებით.

ფულად პრემიასთან ერთად (5000 ევრო) ფამუქს გორან სტამენკოვის ბრინჯაოს ქანდაკება გადაეცა.

საერთაშორისო ლიტერატურული პრიზი მაკედონიურმა საგამომცემლო სახლმა - Tabernakul შარშან დააწესა.

მაკედონიაში ფამუქის სამი რომანი - „მდუმარე სახლი“, „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ და „უმანკოების მუზეუმია“ გამოცემული.

წყარო - turkishweekly.net