ჰენრი კისინჯერი - ნაცისტურ-საბჭოური პაქტი

1941 წლამდე ჰიტლერი და სტალინი მიმართავდნენ არატრადიციულ მიზნებს ტრადიციული საშუალებების გამოყენებით. სტალინი ელოდა იმ დღეს, როდესაც შეძლებდა კომუნისტური მსოფლიო ემართა კრემლიდან. ჰიტლერი კი შეპყრობილი იყო რასობრივად სუფთა იმპერიის შექმნის პერსპექტივით, რომელსაც უხელმძღვანელებდა არიული, ბატონთა, გერმანული რასა. როგორც ეს აქვს აღწერილი თავის წიგნში ,,ჩემი ბრძოლა”.

ძნელად თუ მოიძებნება ორი უფრო რევოლუციური თვალსაზრისი. სამაგიეროდ, ჰიტლერისა და სტალინის საშუალებები, რომლის კილმინაციასაც წარმოადგენდა 1939 წლისპაქტი, შეიძლება ნასესხები ყოფილიყო XVIII საუკუნის სახელმწიფო მართვის ხელოვნების ტაქტიკიდან. განსაზღვრულ დონეზე ნაცისტურ-საბჭოთა პაქტმა გაიმეორა პოლონეთის გაყოფა, რომელიც 1772 წელს მოახდინეს ფრიდრიხ დიდმ, ეკატერინე II-მ და მარია-ტერეზამ. მაგრამ ამ სამი მონარქისგან განსხვავებით, ჰიტლერი და სტალინი იდეოლოგიური ოპონენტაბი იყვნენ. დროებით მათი ეროვნული ინტერესი ,,პოლონეთის მემკვიდრეობასთან” დაკავშირებით აღმოჩნდა იდეოლოგიურ უთანხმოებაზე მაღლა. მაგრამ, როგორც კი პაქტმა ამოწურა თავისი თავი 1941 წელს, გაჩაღდა ყველაზე სასტიკი ომი კაცობრიობის ისტორიაში, არსებითად ერთი კაცის სურვილის გამო. უცნაურია, მაგრამ ფაქტია რომ XX საუკუნის ბედი და მისი დიდი კატასტროფა შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ ერთადერთი ადამიანის მოშორებით.

როდესაც გერმანიის არმიამ გაანადგურა პოლონეთი, ერთ თვეში საფრანგეთის ჯარები პასიურად იცდიდნენ ,,მაჟინოს ხაზზე” თავშეფარებულები. დადგა პერიოდი, რომელსაც დაარქვეს ,,უცნაური ომი”, რომლის განმავლობაშიც საფრანგეთის დემორალიზაცია უკიდურეს ზღვრამდე მივიდა. ასწლეულების მანძილზე საფრანგეთი აწარმოებდა ომს კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად: ცენტრალურიევროპის დაშლის შესანარჩუნებლად ან როგორცპირველი მსოფლიო ომის დროს, ელზას-ლოთარინგიის დასაბრუნებლად. ახლა კი ვარაუდობდნენ, რომ მას უნდა ებრძოლა უკვე დაპყრობილი ქვეყნისთვის და რომლის დასაცავადაც საფრანგეთს თითი არ გაუნძრევია. სულიერ სტიმულს მოკლებული საფრანგეთი აღმოჩნდა ფაქტის წინაშე და გადაეშვა ომში, რომელსაც ფუნდამენტური სტრატეგია არ გააჩნდა.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ისე იქცეოდნენ, თითქოს შესაძლებელი იყო დალოდებოდნენ ,,მაჟინოს ხაზს” იქით, სანამ ბრიტანული ბლოკადა გერმანიას არ აიძულებდა დანებებულიყო. მაგრამ გერმანია რატომ შეუტევდა ,,მაჟინოს ხაზს”, როცა გზა ბელგიისკენ გახსნილი იყო გერმანიის არმიისთვის აღმოსავლეთის ფრონტის არარსებობის გამო? და თუმცა თავდაცვა იყო აუცილებელი ომში, როგორც საფრანგეთის გენერალურ შტაბს სჯეროდა, რა ელოდა საფრანგეთს თუ არა თაობის დაუძლურებისმეორე ომი, მაშინ, როცა პირველისგან არ იყო მოსულიერებული. სანამ საფრანგეთი ელოდა, სტალინმა გამოიყენა მიცემული სტრატეგიული შესაძლებლობა, მაგრამ სანამ ცხოვრებაში გაატარებდა, აღმოსავლეთ ევროპის საიდუმლო ოქმს, სტალინმა მოინდომა მისი გადახედვა. სტალინმა შესთავაზა გერმანიას ახალი შეთანხმება ნაცისტურ-საბჭოთა პაქტის დადებიდან ერთ თვეში: პლონეთის ტერიტორიის გაცვლა ვარშავასა და ,,კერზონის ხაზს” შორის, რომელიც საიდუმლო ოქმით გადაეცემოდა სსრკ-ს ლიტვის სანაცვლოდ, რომელიც გადავიდოდა გერმანიის შემადგენლობაში. სტალინის მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ლენინგრადისთვის შეექმნა დამატებითი ბუფერი. ჰიტლერმა მიიღო სტალინის წინადადება.

სტალინი არ კარგავდა დროს მიეღო ის, რაც მას ეკუთვნოდა საიდუმლო ოქმით. სანამ პოლონეთში ომი ისევ მიმდინარეობდა, საბჭოთა კავშირმა სამხედრო კავშირი შესთავაზა ბალტიისპირეთის სამ პატარა სახელმწიფოს, მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შექმნის უფლების გათვალისწინებით. უარი თქვეს რა დასავლეთის მხარდაჭერაზე ამ პატარა სახელმწიფოებმა, მათ დამოუკიდებლობის დაკარგვის გარდა სხვა ალტერნატივა არ ქონდათ. 1939 წლის 17 სექტემბერს, ომის დაწყებიდან სამ კვირაში, საბჭოთა არმიამ მოახდინა პოლონეთის იმ ნაწილის ოკუპაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო საბჭოთა გავლენის ქვეშ.

ნოემბერში დადგა ფინეთის რიგი. სტალინმა მოითხოვა საბჭოთა სამხედრო ბაზების შექმნა ფინეთის ტერიტორიაზე და კარელიის ყელის (ლენინგრადთან ახლოს) გადაცემა. ფინეთმა როგორც კერკეტმა კაკალმა უარყო საბჭოთა მოთხოვნები და როდესაც სტალინმა ომი დაიწყო, მან მიიღო გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის არმიამ წითელ არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაოდენობრივმა უპირატესობამ მაინცგაიმარჯვა. რამდენიმე თვის შემდეგ ფინეთი დანებდა სსრკ-ს.

მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში საბჭოთა-ფინეთის ომი იყო წვრილმანი შეტაკება. მაგრამ მან ცხადყო თუ რამდენად დაკარგეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული რეალურობის შეგრძნება. დროებითი სიმშვიდით დაბრმავებული ლონდონი და პარიზი შეუდგნენ იმის განხილვას, წარმოადგენდა თუ არა საბჭოთა კავშირი ,,ბერლინი-რომი-ტოკიოს”-ს ღერძის ნაწილს. დაიწყეს 30 ათასიანი ჯარის ფინეთში გაგზავნისთვის მზადება ნორვეგიისა და შვედეთის გავლით. გზად მათ უნდა გადაეკეტათ გერმანიისთვის რკინის მადნები, რომელსაც იღებდნენ ჩრდილოეთ ნორვეგიასა და შვედეთში და გერმანიაში გაქონდათ ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტ ნარვიკიდან. იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნებიდან აცერთი არ აპირებდა მიეცათ მათთვის გასვლის უფლება, არ გაუმკრთალებია ფრანგი და ბრიტანელი გეგმის შემდგენლების ენთუზიაზმი.

მოკავშირეთა ინტერვენციის მუქარა შეიძლებოდა დახმარებოდა ფინეთს უფრო ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფისთვის, მაგრამ სტალინს ვერაფერი შეაჩერებდა, რომ სსრკ-ს თავდაცვის ხაზი გადაეწია ლენინგრადის მისადგომებიდან. ისტორიკოსებისთვის უცნობი რჩება თუ რა ბოროტი ძალა უბიძგებდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს აღმოჩენილიყვნენ ერთდროული ომის გაჩაღების ზღვარზე საბჭოთა კავშირთან და გერმანიასთან სამი თვით ადრე, სანამ საფრანგეთის განადგურება დაამტკიცებდა, რომ ეს გეგმა მხოლოდ და მხოლოდ საპნის ბუშტი იყო.

