ჯორჯ ბუშ უმცროსის წერილი ედუარდ შევარდნაძისადმი

გადადგომიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ამ მოგონებებზე მუშაობას რომ შევუდექი, ამერიკის პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის წერილი მივიღე:

დეკემბერი, 2003
მის აღმატებულებას
საქართველოს პრეზიდენტს 
ედუარდ შევარდნაძეს

ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თავისუფლების დამკვიდრებაში თქვენ მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის. თქვენი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ცივი ომის დამთავრება, ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისუფლების დამკვიდრება, სამოქალაქო ომის წყვდიადიდან საქართველოს გამოყვანა და ქვეყანაში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დაფუძნება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბება. მინდა მადლობა მოგახსენოთ, როგორც ერაყის საკითხში მხარდაჭერისთვის, ისე პანკისში განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციისთვის.

თქვენი ღირსეული გადადგომა 23 ნოემბერს და მზადყოფნა, გაუზიაროთ თქვენი სიბრძნე და გამოცდილება საქართველოს ხელმძღვანელობის ახალ თაობას, რომელიც თქვენი აღზრდილები არიან, თქვენს კიდევ ერთ დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. თქვენი გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე, თბილისის ქუჩებში ძალის გამოყენების ნაცვლად, თქვენი შესანიშნავი კარიერის ღირსეული დაგვირგვინებაა.

მჯერა, რომ თქვენ, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ძალისხმევას არ დაიშურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

პატივისცემით, ჯორჯ უ. ბუში