ზაჰა ჰადიდის პროექტი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს

ლონდონის მუზეუმის პრესტიჟული ჯილდო წლის დიზაინისათვის ერაყელ დიზაინერ ქალს ზაჰა ჰადიდის გადაეცა.ბაქოში მის მიერ დაპროექტებული ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრის შენობა ჟიურიმ წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა.

ზაჰა ჰადიდის ეკუთვნის საუდის არაბეთში ერ-რიადის მეტროპოლიტენის დიზიანი. ასევე, მან დააპროექტა 2020 წლის ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ტოკიოს ოლიმპიური პარკი. აღსანიშნავია, რომ ლონდონის მუზეუმმა არქიტექტორი წელს პირველად დააჯილდოვა.

სხვადასხვა სფეროს 70 სპეციალისტისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. მოდის სფეროში გამარჯვებული "Prada" გახდა, ავტომობილის საუკეთესო დიზაინისათვის კი პრიზი "Volkswagen"-ს გადაეცა.

გამარჯვებული ნამუშევრები ლონდონის მუზეუმში 25 აგვისტომდე იქნება გამოფენილი.

წყარო - bbc