1940 წლის მაისში დამთავრდა ,,უცნაური ომი”. გერმანიის ჯარმა გაიმეორა 1914 წლის მანევრი და გადავიდა ბელგიაზე, იმ განსხვავებით, რომ ახლა დარტყმა მიაყენა ცენტრს და არა მარჯვენა ფლანგს. ყოყმანისა და თავის დაძვრნის საფასურად საფრანგეთი დაეცა. თუმცა გერმანიის სამხედრო მანქანის ეფექტურობა აშკარა იყო, მაინც ყველა გააოცა თუ რა სისწრაფით გადაიარა მან მთელი საფრანგეთი. პირველიმსოფლიოომისდროსგემანია ოთხი წლისგანმავლობაში ამაოდ ცდილობდაპარიზშიშესვლა. ყოველი მილი უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად უჯებოდა. 1940 წლის ივნისის ბოლოსთვის გერმანიის ჯარები (Bლიტზტკრიეგ) მარშირებდნენ ელისეის მინდვრებზე. ჰიტლერი თითქმის კონტინენტის ბატონი გახდა. მაგრამ სხვა დაპყრობების მსგავსად ჰიტლერმა არ იცოდა როგორ დაესრულებინა ომი, რომელიც ასე წარმატებით დაიწყო. მას ქონდა სამი ვარიანტი: მას შეეძლო ეცადა ბრიტანეთის განადგურება; მას შეეძლო, პირიქით მშვიდობა დაემყარებინა ბრიტანეთთან ერთად ან ყველაფერი რათა დაეპოყრო საბჭოთა კავშირი და დაუფლებოდა რა რესურსებს, მთელი ძალები მიემართა ბრიტანეთისკენ და დაესრულებინა ბრიტანეთის განადგურება.

1940 წლის ზაფხულში ჰიტლერმა სცადა პირველი ორი ვარიანტი. 19 ივლისის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისული ზავი დადოს ბრიტანეთთან. სინამდვილეში ის ითხოვდა დაებრუნებინათ ომამდელი გერმანული კოლონიები და არ ჩარეულიყვნენ კონტინენტის საქმეებში. სამაგიეროდ ის მისცემდა გარანტიებს, რომ ბრიტანეთის იმპერია იარსებებდა. ჰიტლერის წინადადება იყო ანალოგიური იმისა, რასაც იმპერატორული გერმანია სთავაზობდა ბრიტანეთს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი ათეული წლით ადრე. თუმცა მაშინ უფრო მშვიდობიანად ჟღერდა და ინგლისის სტრატეგიული მდგომარეობაც უფრო მყარი იყო. ჰიტლერი უფრო კონკრეტული რომ ყუოფილიყო ევროპიოს მოწყობის საკითხში შეიძლება ბრიტანეთის ლიდერები, მაგალითად ლორდი ჰალიფაქსი და, არავითარ შემთხვევაში ჩერჩილი, დათანხმებულიყვნენ გერმანიასთან მოლაპარაკების იდეას. მაგრამ რადგანაც გერმანია არსებითად ბრიტანეთისგან ელოდა, რომ ის მისცემდა მას კონტინენტზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას, ჰიტლერმა თავად გამოიწვია ტრადიციული ბრიტანული პასუხი.ისეთივე, როგორიც სერ ედუარდ გრეიმ მისცა 1909 წელს გერმანიის უფრო გონივრულად მოაზროვნე ლიდერებს, ვიდრე ჰიტლერი იყო. (ამ დროს საფრანგეთი მთავარი სახელმწიფო იყო). თუ ბრიტანეთი გერმანიას დაუთმობდა კონტინენტს, ადრე თუ გვიან ის ბრიტანეთის კუნძულებსაც დაესხმებოდა თავს. არცბრიტანეთი მიღებდა გარანტიას თავისიიმპერისთვის. ეს ჯერ კიდევ 1907 წლის მემორანდუმში აღნიშნა სერ ეირ კროუმ.

ჩერჩილი საკმაოდ გონიერი და გამოცდილი ადამიანი იყო და კარგად იცოდა ისტორია იმისთვის, რომ ილუზიებით დაემშვიდებინა თავი, რომ ომის შემდეგ ბრიტანეთი დარჩებოდა მსოფლიოს პირველ სახელმწიფოდ ან თუნდაც ერთ-ერთ პირველთაგანად. ამ მდგომარეობას შეეკამათებოდნენ გერმანია და შეერთებული შტატები. ჩერჩილის უდრეკობა გერმანიის წინაშე1940 წლის ზაფხულში, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც გადაწყვეტილება ამერიკის სასარგებლოდ და არა გერმანიის ჰეგემონიისა. ამერიკის ჰეგემონობა შეიძლებადროდადრო აღმოჩნდესარასასურველი, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, მათი ენა და კულტურა მსგავსი იყო და არ არსებობდა ინტერესებისშეჯახებისნიადაგი. ბრიტანეთსადა აშშ-ს შორის ურთიერთობის ეს პერსპექტივა ყოველთვის იყო, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ნაცისტურ გერმანიასთან. 1940 წლის ზაფხულში ჰიტლერმა თვითონ ჩაიყენა თავი ისეთ მდგომარეობაში, როცა გადაიქცა ,,კაზუსბელად”.

შემდეგ ჰიტლერი მიუბრუნდა მეორე ვარიანტს და შეეცადა გაენადგურებინა ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და აუცილებლობის შემთხვევაში, ბრიტანეთის კუნძულებზეც შეჭრილიყო. მაგრამ ის შემოიფარგლა მხოლოდ იდეით. სახმელეთო ოპერაციები არ იყო გერმანიის ომამდელ გეგმებში და ამ გეგმაზე უარი თქვეს დესანტების არასაკმარისობისა და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურების შეუძლებლობის გამო. ზაფხულის ბოლოს გერმანია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. დიდი წარმატებების მიღწევის მიუხედავად ი სვერ ახერხებდა საბოლოო გამარჯვებას.

ჰიტლერს რა თქმა უნდა, ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა გადასულიყო სტრატეგიულ თავდაცვაზე: ბრიტანეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მარტოს გამოეცხადებინა ომი გერმანიისთვის; ამერიკას ჯერ არ ქონდა გადაწყვეტილი ჩაბმულიყო თუ არა ომში; სტალინი კი შეძლებდა მოეძებნა მიზეზები, რომ ომში ჩარევა გადაევადებინა: მაგრამ ლოდინი იმისა, რომ ინიციატივას სხვები აიღებენ, ეწინააღმდეგებოდა ჰიტლერის ხასიათს. ამიტომაც მას ლოგიკურად მოუვიდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის აზრი.

ჯერ კიდევ 1940 წლის ივლისში ჰიტლერმა გაანკარგულება გასცა მოემზადებინა საშტაბო დოკუმენტაცია საბჭოთა კამანიის (ომის) თაობაზე. მან განუცხადა თავის გენერლებს, რომ როგორც კი სსრკ-ს დაამარცხებდნენ, იაპონია შეძლებდა მთელი თავისი ძალების მიმართვას ამერიკის წინააღმდეგ და ვაშინგტონი ყურადღებას მიაპყრობდა წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენებს. ამერიკის მხარდაჭრის გარეშე კი ბრიტანეთი იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა ბრძოლა. ჰიტლერი ხშირად შენიშნავდა: ,,ბრიტანეთის იმედს წარმოადგენს რუსეთი და შეერთებული შტატები. თუ რუსეთზე დამყარებული იმედები არ გამართლდება, ამერიკაც არ აღმოჩნდება სახარბიელო მდგომარეობაში, რადგჰანაც რუსეთის მარცხი გამოიწვევს იაპონიის გაძლიერებას შორეულ აღმოსავლეთში.” ჰიტლერი არ იყო მზად, რომ გაეცა ბრძანება თავდასხმაზე.

სტალინს კარგად ესმოდა თავისი მდგომარეობის სირთულე. საფრანგეთის განადგურებამ იმედი გაუცრუა არა მარტო სტალინს, არამედ ყველა სამხედრო ექსპერტს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ხანგრძლივი ბრძოლები გაგრძელდებოდა საფრანგეთსა და გერმანიას შორის, როგორც ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს. გაქრა სტალინის ოცნება იმაზე, რომ გერმანია და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს დაასუსტებდნენ. თუ ბრიტანეთიც დაეცემოდა, გერმანიის ჯარს ხელ-ფეხი გაეხსნებოდა აღმოსავლეთში შესაჭრელად და შეძლებდა ევროპის რესურსების თავისთვის გამოყენებას, იმ კონცეფციის მიხედვით, რაც ჰიტლერმა ,,ჩემს ბრძოლაში” აღნიშნა.

