კურტ ვონეგუტი - უტოპიის მანიფესტი

ჩემი უტოპია ისე არ მოქმედებს როგორც ყველა დანარჩენი უტოპია. ყველგან ახალ გაბედულ სამყაროში, ცხოველთა ფერმაში, კომუნიზმსა თუ სოციალიზმში უტოპია ზემოდან ქვევით მიემართება. იგი იწყება უფროსი ძმით, დიქტატორით, პარლამენტით, და ა.შ. რაც უტოპიას სხვადასხვა დირექტივას კარნახობს.

იგი ქმნის უტოპიას ფიზიკურ სამყაროში და აიძულებს ხალხს წინ აღუდგეს მას. მაგრამ როცა ხალხი ასეთ სისტემას ქმნის, მათთვის ადგილი აღარ რჩება. თავს მოხვეული კონფორმიზმი მოითხოვს ზეწოლას, მანიპულირებას და ტვინების გადინებას („საოცარი ახალი სამყარო“). მეორე მხრივ, თავისუფლება ნიშნავს ანარქიის გარკვეულ გრძნობას და ამრიგად მუშაობს წარმატებული უტოპიის წინააღმდეგ.

თუმცა არსებობს სხვა გზაც: პიროვნული თავისუფლება თვით - კონფორმიზმის გზით. იგი მოქმედებს როგორც ცეკვა კვადრატში. ცეკვისას ხალხი ერთსა და იმავე ილეთს ასრულებს არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო, არამედ ერთად მოძრაობისას - ერთი და იგივე ილეთი, ერთი და იგივე რიტმი - პიროვნებისათვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი ცეკვა ნიმუშის წინააღმდეგ, ან სადმე ცეკვა განმარტოებით.

კვადრატში მოცეკვავე წინააღმდეგობაშია მასების რიტმთან საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების მიზნით. ზუსტად ამის მსგავსად, ოჯახური უტოპიაც საერთო კეთილდღეობისათვის ცალკეული კანონებისადმი კონფორმიზმს ითხოვს. იყავი კარგი, იყავი გულისხმიერი, იყავი გულუხვი, იყავი შემწყალებელი, იყავი კარგი. ამის შემდეგ სხვა არასასურველი კანონებისადმი კონფორმიზმი ზედაპირული და ძალადობას მოკლებული იქნება.

ახლა, რაც შეეხება თავისუფლებას...

ჩვენ არ ვართ თავისუფლები. ჩვენ იმ ტყუილებში ვართ გაბმული, რომელსაც გვაწვდის ტელევიზია, მთავრობა, უტოპიური ვებ-გვერდები, ოჯახი, მეგობრები, საზოგადოება და თქვენც. იმისათვის, რომ გათავისუფლება მოხდეს, უნდა მიხვდე, რომ ეს ტყუილებია და შემდეგ იკითხო, რამდენად ღირებულები არიან ისინი.

მათი უმეტესობა თავად ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, მაგალითად, „გაიხედეთ მარცხნივ და მარჯვნივ, სანამ ქუჩას გადაკვეთ“, ან „გაიხეხე კბილები“, ან „გიყვარდეს შენი მეზობელი“. დანარჩენი ტყუილები სხვების საკეთილდღეოდაა განკუთვნილი, მაგალითად „იაზროვნე ჩემსავით“, ან „ნუ აუჯანყდები ხელისუფლებას“.

მთავარი, რისი თქმაც მინდა ესაა: „ეკამათე ხელისუფლებას, თორემ!“ (თუ აქ უპასუხებ „რატომ“? მაშინ სწორ გზას ადგახარ).

რეალობასთან კამათის სიკეთე ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამოვკრიბოთ ტყუილები, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია  ჩვენდა საკეთილდღეოდ, ხოლო უარვყოთ ყველაფერი დანარჩენი, როგორც პროპაგანდა.

ტყუილი, რომლის დაჯერებასაც ჩემს ოჯახს მთელი სულით და გულით ვთხოვ, უწყინარი არასიმართლეა, რომ „კაცობრიობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მსოფლიოში. ყველაზე ხელმისაწვდომი ღირსეული და დიდი ქმედებები კი ისინია, რომლებიც მას აუმჯობესებენ, უმსუბუქებენ პრობლემებს და საწუხარს. ესაა პასუხისმგებლობა, რომლის ტარებით ჩვენ ყველანი უნდა ვამაყობდეთ.“

თავსმოხვეული ტყუილი ბინძური სამყაროა, თვით მოტყუება - სიცოცხლეა. თუ საკმარისი ხალხი შეიკრიბა, ჩაავლო ამ ტყუილს და არ მოშორდა მას, იგი უტოპიად გადაიქცევა: უტოპიად, რომელიც მოქმედებს მზრუნველი და ერთგული ხალხის შიგნიდან გარეთ, ფიზიკური სამყაროსაკენ. ეს შესაძლებელია.

მე ახლა უტოპიაში ვცხოვრობ. მე დაახლოებით 50 უცნაური ადამიანი მყავს (ფაქტიურად ყველა უცნობი), რომლებიც აქ ჩემთვის არიან. ისინი ჩემი ხელოვნური ოჯახია. მე არ მჭირდებოდა ხელისუფლება ჩემთვის, მე ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ეს შენც შეგიძლია.

სულ მცირედი თავდადებაა საჭირო, რათა საკუთარი თავი საზოგადოების ნაზ რითმს შეაგუო, სულ მცირედი თვით-თავისუფლებაა საჭირო ფულიდან და ასევე მცირედი თვით-მოტყუება. მე ამას ასე ვხედავ! ნუ მომენდობით, თავადაც იფიქრეთ.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო თოხაძემ