ორჰან ფამუქი მის ახალ რომანსა და ნიკო ფიროსმანზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით, 2014 წლის 12 მარტს თბილისს ნობელის პრემიის ლაურეატი თურქი მწერალი - ორჰან ფამუქი ეწვია.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დიღმის კამპუსში გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვადასხვა თემებთან ერთად, მწერალმა მის ახალ რომანსა და ნიკო ფიროსმანის შესახებაც ისაუბრა.