სტალინი ყოველთვის რეაგირებდა სტერეოტიპულად. ის არასოდეს გამოხატავდა შიშს. ფრთხილმა და ანგარიშიანმა სტალინმა ბოლომდე ვერ გაითვალიზწინა ჰიტლერი ნევროტიკული ხასიათი და ამიტომაც მხედველობაში არ მიიღო შესაძლებლობა, რომ ჰიტლერი მის გამოწვევას უპასუხებდა ორი ფრონტის გახსნით, როგორი განწირულიც არ უნდა ყოფილიყო ეს კურსი.

სტალინმა აირჩია ორმაგი სტრატეგია. მას სურდა წაეღო ნადავლის ნარჩენები, რომელიც მას ეკუთვნოდა საიდუმლო ოქმის თანახმად. 1940 წლის ივნისში, სანამ ჰიტლერი საფრანგეთით იყო დაკავებული, სტალინმა ულტიმატუმი წაუყენა რუმინეთს, რომ დაეთმო მისთვის ბესარაბია, ასევე მოინდომა ჩრდილოეთ ბუკოვინის წართმევაც. ეს უკანასკნელი საიდუმლო ოქმში არ ფიგურირებდა და მისი დაუფლება შესაძლებლობას მისცემდა საბჭოთა კავშირს ჯარი განელაგებინა დუნაის რუმინულ ნაწილზე. იმავე წელს სტალინმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, აიძულა რა, რომ ისინი წასულიყვნენ ბუტაფორულ არჩევნებზე, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 20 %. როცა ეს პროცესი დასრულდა, სტალინმა დაბრუნა მთელი ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაკარგა პირველი მსოფლიო ომის დროს და მოკავშიეებმა რუსეთისა და გერმანიის პარიზის კონფერენციიდან გამორიცხვის საფასური გადაიხადეს.

ამავდროულად სტალინი არ იშურებდა ძაალებს, რომ კეთილად განრწყო სასტიკი მეზობელი და ჰიტლერის სამხედრო მანქანას ამარაგებდა ნედლეულით. ჯერ კიდევ 1940 წლის თებერვალში, გერმანიის საფრანგეთზე გამარჯვებამდე რამდენიმე თვით ადრე, სტალინის თანდასწრებით ხელი მოეწერა სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც სსრკ-ს ავალდებულებდა გერმანიისათვის მიეწოდებინა გარკვეული რაოდენობის ნედლეული. გერმანია, თავის მხრივ, ამარაგებდა სსრკ-ს ქვანახშირით და სამრეწველო საქონლით. სსრკ დაწვრილებით ასრულებდა შეთანხმების პირობებს და ასე ხდებოდა გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმემდე.

თუმცა კი სტალინის არც ერთი ნაბიჯი არ ცვლიდა გეოპოლიტიკურ რეალობას, ანუ იმას, რომ გერმანია გამხდარიყო ცენტრალურ ევროპაში გაბატონებული სახელმწიფო. ჰიტლერმა ზუსტად გააგებინა, რომ არ დაუშვებდა საბჭოთა ექსპანსიას ოქმით დადგენილი საზღვრების იქით. 1940 წლის აგვისტოში გერმანიამ და იტალიამ აიძულეს რუმინეთი (რომელსაც სტალინი სსრკ-ს გავლენის სფეროდ აღიქვამდა), დაებრუნებინა ტრანსილვანიის ორი მესამედი უნგრეთისთვის, რომელიც იყო ღერძი ქვეყნების ახლო მოკავშირე. სექტემბერში ჰიტლერმა უფრო მკვეთრად გაუსვა ხაზი რუმინეთის დამოუკიდებლობის გარანტიას და შეიყვანა იქ დივიზია და სამხედრო-საჰაერო ძალის თვითმფრინავები, რათა დაეცვა რუმინეთის ნავთობის საბადოები.

იმავე თვეს დაძაბულობამ იხეთქა ევროპის მეორე ბოლოში. საიდუმლო პროტოკოლის (რომელიც ფინეთს სსრკ-ს გავლენის სფეროში აქცევდა) დარღვევით ფინეთმა უფლება მისცა გერმანიას ჯარები გაეტარებინა თავის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ ნორვეგიაში. უფრო მეტიც, ფინეთს შეჰქონდა გერმანული შეიარაღება ერთადერთი მიზნით, რომ ფინეთი გაეძლიერებინა საბჭოთა ზეწოლასთან დაპირისპირებისთვის. როდესაც მოლოტოვმა ბერლინს მოსთხოვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მათ პასუხს თავი აარიდეს.

სტალინისთვის ყველაზე ავბედით დღედ იქცა 1940 წლის 27 სექტემბერი, როდესაც გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს სამმხრივ პაქტს, რომელიც ავალდებულებდა თითოეულ ამ ქვეყანას ჩარეულიყო ომში ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დაადგებოდა ბრიტანეთის მხარეს. პაქტი შეგნებულად არ ეხებოდა ამ ქვეყნების ურთიერთობას საბჭოთა კავშირთან. ეს ნიშნავდა, რომ იაპონია არ იღებდა საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ მონაწილეობას მიიღებდა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომში, ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, მაგრამ ვალდებული იყო ებრძოლა ამერიკის წინააღმდეგ, თუ ის ომს დაიწყებდა გერმანიასთან. მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივი პაქტი აშკარად მიმართული იყო ვაშინგტონის წინააღმდეგ, სტალინი მშვიდად მაინც ვერ იყო. მას ქონდა მოლოდინი, რომ პაქტის სამი წევრი რაღაც შემთხვევაში მაინც მობრუნდებოდნენ მისკენ. სტალინი რომ მათთვის ზედმეტი იყო გამოჩნდა იმ ფაქტიდანაც, რომ მას მოლაპარაკების შესახებ აცნობეს მას შემდეგ, რაც პაქტს ხელი მოაწერეს.

1940 წლის შემოდგომაზე, დაძაბულობა იმდენად გაიზარდა, რომ ორივე დიქტარორმა გამოამჟღავნა უკანასკნელი დიპლომატიური ძალისხმევა რომ ეჯობნათ ერთმანეთისთვის. ჰიტლერის მიზანი იყო სტალინი ჩაეთრია ბრიტანეთის წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმის მოწყობაში. სტალინს სურდა მოეგო დრო, რათა შესაძლებლობა მისცემოდა მოეტყუებინა ჰიტლერი. მაგრამ ასევე სურდა განესაზღვრა თუ როგორ შეძლებდა ამ პროცესში სუფთა გამოსულიყო. ყველა მცდელობა, მოეწყოთ ჰიტლერისა და სტალინის პირადი შეხვედრა, მარცხით დამთავრდა. ორივე ლიდერმა გააკეთა ყველაფერი, რომ თავიდან აეცილებინათ ეს შეხვედრა, რომ თითქოსდა არ შეეძლოთ ქვეყნის დატოვება და შეხვედრის ლოგიკური ადგილი - ბრესტ-ლიტოვსკი, საზღვარზე - ატარებს დიდ ისტორიულ ტვირთს.

1940 წლის 13 ოქტომბერს, რიპენტროპმა სტალინს მისწერა ცოტათი უცნაური წერილი, სადაც ანალიზს უკეთებდა მომხდარ მოვლენებს. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ეს პროტოკოლის დარღვევას ნიშნავდა - მიემართა არა კოლეგისთვის, არამედ ხელმძღვანელისთვის, რომელსაც ფორმალურად არ ეკავა არანაირი სახელმწიფო თანამდებობა (სტალინი მაშინ იყო კომუნისტური მთავრობის გენერალური მდივანი). სსრკ-გერმანიის უთანხმოებების წარმოქმნას ფინეთთან და რუმინეთთან დაკავშირებით რიბენტროპი ხსნიდა ,,ბრიტანული მოქნილობით”, თუმცა არ აზუსტებდა, თუ როგორ მოახერხა ეს ლონდონმა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ სამმხრივი მოლაპარაკება არ იყო მიმართული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მართლაც, სსრკ--ს შეეძლო ნადავლის გაყოფაში მიეღო მონაწილეობა ევროპული დიქტატორებსა და იაპონიას შორის ომის შემდეგ. ბოლოს რიბენტროპმა მიიწვია მოლოტოვი საპასუხო ვიზიტით ბერლინში. ამ შემთხვევაში, რიბენტროპი ამტკიცებდა, რომ შეიძლება განხილულიყო სსრკ-ს სამმაგ პაქტში მონაწილეობის მიღება.

