Saturday, December 21, 2013

ნელსონ მანდელა - ჩვენ ვპატიობთ, მაგრამ არ ვივიწყებთ

Quitting is leading too

განათლება ყველაზე მძლავრი იარაღია, რომლის გამოყენებითაც მსოფლიოს შეცვლაა შესაძლებელი.

როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომლისაც სწამს, მას სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გასცდეს კანონის საზღვრებს.

გავითავისე, რომ გამბედაობა შიშის არ არსებობა კი არა, მისი დამარცხებაა. მამაცია არა ის, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ის, ვინც ამ გრძნობას დაამარცხებს.

გონიერება და კარგი გული ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, თუკი ამას კვიმატი ენა, ან „მჭრელი“ კალამიც დაერთო, თქვენ რაღაც განსაკუთრებულს მიიღებთ.

მე არ ვარ წმინდანი, თუკი წმინდანს არ უწოდებთ ცოდვილს, რომელიც მუდამ უკეთესობისკენ მიილტვის.

იყო თავისუფალი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მოიცილო მიჯაჭვულობა, არამედ იცხოვრო ისე, რომ პატივს სცემდე და აძლიერებდე სხვების თავისუფლებას.

წყენა იმას ჰგავს, საწამლავი დალიო და იმედოვნებდე, რომ ის შენს მტრებს მოკლავს.

მართე ზურგიდან, სხვებს კი საშუალება მიეცი იფიქრონ, რომ წინ ისინი არიან.

ცხოვრების უდიდესი გამარჯვება არ დაცემაში კი არა, თითოეული დაცემის შემდეგ წამოდგომაშია.

ნუ იმსჯელებთ ჩემზე წარმატებების მიხედვით, განმსაჯეთ იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ დავეცი და რამდენჯერ მოვახერხე ფეხზე წამოდგომა.

ჩემი თავისუფლებისკენ მიმავალ კართან მიახლოებისას ვიცოდი, რომ თუკი განცდილ სიმწარესა და სიძულვილს უკან არ მოვიტოვებდი, კვლავ ციხეში ვიქნებოდი.

თუკი ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები, ეს მის გონებას წვდება, ხოლო თუკი მას მისსავე ენაზე დააელაპარაკები, ეს მის გულამდე აღწევს.

როგორც უკვე აღვნიშნე, უპირველეს ყოველისა აუცილებელია საკუთარ თავთან იყო მართალი. ვერასდროს მოიპოვებ გავლენას საზოგადოებაზე, თუკი თავად არ შეცვლილხარ. დიადი მშვიდობისმყოფელები პატიოსანი, მართალი, მაგრამ თავმდაბალი ადამიანები არიან.
ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ.

როგორც კი საკუთარ ნათელს კაშკაშის საშუალებას ვაძლევთ, ამით სხვა ადამიანებს იმავეს გაკეთების ნებას ვრთავთ.

გამარჯვებული ის მეოცნებეა, რომელიც არასდროს ნებდება.

ერთი რამ, რაც მოლაპარაკებების წარმოებისას გავიგე იყო ის, რომ ვერავის შევცვლიდი, სანამ თავად არ შევიცვლებოდი.
ამბობენ, არავინ იცნობს ერს იქამდე, სანამ მის საპყრობილეში არ მოხვდება. ერი იმის მიხედვით უნდა განვსაჯოთ, თუ როგორ ეპრყორბა არა მაღალი, არამედ ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს.

ლიდერი მწყემსს ჰგავს. ის სამწყსოს უკან რჩება, ყველაზე მოხერხებულებს წინ წასვლის საშუალებას აძლევს, სხვები მიჰყვებიან, ამ დროს კი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი მოძრაობის მიმართულება ზურგიდან იმართება.

სიმამაცის არსი უშიშარობაში არ მდგომარეობს - სიმამაცე სხვების ინსპირაციაა გასცდნენ შიშის ჩარჩოს.

ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, ვინ ვართ ჩვენ, რომ ვიყოთ ბრწყინვალე, შესანიშნავი, მომხიბვლელი, ნიჭიერი და ზღაპრული? სინამდვილეში, ვინ ხარ შენ, რომ არ იყო ასეთი?

