გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა

ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, მეხიკოში გარდაიცვალა.

 1967 წელს მწერლის რომანის - „მარტოობის ასი წელიწადი“ გაყიდვებმა 30 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა, 1982 წელს კი გაბრიელ გარსია მარკესს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა.

წყარო - bbc.co.uk