სტალინი მეტისმეტად ფრთხილი იყო იმისთვის, რომ გაეყო ჯერ კიდევ არარსებული ნადავლი ან გამოსულიყო კონფრონტაციის წინა პლანზე. მაგრამ მაინც სურდა მონაწილეობა მიეღო იმ მემკვიდრეობის გაყოფაში, რასაც ჰიტლერი მოიპოვებდა ბრიტანეთის დაცემის შემთხვევაში, ისევე როგორც ის ამას იზამს 1945 წელს, როდესაც ჩაებმება იაპონიასთან ომში ბოლო ეტაპზე და მიიღებს კარგ საფასურსაც. 22 ოქტომბერს სტალინმა უპასუხა პიბენტროპის წერილს და აუწყა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, მაგრამ ირონინარევი ტონი იგრძნობოდა მის პასუხში. მან მადლობა გადაუხადა რიბენტროპს მიმდინარე მოვლენების ინსტრუქციული ანალიზისთვის, მაგრამ საკუთარი შეფასებებისგან თავი შეიკავა. მოლოტოვის სახელით მან მიიღო მიწვევა ბერლინში და დანიშნა ძალიან ახლო თარიღი: 10 ნოემბერი, სამი კვირის შემდეგ.

ჰიტლერმა ეს წინადადება მაშინვე მიიღო, რამაც ახალი გაუგებრობა შექმნა. სტალინმა ჰიტლერის სწრაფი პასუხი იმის დასამტკიცებლად ჩათვალა, რომ ჰიტლერისთვის საბჭოეთთან ურთიერთობა ისეთივე სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ერთი წლის წინ და შესაბამისად მტკიცე პოლიტიკა ისხამდა თავის ნაყოფს. ჰიტლერის მზადყოფნა კი გამომდინარეობდა აუცილებლობით რაც შეიძლება სწრაფად შეემუშავებინა გეგმა სსრკ-ზე თასვდასასხმელად, რამდენადაც ის აპირებდა ამის გაკეთებას 1941 წლის გაზაფულზე.

უნდობლობა პოტენციურ პარტნიორებს შორის გამოჩნდა ჯერ კიდევ შეხვედრამდე. მოლოტოვმა უარი თქვა გერმანული მატარებლით მგზავრობაზე, რომელიც გამოუგზავნეს საზღვარზე, რათა ბერლინამდე მიეყვანათ. საბჭოთა დელეგაცია შიშობდა, რომ ვაგონში დამონტაჟებული იქნებოდა მოსასმენი საშუალებები.

ბოლოსდაბოლოს, 12 ნოემბერს დაიწყო მოლაპარაკებები. მოლოტოვს, რომელსაც შეეძლო ჰიტლერზე მყარი ადამიანები გამოეყვანა მწყობრიდან, თვითონ უდრეკად ეჭირა თავი. მისი თანდაყოლილი აგრესიულობა ძლიერდებოდა სტალინის შიშით, რომლისაც მოლოტოვს უფრო ეშინოდა, ვიდრე ჰიტლერის. საბჭოთამხარის წარმომადგენლებს ყოველთვის უფრო მეტად აწუხებდათ, თუ რა პრობლემები შეექმნებოდათ სახლში, ვიდრე საერთაშორისო არენაზე.

რადგანაც საგარეო საქმეთა მინისტრები იშვიათად თუ იყვნენ პოლიტბიუროს წევრები (გრომიკო მხოლოდ 1973 წელს გახდა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან 16 წლის მერე), ისინი შეიძლება განტევების ვაცად გამოეყვანათ, თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდებოდა სასურველი შედეგებით. ნებისმიერი მოლაპარაკებები საბჭოთა დიპლომატებთან გადაიქცეოდა ხოლმე გამძლეობის გამოცდად; შეუძლებელი იყო დათმობების ლოდინი, თუ მოლაპარაკებების საბჭოთა ხელმძღვანელი თვითონ არ დარწმუნდებოდა და არ დაარწმუნებდა მათ, ვინც მოსკოვში კითხულობდა მის ტელეგრამებს, რომ ყოველი დათმობა ძალდატანებული იყო მეორე მხრიდან. მოლაპარაკებების საბჭოთა წარმომადგენლების, განსაკუთრებით გრომიკოს, რომელიც თამაშის დიდოსტატი იყო, შეეძლოთ დაექანცათ ოპონენტები, რომლებიც თავიდანვე ფორმულირეებული იდეებით მოდიოდნენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყვიტათ საკითხი. მეორე მხრივ საბჭოთა დიპლომატებს ჰქონდათ ჩვევა ხეებს იქით არ გაერჩიათ ტყე. 1971 წელს მათ ხელიდან გაუშვეს ნიქსონთან სამიტზე მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის აირჩევდა პეკინთან ურთიერთობის დამყარებას.

ორი უფრო ნაკლებად კომუნიკაბელური ადამიანების შეთანხმება, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი და მოლოტოვი, ძნელი წარმოსადგენია. ყოველ შემთხვევაში, ჰიტლერი საერთოდ არ იყო ვარგისი მოლაპარაკებებისთვის, რადგანაც დაუსრულებელ მონოლოგებს წარმოთქვამდა ხოლმე თანამოსაუბრის წინაშე და არანაირი სურვილი არ ქონდა მოესმინა პასუხი. უცხოელ ლიდერებთან შეხვედრისას ჰიტლერი ჩვეულებრივ შემოიფარგლებოდა სართო პრინციპების მტკიცებით. იმ მცირე შემთხვევებში, როგორც ეს იყო ავსტრიის კანცლერ - კურტ ფონ შუშნიგთან ან ნევილ ჩემბერლენთან, ის თავხედური მანერით წამოაყენებდა წინასწარ პირობებს, რომლებზეც იშვიათად თუ იტყოდა უარს. მოლოტოვს აინტერესებდა არა იმდენად პრინციპები, რამდენადაც მათი პრაქტიკული გამოყენება - კომპრომისის ადგილი მას არ ჰქონდა.

1940 წლის ნოემბერში მოლოტოვი ნამდვილად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სტალინს, ერთი მხრივ არ უნდოდა წვლილი შეეტანა გერმანიის გამარჯვებაში და მეორე მხრივ, ეშინოდა, რომ თუ გერმანია ბრიტანეთს მოუგებდა სსრკ-ს დახმარების გარეშე, ის დაკარგავდა თავის წილს გერმანიის მონაპოვარში. რაც არ უნდა მომხდარიყო, სტალინს გადაწვეტილი ქონდა არასოდეს მიბრუნებოდა ვერსალის მოწყობას და ცდილობდა განემტკიცებინა თავისი პოზიცია თითოეული ნაბიჯის გათვლით. საიდუმლო ოქმის შინაარსმა და მომდევნო მოვლენებმა აშკარა გახადა გერმანელებისთვის თუ როგორ ხედავდა საბჭოთა ხელმძღვანელი შესაბამის დარეგულირებას. მოლოტოვის ვიზიტი ბერლინში შესაძლებელს ხდიდა დეტალების შემუშავებას. რაც შეეხება დასავლეთის დემოკრატებს, სტალინმა გამოიყენა 1940 წლის ივლისში ბრიტანეთის ელჩის სტაფორდ ქსიფსის ვიზიტი, რათა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ შეუძლებელი იყო დაბრუნებოდნენ ვერსალის ხელშეკრულების წესრიგს. როდესაც ქსიფსიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის დაცემამ უნდა აიძულოს საბჭოთა კავშირი დაინტერესდეს ძალთა თანაფარდობის აღდგენით, სტალინმა გაყინული ტონით შენიშნა:

,,ე.წ. ევროპული თანაფარდობა აქამდე ჩაგრავდა არა მარტო გერმანიას, არამედ საბჭოთა კავშირსაც. ამიტომაც საბჭოთა კავშირი მიიღებს ყველა ზომას, რომ ხელი შეუშალოს ევროპაში მანმადე არსებული თანაფარდობის აღდგენას.” დიპლომატიურ ენაზე ,,ყველა ზომა” გულისხმობს ომის დაწყების შესაძლებლობას.

ჰიტლერის ადრეული მოქმედებები ეჭვს არ ტოვებდა, რომ 1941 წელი აუცილებლად აღინიშნებოდა დიდი კამპანიით. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ თუ სტალინი არ შეუერთდებოდა ჰიტლერს ბრიტანეთზე თავდასხმისას, ჰიტლერს მშვენივრად შეეძლო თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს. ასე რომ, მოლოტოვს წაუყენეს დე-ფაქტო ულტიმატუმი, შენიღბული ცდუნებებით, სტალინმა კი გადაჭარბებით შეაფასა გადავადების ხანგრძლივობის ხარისხი.