მაღლობზე აღწევის შემდეგ, ზოგიერთი აცნობიერებს, რომ არსებობს უამრავი სხვა სიმაღლე, რომელიც დასაპყრობია.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავი აფრიკელი ხალხის ბრძოლას მივუძღვენი. ვიბრძოდი როგორც თეთრ, ასევე, ფერადკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ. სათუთად ვეპყრობოდი დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების იდეას, სადაც ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებოდათ და ჰარმონიაში იცხოვრებდნენ. ეს არის იდეალი, რომელსაც სიცოცხლეს მივუძღვნი და ვიმედოვნებ, რომ მივაღწევ კიდეც, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

არაფერია შავი ან თეთრი.

ჩემს ქვეყანაში ჯერ ციხეში ხვდები, შემდეგ კი პრეზიდენტი ხდები.

ამ სამყაროში მოწყალებით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ანგარიშსწორებით.

ვერაფრისთვის იქნები მზად იმ დრომდე, სანამ საიდუმლოდ გწამს, რომ ეს არ მოხდება.

არ არსებობს იმაზე უკეთ განმსაზღვრელი ნიშანი საზოგადოების სულისა, ვიდრე ის, თუ როგორ ეპყრობა ეს საზოგადოება ბავშვებს.

იცნობდე შენს მტერს - და შეისწავლე მისი საყვარელი სპორტი.

თავისუფლება უსასრულოა; ბორკილები ჩემი ერის თუნდაც ერთ წარმომადგენელზე, მთელი ერისთვის ბორკილებია, ჩემი ხალხის ბორკილები - ბორკილებია ჩემს მკლავებზე.

არ არსებობს თვისუფლებამდე მისასვლელი იოლი გზა და მრავალ ჩვენგანს მოუწევს სიკვდილის ჩრდილთა ხეობაში სიარული იქამდე, სანამ ჩვენი სურვილების მწვერვალს მივაღწევთ.

დაე სამართლიანობა საყოველთაო იყოს, დაე მშვიდობა სუფევდეს ყველასთვის, დაე ყველას ჰქონდეს სამუშაო, პური, წყალი და მარილი. დაე თითოეულმა იცოდეს, რომ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის სხეულის, გონებისა და სულის თავისუფლებაა საჭირო.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ რომელიმე თაობას უწევს იყოს დიდებული, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ეს თაობა.

როცა წყალი დუღილს იწყებს, სისულელეა გამათბობლის გამორთვა.

ახლოს გყავდეთ თქვენი მეგობრები, და უფრო ახლოს თქვენი მტრები.

მე ვარ ჩემი ბედის ბატონ-პატრონი და ჩემი ბედისწერის კაპიტანი.

მე არ ვარ ოპტიმისტი, მაგრამ იმედის მწამს.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლება პალესტინის თავისუფლების გარეშე არ არის სრულყოფილი.

იცხოვრე ისე, თითქოს არავინ გიყურებს და გამოხატე საკუთარი თავი ისე, თითქოს ყველა გისმენდეს.

არასდროს ვღელავდი პირად პრიზებზე. თუკი ჯილდოს მოპოვებაზე ფიქრობ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ვერასდროს გახდები.

თუკი შენს მტერთან დაზავება გინდა, მასთან უნდა იმუშავო. ის შენი პარტნიორი გახდება.

მშვიდობა განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
ვოცნებობ საკუთარ თავთან შერიგებულ აფრიკაზე.

აპარტეიდის გასანადგურებლად ძალადობა ერთადერთი იარაღი იყო.

ვერც ერთი ცალკეული პიროვნება ვერ გაათავისუფლებს ქვეყანას. ეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური მოქმედებით მიიღწევა.

მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია მოლაპარაკების წარმოება, პატიმრებს კონტრაქტების დადება არ შეუძლიათ.

დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ სწორი ნაბიჯის გადასადგმელად დრო ყოველთვის მომწიფებულია.

ჩვენ ვპატიობთ, მაგრამ არ ვივიწყებთ.

არ არსებობს ცნება - ნაწილობრივი თავისუფლება.