გაბრიელ გარსია მარკესი - ფოთოლცვენა
ჰაერი ჩახუთულია და დაწნეხილი, რომ მოინდომო, ალბათ ფოლადის ფირფიტასავით მოღუნავ.
დღეს დილით დედა შემოვიდა ჩემს ოთახში და ისეთი ცივი ხმით მითხრა, სკოლაში არ წახვალო, რომ სულ არ გამხარებია.
მე დედას მივუბრუნდ, მაგრამ ის უცხოსავით იჯდა და სივრცეში იყურებოდა. მაშინ ხელები ბარძაყებქვეშ ამოვიდე და ჰაერში ფეხების ქნევას მოვყევი.
ფიქრებისგან თავის დასახსნელად თავს ვიქნევ და თვალებს ვხუჭავ.
ქუჩაში მეზობლის ბიჭი პეპე მიაბიჯებს, ახალთავგადაპარსულივით შეცვლილი მეჩვენება.
მე უძლური ვარ ხალხის სისასტიკის წინაშე. ეკლესიამაც კი ნახა გამოსავალი და ხალხს მიემხრო...
მარტოს რომ გადამეთრია გვამი სასაფლაოზე, ჩაქოლვა არ ამცდებოდა. მაკონდოსგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ცხრა წლის წინ, განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე მან გაზეთების კითხვა შეწყვიტა, რითაც სამშობლოსთან და თანამემამულეებთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი გაწყვიტა.
დროის დინებას ხომ მაშინ გრძნობ, როცა ვინმე მოძრაობს.
მე ჩვენი სახლის ყველა სუნს კარგად ვიცნობ. ხანდახან თვალდახუჭული და ხელებგაწვდილი დავდივარ შუშაბანდში, რომისა და ქაფურის სუნს რომ ვგრძნობ, ვიცი, ბაბუას ოთახთან ვარ და თვალდახუჭული განვაგრძობ გზას, „დედას ოთახს რომ ჩავუვლი, ჯერ ახალი ბანქოს ქაღალდის სუნი მეცემა, მერე ფისის და ნაფტალინის“, ვფიქრობ და მართლაც ჯერ დედას სიმღერა მესმის, მერე ბანქოს ქაღალდის სუნს ვგრძნობ, შემდეგ ფისისა და ნაფტალინის სუნიც მოდის და ვფიქრობ, „ახლა მარცხნივ თუ შევუხვევ, თეთრეულისა და ჩაკეტილი ფანჯრის სუნი მომივა. იქ გავჩერდები კიდეც“. სამ ნაბიჯში ახალ სუნს ვაწყდები, თვალგაუხელლად ვჩერდები და ხელგაწვდილს ადას ხმა ჩამესმის: „თვალდახუჭული დადიხარ, ბიჭო?“
მტვერი სახლებსაც ადევს, და მაკონდოს ძველი, გატეხილი ავეჯის უბადრუკ იერს სძენს, თითქოს ღმერთმა გამოაცხადა, მაკონდო საჭირო აღარააო და კუთხეში მიაგდო სხვა ქალაქებსა და სოფლების გვერდით, რომლებიც დიდი ხანია სამყაროს აღარ სჭირდება.