რიბენტროპმა მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიის გარდაუვალი გამარჯვების განცხადებით. ის მოუწოდებდა მოლოტოვს შეერთებოდა სამთა პაქტს და არ მიექცია ყურადღება, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა მანამდე არსებული ,,ანტიკომინტერნული პაქტის” ლოგიკურ გაგრძელებას. ამის საფუძველზე, ამტკიცებდა რიბენტროპი, შეიძლება ,,დაედგინათ გავლენის სფეროები რუსეთისთვის, გერმანიისთვის, იტალიასა და იაპონიისთვის.” რიბენტროპის აზრით, ეს არ გამოიწვევდა კონფლიქტს, რადგანაც თითოეული მომავალი პარტნიორი დაინტერესებულ იყო სამხრეთისკენ გაფართოებით.

იაპონია დაიძვრებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ, იტალია - ჩრდილოეთ აფრიკისკენ, გერმანია მოითხოვდა თავის ყოფილ კოლონიებს აფრიკაში. რიბენტროპმა ბოლოს განაცხადა, თუ რა პრიზი ერგებოდა საბჭოთა კავშირს: ,,არ სურს რუსეთს პერსპექტივაში სამხრეთისკენ მიბრუნება, რათა მიიღოს ბუნებრივიგასასვლელი ღიაზღვაში, რაც ასე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.”

ყველა, ვინც კი ცოტათი მაინც იცნობდა ჰიტლერის საჯარო გამოსვლებს, მიხვდებოდა, რომ ეს უაზრობაიყო. აფრიკას ყოველთვის დაბალიფასი ქონდა ნაცისტებისთვის. არ მხოლოდ ჰიტლერისთვის არ წარმოადგენდა ინტერესის სფეროს, არამედ მოლოტოვიც კი, რომელსაც ალბათ წაკითხული ქონდა ,,ჩემი ბრძოლა”, მიხვდებოდა, რომ ჰიტლერს სინამდვილეში სჭირდებოდა ,,სასიცოცხლო სივრცე” რუსეთში. მოუსმინა რა ჩუმად რიბენტროპის განცხადებას, მოლოტოვმა თითქოს გამომწვევადაც კი ჰკითხა, თუ რომელი ზღვისკენ ეძებდა გასასვლელს საბჭოთა კავშირი. მჭევრმეტყველმა რიბენტროპმა ახსენა სპარსეთის ყურე, თითქოსდა ის უკვე ეკუთვნოდა გერმანიას:

,,საკითხი მდგომარეობდა იმაში, თუ მომავალშიც შეძლებდნენ კეთილ თანამშრომლობას. ნუთუ არ მოიძებნება შესაძლებლობა, რომ მოინახოს რუსეთისთვის გამოსადეგარი გასასვლელი ზღვაზე სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის მიმართულებით, ასევე ნუთუ არ შეიძლება განხორციელდეს რუსეთის სხვა სურვილებიც აზიის ამ ნაწილში, რამდენადაც ის გერმანიისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.”

მოლოტოვი საერთოდ არ დაინტერესდა ასეთი საოცარი წინადადებით. გერმანია ჯერ კიდევ არ ფლობდა იმას, რასაც სთავაზობდა, სსრკ კი არ საჭიროებდა გერმანიას, რათა თავისთვის დაეპყრო ეს ტერიტორიები. პრინციპში გამოაცხადა მან თანხმობა შეერთებოდა სამთა პაქტს, მოლოტოვმა მაშინვე განაცხადა, რომ ,,აუცილებელი იყო სიზუსტის გამოვლინება გავლენის სფეროების განსაზღვრისას ხანგრძლივი ვადით.” ამის დასრულება ბერლინში ერთი ვიზიტით, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა და საჭირო გახდებოდა დამატებითი კონსულტაციები, კერძოდ რიბენტროპის საპასუხო ვიზიტი მოსკოვში.

იმავე დღეს მოლოტოვი შეხვდა ჰიტლერს მარმარილოთი ახლადშეკეთებულ კანცელარიაში. ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ თრთოლვა გამოეწვიათ პროლეტარიატის მინისტრში. მოლოტოვი გაატარეს ფართო დერეფანში, რომლის ორივე მხარეს იდგნენ ესესელები შავ მუნდირებში და ესალმებოდნენ ნაცისტურად. ჰიტლერის კაბინეტის კარები ჭერს სწვდებოდა და ის გააღო ორმა ესესელმა, რომელთა ზევით შემართული იარაღები ქმნიდნენ თაღს, რომლის ქვეშაც გაატარეს მოლოტოვი. ოთახში, სადაც უკვე იყო ჰიტლერი. ის იჯდა საწერ მაგიდასთან უზარმაზარი ოთახის კედელთან და რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა შემოსულებს. შემდეგ წამოხტა და უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი დელეგაციის თითოეულ წევრს. როდესაც მან შესთავაზა სტუმრებს სავარძლებში დასხდომა, გაწიეს ფარდები და შეკრებილებს შემოუერთდა რიბენტროპი მრჩეველების ჯგუფით.

მას შემდეგ რაც ჰიტლერმა წარმოთქვა სიდიადის სიტყვა, იგი გადავიდა საქმეზე. მან წამოაყენა წინადადება შეთანხმებულიყვნენ ხანდგრძლივი ხასიათის სტრატეგიის შესახებ, რამდენადაც, როგორც გერმანიის, ისე საბჭოთა კავშირის ,,სათავეში არის ხალხი, რომელთაც აქვთ საკმარისი ავტორიტეტი, რათა აიძულონ თავიანთი ქვეყნები განვითარდნენ განსაზღვრული მიმართულებით.” ჰიტლერს, ალბათ მხედველობაში ქონდა ,,მონროს დოქტრინის” მსგავსი გეგმის შემუშავება საბჭოთა კავშირთან ერთად ევროპისა და აფრიკისთვის, რომლის კოლონიალური ტერიტორიებიც გერმანიამ და სსრკ-მ დაინაწილეს.

მოლოტოვმა, რომელმაც აჩვენა, რომ მიღების ცერემონიამ არანაირი შტაბეჭდილება არ მოახდინა მასზე, დაიწყო კონკრეტული კითხვების დასმა: რა არის სამთა პაქტის საბოლოო მიზანი? როგორ განიხილავს ჰიტლერი მის მიერვე წამოყენებულ ,,ახალ წესრიგს’? რას ნიშნავს ,,აზიური სფეროს გაფართოება”? რა მიზნები აქვთ გერმანელებს ბალკანეთზე? ესმით, თუ არა, რომ ფინეთი ისევ არის სსრკ-ს გავლენის სფერო?

ჰიტლერთან ასე არავის უსაუბრია და არც არავის დაუკითხავს ასე. ნებისმიერ შემთხვევაში ჰიტლერი არ მოითმენდა შეეზღუდათ გერმანიის მოქმედების თავისუფლება იქ, სადაც გერმანიის ჯარს შეეძლო შესვლა და რა თქმა უნდა, არა ევროპაში.

მეორე დღეს ჰიტლერთან შეხვედრამდე გაიმართა სპარტანული საუზმე, მაგრამ ამას არსებითი წინსვლა არ მოჰყოლია. ჰიტლერმა ჩვეულებისამებრ დაიწყო დიდი მონოლოგით, რომლის შემდეგაც ახსნა, თუ როგორ აპირებდა სტალინთან ერთად მსოფლიოს გაყოფას:

,,ინგლისის დაპყრობის შემდეგ, ბრიტანეთის იმპერია იქნება ყველაზე დაუძლურებული და გაპარტახებული მამული და ამ გაბანკნოტებულ ქვეყანაში რუსეთი ნახავს გასასვლელს გაუყინავ ოკეანეზე და რეალურად ღია ზღვაზე. აქამდე 45 მლნ ინგლისელი უმცირესობა მართავდა 600 მილიონ ბინადარს ბრიტანეთისიმპერიაში. მაგრამეს მალე დაირღვევა... ასეთ შემთხვევაში აღმოცენდება მსოფლიო მასშტაბების პერსპექტივები... რუსეთის მონაწილეობა ამ პრობლემის გადაწყვეტაში სავსებით შესაძლებელია. ყველა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია, უნდა შეწყვიტოს ერთმანეთთან ჩხუბი და დაკავდეს ბრიტანეტის იმპერიის ბედის გადაწყვეტით.”

