გიუნტერ გრასი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი 87 წლის ასაკში, ლიუბეკის კლინიკაში გარდაიცვალა.

გრასი 1927 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ დანციგში (ამჟამად გდანსკი) დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ ჯარში გაიწვიეს, სადაც საავიაციო დანაყოფში მსახურობდა. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.

1999 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. გრასისთვის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით, შვედეთის აკადემიის განცხადებაში აღნიშნულია - „რადგან მან მხიარულ–შავ ფერებში გამოხატა მივიწყებული ისტორიის სახე“. 

წყარო - theguardian