უპასუხა რა გესლიანად, რომ იგი დათანხმდებოდა იმას, რაც მისთვის გასაგები იყო, მოლოტოვი დაპირდა, რომ ყველაფერს მოახსენებდა მოსკოვს. მიიღო რა ჰიტლერის განცხადება იმის თაობაზე, რომ სსრკ-სა და გერმანიასარ აქვთკონფლიქტური ინტერესები, მან გადაწყვიტა ეს მტკიცებები შეემოწმებინა პრაქტიკაში და ჰკითხა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გერმანიას, საბჭოთა კავშირს ისეთივე გარანტია რომ მიეცა ბულგარეთისთვის, როგორიც გერმანიამ მისცა რუმინეთს (რაც დაბლოკავდა გერმანიის გავლენის მომავალ გაფართოებას ბალკანეთში) და რა მოხდებოდა, თუ სსრკ მოახდენდა ფინეთის ოკუპაციას? აშკარად, სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის პრინციპი არ იყო თვითგამორკვევა და სტალინი არ იყოყმანებდა არარუსული მოსახლეობის ანექსიაზე, თუ ამის გაკეთებას გერმანიის ჩარევის გარეშე შეძლებდა. მკვდარი იყო არა მარტო ვერსალის ხელშეკრულების ტერიტორიული მოწყობა, არმედ მორალური პრინციპებიც.

დაძაბული ატმოსფერო არ განიმუხტა, როდესაც ჰიტლერმა განაცხადა, რომ ბულგარეთს არ უთხოვია საბჭოთა ალიანსში შესვლა. ფინეთის ანექსიის წინააღმდეგი კი იმიტომ იყო, რომ ის არ ეთანხმებოდა საიდუმლო ოქმის პირობებს, თითქოსდა ვერ ამჩნევდა, რომ სწორედ ამ ოქმის გარეთ დარჩენილი საკითხების მოგვარებისთვის იყო მოლოტოვი ბერლინში. შეხვედრა სევდიან ნოტაზე დასრულდა. როდესაც ჰიტლერი წამოდგა, მოლოტოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავარი განცხადება: ,,საბჭოთა კავშირი, როგორც დიდი სახელომწიფო არ შეიძლება დარჩეს ევროპასა და აზიაში მიმდინარე მოვლენების გარეთ.” მოლოტოვი დაპირდა, რომ სტალინთან მოხსენების შემდეგ ის ჰიტლერს გადასცემდა თავისი ბელადის მოსაზრებას გავლენის სფეროების შესახებ.

ჰიტლერი იმდენად გაღიზიანებული იყო. რომ არ დაესწრო მოლოტოვის მიერ გამართულ სადილს რუსეთის საელჩოში, თუმცა ნაცისტური ხელისუფლების ხელმძღვანელთა უმრავლესობა იქ მივიდა. სადილი შეწყდა საჰაერო განგაშის გამო, რაც გამოწვეული იყო ინგლისელთა იერიშით და რადგანაც რუსეთის საელჩოში თავშესაფარი არ იყო, სტუმრები დაიშალნენ. ნაცისტური ხელისუფლების ლიდერები წავინენ ლიმუზინებით, საბჭოთა დელეგაცია გაემართა ბელვიუს სასახლისკენ (სადაც ახლა ჩერდება ხოლმე გერმანიის პრეზიდენტი ბერლინში ყოფნის დროს), რიბენტროპმა კი თავისთან წაიყვანა მოლოტოვი პირად თავშესაფარში. იქ მას უჩვენა დოკუმენტის გერმანული პროექტი, რომელიც ეხებოდა სსრკ-ს შეერთებას სამთა პაქტთან. მოლოტოვმა თავის მხრივ ამ პროექტის იგნორირება მოახდინა და ისევ შეეხო იმ პრობლემებს, რომელთაც თავი აარიდა ჰიტლერმა. ხაზი გაუსვა ისევ, რომ საბჭოთა კავშირმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საკითხში. მერე კონკრეტულად ჩამოთვალა იუგოსლავია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და შვედეთი. განზრახ არ შეეხო პერსპექტივებს ინდოეთის ოკეანეში, რაც რიბენტროპმა და ჰიტლერმა მანამდე გადაუშალეს.

მოლოტოვის უდრეკობის უკან იმალებოდა მცდელობა მოეგო დრო და სტალინისთვის მიეცა შესაძლებლობაგადაეწყვიტა თითქმის გადაუჭრელი თავსატეხი. ჰიტლერი სთავაზობდა პარტნიორობას ბრიტანეთის განადგურების საკითხში. მაგრამ დიდი გონიერება არ სჭირდებოდა იმის გაგებას, რომ ამის შემდეგ სსრკ აღმოჩნდებოდა შიშველი და დაუცველი სავარაუდო პარტნიორების წინაშე. მეორე მხრივ, თუ დიდი ბრიტანეთი დაეცემოდა სსრკ-ს მონაწილეობის გარეშე, საბჭოთა კავშირისთვის სასურველი იქნებოდა სტრატეგიული პოზიციები გაემტკიცებინა ჰიტლერთან გარდაუვალი შეტაკების წინ.

საბოლოოდ, სტალინმა ვერ გადაწყვიტა, რომელი კურსი აეღო. 25 ოქტომბერს მოლოტოვმა რიბენტროპს გაუგზავნა სტალინის პირობები სამთა პაქტთან შეერთებაზე. გერმანიას თავისი ჯარები უნდა გამოეყვანა ფინეთიდან და სსრკ-სთვის მიეცა ამ ქვეყანში მოქმედების თავისუფლება; ბულგარეთი უნდა შესულიყო საბჭოთა კავშირთან სამხედრო კავშირში და უფლება მიეცა სსრკ-სთვის თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების ყოლის. თურქეთისთვის უნდა შეეთავაზებინათ დაეშვა საბჭოთა ბაზები თავის ტერიტორიაზე, მათ შორის დარდანელზე. გერმანია განზე უნდა გამდგარიყო, თუ საბჭოთა კავშირს მოუწევდა თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელება ბალკანეთზე და დარდანელზე ძალების გამოყენებით. ჰიტლერის მიერ ბაქოს სამხრეთ ტერიტორიებისა და ბათუმის საბჭოთა ინტერესების ცნობის შემდეგ, სტალინმა ამ სფეროში შეიყვანა ირანიც და სპარსეთის ყურემდე გადაჭიმული ტერიტორიაც. იაპონიას სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ უარი ეთქვა სახალინზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. სტალინს უნდა სცოდნოდა, რომ ეს პირობები არასოდეს შესრულდებოდა, რადგან ისინი ბლოკავდნენ გერმანიის ექსპანსიას აღმოსავლეთით და მათში არ იყო საპასუხო ზომები საბჭოეთის მხრიდან.

სტალინის პასუხი ჰიტლერისადმი წარმოადგენდა იმის სიგნალს, რომ სტალინი შეეწინააღმდეგებოდა სსრკ-ს შევიწროებას, უკიდურეს შემთხვევაში დიპლომატიური გზით მაინც. მომდევნო ათწლეულების მანძილზე სტალინი ქმნიდა ამ სფეროს, შეთანხმებით, სადაც შესაძლებელი იყო, და ძალით, სადაც აუცილებელი იქნებოდა მისი გამოყენება. ის ცდილობდა 25 ნოემბრის მემორანდუმში გამოხატული დასახული მიზნების მიღწევას თავიდან ჰიტლერთან ერთად, შემდეგ კი დემოკრატიული ქვეყნების გვერდით ჰიტლერის წინააღმდეგ და ბოლოს დემოკრატიულ ქვეყნებთან კონფრონტაციის გზით. შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლოს, სტალინს, როგორც სჩანს განზრახული ქონდა ეცადა დემოკრატიულქვეყნებთან მოლაპარაკება, რათა შეენარჩუნებინა ის, რასაც იგი თვლიდა საბჭოთა გავლენის სფეროდ.

ჰიტლერი უკვე მზად იყო გამოეჭედა რკინა სანამ ცხელი იყო. როგორც კი მოლოტოვი ბერლინში ჩავიდა, ჰიტლერმა ბრძანება გასცა მოემზადებინათ გეგმა სსრკ-ზე თავდასასხმელად იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ოპერატიული გეგმის დამტკიცების შემდეგ. ჰიტლერის აზრით ერთადერთი გადაწყვეტა მდგომარეობდა იმაში, თუ როდის უნდა დასხმოდნენ თავს საბჭოთა კავშირს - ბრიტანეთის განადგურებამდე თუ შემდეგ. მოლოტოვის ვიზიტმა ეს საკითხიგადაჭრა. 14 ნოემბერს, როდესაცმოლოტოვმადატოვა ბერლინი, ჰიტლერმაბრძანა, რომ ზაფხულის საშტაბო გეგმებს მიეღოთ ოპერატიული კონცეფციის სახე, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმა დაიწყებოდა 1941 წლის ზაფხულში. როდესაც 25 ნოემბერს მიიღო სტალინის წინადადება, ჰიტლერმა გასცა ბრძანება, რომ პასუხი არ გაეგზავნათ. თუმცა სტალინს არც მოუთხოვია. გერმანიის მზადება სსრკ-სთან ომისთვის მთელი ძალით ამოქმედდა.

გრძელდება სერიოზული კამათი იმის გამო, გაცნობიერებული ქონდა თუ არა სტალინს, რომ მის მიერ არჩეული ტაქტიკა გავლენას მოახდენდა ისეთ პიროვნებაზე, როგორიც იყო ჰიტლერი. რადგანაც მას წარმოდგენილი ქონდა, რომ ჰიტლერიც მის მსგავსად იყო ცივი, ანგარიშიანი და თავისი ნებით ძალებსარ გადაისროდარუსეთშიმანამ, სანამ არ დაასრულებდა ომსდასავლეთში. ამგაგებით სტალინი არასწორი იყო. ჰიტლერს სჯეროდა, რომ ყველა დაბრკოლება შეიძლებოდა გადალახულიყო ძლიერი ნებით. ჰიტლერი არასოდეს ელოდებოდა პირობების მთლიანად მომწიფებას, რადგანაც ლოდინს ის აღიქვამდა იმის სიმბოლოდ, რომ მდგომარეობას შეიძლება მისი ნებისთვის ეჯობნა.

სტალინი იყო არა მარტო უფრო მომთმენი, არამედ, როგორც კომუნისტი, პატივს სცემდა ისტორიული პროცესის ძალებს. 30 წლიანი მმართველობის მანძილზე მას არასოდეს გაუწირავს ყველაფერი ერთად და შეცდომით თვლიდა, რომ საბჭოთა ძალების დაჩქარებული გახსნა გამოიწვევდა გერმანიის შეტევის პროვოირებას. ასევე მან არასწორად გაიგო ჰიტლერის შემოთავაზება სამთა პაქტში სასწრაფო გაერთიანების შესახებ, როცა ეს აღიქვა იმის დამამტკიცებლად, რომ 1941 წელს ნაცისტები აპირებდნენ ბრიტანეთის გატეხვას. როგორც ჩანს სტალინი ფიქრობდა, რომ 1942 წელი იქნებოდა გერმანიასთან ომის წელი. სტალინის ბიოგრაფი დიმიტრი ვოლკოგონოვი ამბობდა, რომ სტალინს თადარიგში ჰქონდა გერმანიაზე პრევენტული თავდასხმის ვარიანტი და შეიძლება ამით აიხსნას, თუ რატომ დაიწყეს საბჭოთა ჯარების ასე შორეული გაშლა.

ელოდა რა, რომ ჰიტლერი თავდასხმამდე წარუდგენდა რაიმე მოთხოვნებს, სტალინი, ალბათ მზად იყონაწილობრივ დათმობებზე, ყოველ შემთხვევაში, 1941 წელს მაინც.

ყველა ეს გაანგარიშება მცდარი აღმოჩნდა, რადგანაც ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ჰიტლერიც გარკვეულ გაანგარიშებას ეწოდა, მაგრამ ჰიტლერი არ თვლიდა აუცილებელს თავისთვის, რომ ნორმალური გამოთვლები ჩაეტარებინა. ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი ისეთი წელი, როდესაც ჰიტლერი არ დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საშიში იქნებოდა მისი გარემოცვის თვალსაზრისით: ხელახალი შეიარაღება 1934-35 წწ; 1936 წელს რაინის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარების შეყვანა; 1938 წელს ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია; 1940 წელს კამპანია საფრანგეთის წინააღმდეგ; ჰიტლერი არ აპირაბდა, რომ 1941 წელი ყოფილიყო გამონაკლისი. თუ მის განსაკუთრებულ პიროვნებას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის უარს იტყოდა საბჭოთა კაშირთან კონფრონტაციაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირი მონაწილეობას მიიღებდა სამხდრო ოპერაციებში ბრიტანეთის წინააღმდეგ შუა აღმოსავლეთში. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ბრიტანეთი დამარცხებული იქნებოდა, სსრკ კი იზოლირებული, ის აუცილებლად აისრულებდა აღმოსავლეთში ლაშქრობის ოცნებას. სტალინის გონივრულმა მანევრებმა თავიდან ვერ ააცილა მის ქვეყანას პოლონეთის მსგავსი ბედი. პოლონეთს შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა 1939 წელს გერმანიის თავდასხმა, თუ მას დაუთმობდა ,,პოლონეთი დერეფანს” და დანცინგს, ასევე თუ შეუერთდებოდა ნაცისტურ ჯვაროსნულ ლაშქრობას სსრკ-ს წინააღმდეგ, რომლის დამთავრების შემდეგაც პოლონეთი მაინ აღმოჩნდებოდა ჰიტლერის ხელში. ერთი წლის შემდეგ, როგორც ჩანდა, სსრკ-ს შეეძლო თავიდან აეცილებინა გერმანიის აგრესია, თუ მიიღებდა ნაცისტების წინადადებას (სრული იზოლაცია, ბრძოლა ბრიტანეთთან). თუმცა საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი მაინც აღმოჩნდებოდა გერმანიის თავდასხმის პირისპირ.

სტალინი ორმაგ პოლიტიკას ეწეოდა. თანამშრომლობდა გერმანიასთან და ამასთანავე ეწინააღმდეგებოდა გეოპოლიტიკურად. თუმცა სტალინს არ სურდა შეერთებოდა სამთა პაქტს, მან იაპონიას მიანიჭა ის ერთადერთი უპირატესობა, რასაც მას მისცემდა იმ პაქტში სსრკ-ს წევრობა. იაპონიისთვის უზრუნველყვეს ზურგი აზიური ავანტიურის შემთხვევაში. თუმცა სტალინმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა ის ინსტრუქციები, რომელსაც ჰიტლერი აძლევდა თავის გენერლებს იმაზე, სსრკ-ზე თავდასხმა იაპონიას საშუალებას მისცემდა ღიად გამოსულიყო აშშ-ს წინააღმდეგ. საბჭოთა ხელმძღვანელი თვითონ მივიდა ამ დასკვნამდედა დაიწყო ამ მიზეზის აღმოფხვრა. 1941 წლის 13 აპრილს მან მოსკოვში დადო იაპონიასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აზიაში დაძაბულობის მატებასთან დაკავშირებით, როგორც ეს გაკეთდა პოლონეთის კრიზისის დროს. ორივე შემთხვევაში ის აღმოფხვრიდა რისკს აგრესორისთვის ბრძოლა ეწარმოებინა ორ ფრონტზე და ომი გადაჰქონდა საბჭოთა ტერიტორიის გარეთ. ჰიტლერ-სტალინის პაქტმა მას ორწლიანი ამოსუნთქვის საშუალება მისცა. იაპონიასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებამ კი საშუალება მისცა ექვსი თვის მერე შორეული აღმოსავლეთიდან ჯარი გადმოეყვანა მოსკოვთან ბრძოლაში მონაწილეობისათვის, რამაც ომის შედეგი მის სსარგებლოდ გადაწყვიტა.

თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადების შემდეგ სტალინმა გააკეთა უპრეცენდენტო ჟესტი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრი იოსუკუ მაცუოკა გააცილა ვაგზალზე. ეს იყო ნიშანი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ქონდა სტალინისთვის იაპონიასთან ხელშეკრულების დადებას და ასევე იყო საბაბი, რომ დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით მოეწოდებინა გერმანიისთვის მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში და თავისი წონაც მოემატებინა.

სტალინმა განაცხადა: ,,ევროპული პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ბუნებრივი გზით, თუ იაპონია და საბჭოთა კავშირი ითანამშრომლებენ.” ,, არა მხოლოდ ევროპული პრობლემა” - უპასუხა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაცუოკამ ,,მთელ მსოფლიოში შეიძლება ყველაფერი მოგვარდეს.” - დაეთანხმა სტალინი. თუ სხვები იბრძოლებენ და სსრკ კი მიიღებდა კომპენსაციებს მათი წარმატებისთვის - ალბათ ასე ფიქრობდა ის.

და რომ თავისი სატყვები ბერლინამდე მიეტანა, სტალინი მიუახლოვდა გერმანიის ელჩს ფონ დერ შულენბურგს, მოეხვია და განუცხადა: ,,ჩვენ უნდა დავრჩეთ მეგობრებად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის!” შემდეგ კი მიუახლოვდა გერმანიის სამხედრო ატაშეს მოვალეიობის შემსრულებელს და ხმამაღლა თქვა: ...ჩვენ დავრჩებით მეგობრად, რაც არ უნდა მოხდეს.”

სტალინს ჰქონდა მიზეზი შეშფოთებულიყო გერმანიის მოქმედებებით. როგოპც მოლოტოვმა თქვა ბერლინში ზეწოლა ხდებოდა ბულგარეთზე. სტალინი 1941 წლის აპრილში ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებდა იუგოსლავიასთან მეგობრობასა და თავდაუსხმელობაზე, სწორედ იმ დროს, როდესაც გერმანია ითხოვდა უფლებას თავისი ჯარების იუგოსლავიაზე გატარებაზე საბერძნეთზე იერიშის მისატანად. როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა სულ რამდენიმე საათით ადრე, სანამ გერმანიამ გადალახა იუგოსლავიის საზღვარი.

სტალინის მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ ის თავის ოპონენტებსაც მიაწერდა იგივე შესაძლებლობებს ცივ ანგარიშიანობასთან დაკავშირებით, როგორც თვითონ ჰქონდა და რითაც ამაყობდა. სწორედ ასეთმა მიდგომამ გაუფუჭა ურთიერთობა დემოკრეტიულ ქვეყნებთან გამარჯვების შემდეგ. 1941 წელს სანამ გერმანელები მის საზღვრებს გადაკვეთდნენ, ის დარწმუნებული იყო, რომ უკანასკნელ მომენტში შეძლებდა თავდასხმის თავიდან აცილებას მოლაპარაკებების გამართვით, რომლის დროსაც არსებობდა დათმობაზე წასვლის ყველა ნიშანი.

სტალინი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ცდილობდა თავიდან აეცილებინა გერმანიის თავდასხმა. 1941 წლის 6 მაისს, საბჭოთა ხალხმა გაიგო, რომ სტალინმა საკუთარ თავზე აიღო პრემიერ-მინისტრის მოვალეობა, რომელსაც ადრე ასრულებდა მოლოტოვი, რომელიც რჩებოდა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სტალინი გამოვიდა კომუნისტური პარტიის სამალავიდან, რათა საკუთარ თავზე აეღო ყოველდღიური საქმეების წარმოების პასუხისმგებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი ვიშინსკიმ, საფრანგეთის ელჩს განუცხადა, რომ სტალინის მიერ სახელმწიფო პოსტის დაკავება ,,წარმოადგენდა სსრკ-ს ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენას”. ფონ დერ შულენბურდი ვარაუდობდა, რომ ამოიცნო სტალინის გამოცანა: ,,ჩემი აზრით, - ეუბნებოდა ის რიბენტროპს - შეიძლება მტკიცედ თქმა იმისა, რომ სტალინმა დაისახა სსრკ-სთვის გადამეტებული მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკური მიზანი და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტს მისი პირადი ძალისხმევით. მე მტკიცედ მჯერა ის, რომ სტალინმა ამ საერთაშორისო მდგომარეობაში დაისახა მიზნად თავიდან აიცილოსგერმნიასთან კონფლიქტი.

მომდევნო რამოდენიმე კვირამ, დაამტკიცა გერმანელი ელჩის მოსაზრება. თითქოსდა სურდა გემანიის დამშვიდება, აშშ უარყოფდა 8 მაისის განცხადებაში დასავლეთის საზღვრებზე საბჭოთა ჯარების თავმოყრის ფაქტს. მომდევნო რამოდენიმე კვირაში სტალინმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ევროპელ მმართველებთან, რომლებიც გადასახლებულები იყვნენ ლონდონში. ამავე დროს, სტალინმა აღიარა მარიონეტლი მთავრობები, რომლებიც გერმანიამ დანიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სტალინი ცდილობდა დერწმუნებინა ჰიტლერი, რომ აღიარებდა ყველა მის დაპყრობას.

რათა აღმოეფხვრა თავდასხმისათვის ყოველგვარი საბაბი, სტალინმა არ მისცა უფლება საბჭოთა შენაერთებს გადასულიყვნენ საომარ მზადყოფნაში და უყურადღებოდ დატოვა ბრიტანეთისა და ამერიკის გაფრთხილებები გერმანიის თავდასხმის შესახებ, რადგან ნაწილობრივ ეჭვობდა, რომ ანგლო-საქსები გერმანიასთან ომში ჩაითრევდნენ. თუმცა საზღვრებიდან შორს ის აწარმოებდა სწავლებებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე და იწვევდა რეზერვისტებს. სტალინმა, ალბათ, გადაწყვიტა, რომ ბოლო მომენტში ყველაზე კარგი შანსი იქნებოდა ის, რომ დაერწმუნებინა ჰიტლერი ცუდი განზრახვის არქონაში. მითუმეტეს, რომ არცერთ კონტრ ზომას არ შეეძლო ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

13 ივნისს, 9 დღით ადრე გერმანიის თავდასხმამდე, აშშ -მა გამოაქვეყნა მორიგი ოფიციალური განცხადება, რომელიც უარყოფდა ჭორებს მოახლოებული ომის შესახებ. საბჭოთა კავშირს, კითხულობდა სახელმწიფო მოღვაწე განზრახული ქონდა დაეცვა ყველა მოლაპარაკება გერმანიასთან. ასევე მიუთითებდა, რომ შეიძლებოდა ახალი მოლაპარაკებების გამართვა, სადაც შეთანხმდებოდნენ სადავო საკითხებსზე. სტალინი რომ თანახმა იყო დათმობებზე, ჩანს მოლოტოვის რეაქციიდანაც, როცა 22 ივნისს ფონ დერ შულენბურგი მივიდა მასთან ომის გამოცხადების დეკლარაციით. მოლოტოვმა დაარწმუნა ის, რომ სსრკ მზად იყო ჯარები გაეყვანა საზღვრებიდან, რათა დაეშოშმინებინა გერმანია, სხვა საკითხეები კი გადეწყვიტათ მოლაპარაკებებით. მოლოტოვმა განაცხადა: ,,ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია”.

როგორც ჩანს, სტალინი იმდენად აღელვებული იყო მომხდარით, რომ ათი დღე დეპრესიაში იყო. თუმცა 3 ივლისს მან ისევ აიღო ხელში მართვის სადავეები და რადიოთი გამოვიდა პროგრამული სიტყვით. ჰიტლერისგან განსხვავებით, სტალინი არ იყო ორატორად დაბადებული. ის იშვიათად გამოდიოდა სახალხიოდ და როცა გამოდიოდა იყო ძალიან პედანტური. ამ გამოსვლაში ის მშრალად საუბრობდა გიგანტურ ამოცანებზე, რომელიც იდგა საბჭოთა ხალხის წინაშე. თუმცა მსგავსი ფაქტების კონსტანტაციაც კი იწვევდა იმის შეგრძნებას, რომ შეიძლებოდა ასეთი რთული საქმისთვისაც გაერთმიათ თავი.

,,ისტორია გვიჩვენებს - ამბობდა სტალინი -, რომ დაუმარცხებელი არმია არ არსებობს.” ბრძანებდა რა, რომ გაენადგურებინათ სამრეწველო აღჭურვილობა და ჩამოეყალიბებინათ პარტიზანული რაზმები, გერმანული ბაზების უკან, სტალინი აქვეყნებდა ციფრებს, როგორც ბუღალტერი. ერთადერთი დათმობა გააკეთა სიტყვის დასაწყისში, როდესაც მან ხალხს მიმართა პიროვნულ დონეზე - ის ამას არასოდეს გააკეთებს შემდეგში; ,,ამხანაგებო, მოქალაქეებო, ძმებო და დებო, ჩვენი არმიისა და საზღვაო ფლოტის მეომრებო . . . თქვენ მოგმართავთ ჩემო მეგობრებო.”

ჰიტლერმა, როგორც იქნა მიიღო ომი, რომელიც სურდა და განსაზღვრა თავისი ბედი, რომელსაც ის ელოდა. გერმანელმა ხელმძღვანელებმა, რომლებიც ორ ფრონტზე იბრძოდნენ, მეორედ ერთი თაობის ფარგლებში გადააფასეს თავიანთი თავი. დაახლოებით 70 მილიონი გერმანელი ებრძოდა 700 მილიონ მოწინააღმდეგეს - სწორედ ასე აღმოჩნდა 1941 წლის დეკემბერში, როდესაც ჰიტლერმა ომში ჩაითრია ამერიკა.

როგორც ჩანს, თვითონ ჰიტლერიც აღელვებული იყო ამოცანით, რომელიც დაისახა. თავდასხმემდე რამდენიმე საათით ადრე, მან განუცხადა შტაბს: ,,ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელის კვრით ვაღებ ბნელიოთახისკარს, სადაცარასდროსვყოფილვარ და არვიცირა არის ამ კარს იქით.”