ჰენრი კისინჯერი - სტალინის ბაზარი

საგარეო პოლიტიკა რომ მხოლოდ იდეოლოგიით განისაზღვრებოდეს, მაშინ ჰიტლერი და სტალინი არასოდეს არ ივლიდნენ მხარდამხარ, ზუსტად ისე, როგორც ერთმანეთის მხარდამხარ არ ივლიდნენ რიშელიე და თურქეთის სულთანი. თუმცა, გეოპოლიტიკური ინტერესების ერთობა წარმოადგენს მძლავრ დამაკავშირებელ ძალას და ის გარდაუვლად ახვედრებდა ერთმანეთს ძველ მტრებს - სტალინს და ჰიტლერს.

როცა ეს მოხდა, დემოკრატიული ქვეყნები ვერ იჯერებდნენ მომხდარის რეალურობას, მათ მიერ განცდილი ელდა ამტკიცებდა, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ ვერც სტალინისა და ვერც ჰიტლერის აზროვნებას. ორივე მათგანი კარიერის დასაწყისი საზოგადოების კარსმიღმა იმყოფებოდნენ. თუმცა სტალინს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, რათა მიეღწია აბსოლუტური ძალაუფლებისთვის. ეყრდნობოდა რა თავისი დემაგოგიის ბრწყინვალებას, ჰიტლერი მზად იყო ,,ყველაფერს ჩამოსულიყო” გააგორებდა რა კამათელს მხოლოდ ერთხელ. სტალინი აწარმოებდა ხანგრძლივ და ღრმა ძირგამომთხრელ სამუშაოებს კომუნისტური ბიოროკრატიის შიგნით თავის მეტოქეებზე, რომელიც არ იღებდა ამ ავბედით ფიგურეს საქართველოდან სერიოზული მეტოქის სახით და მიაღწია კიდეც ამას. ჰიტლერმა წარმატებასმიაღწია დათრგუნა რა თავისთან დაახლოებული პირები მიზანმიმართულობით. სტალინმა ძალაუფლება მოიპოვა სწორედ იმით, რომ მას შეეძლო ჩრდილში ყოფნა ხელსაყრელ მომენტამდე.

ჰიტლერმა ბოჰემური ჩვევები და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენა: ანცვიფრებდა რა საკუთარ მთავრობას წამიერი გამონათებებითა და დილეტანტური ყოვლისმცოდნეობით, ის აღწევდა მისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. სტალინმა გააერთიანა გულმოდგინე მეთოდურობა მუშაობაში, რომელიც ჯერ სასულიერო სემინარიაში აითვისა ბოლომდე, სამყაროზე მკაცრი ბოლშევიკური შეხედულების ურყევ მიყოლასთან და იდეოლოგია აქცია პოლიტიკური კონტროლის იარაღად. ჰიტლერი ოცნებებში ნავარდობდა და ტკბებოდა მასების მიერ თაყვანისცემის გუნდრუკით. სტალინი საკმაოდ პარანოიდული პიროვნება იყო, რათა დაყრდნობოდა პოლიტიკისადმი ასე ინტიმურ მიდგომას. ის ილტვოდა საბოლოო და დასკვნითი ბრძოლისკენ გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე წამიერი აღტაცებებისკენ საკუთარი მიზეზით და უპირატესობასანიჭებდამისკენ სვლას, ანადგურებდარა სათითაოდ ყველა პოტენციურმეტოქეს.

ჰიტლერს სწყუროდა პირადი ამბიციების ცხოვრებაში ყოფნა და ამასთან დაუყოვნებლივი განხორციელება განცხადებების კეთებისა, ის უშუალოდ საკუთარ თავს წარმოადგენდა. სტალინი ასევე იტანჯებოდა განდიდების მანიით, მაგრამ ის საკუთარ თავს განიხილავდა, როგორც ისტორიული ჭეშმარიტების მსახურს. ჰიტლერისგან განსხვავებით მას განსაკუთრებული მოსმენის უნარი ქონდა. როგორც დემოკრატიული ქვეყნების არცერთი ლიდერი, სტალინი მზად იყო ნებისმიერ დროს დაეწყო ძალთა თანაფარდობის დაწვრილებითი შესწავლა. სწორედ სააკუთარი დარწმუნებულობის ძალით, რომ ის ისტორიული სიმართლის მატარებელია, რომლის ასახვაც იყო მისი იდეოლოგია, ის მყარად და დამაჯერებლად იცავდა საბჭოთა ეროვნულ ინტერესებს, არ იტვირთავდა რა თავს, როგორც ის თვლიდა, ფარისევლურიმორალითან პირადიმისწრაფებების ტვირთით.

საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებში ნამდვილი მონსტრი სტალინი ამავდროულად უძლიერესი სახის რეალისტი იყო: მომთმენი, გამჭრიახი და ურყევი - თავისი დროის რიშელიე. ვერ აცნობიერებდნენ თავადაც, დასავლელი დემოკრატები ცდიდნენ ბედს, ეყრდნობოდნენ რა სტალინსა და ჰიტლერს შორის იდეოლოგიური კონფლიქტის დაუმარცხებლობას. ისინი რისკავდნენ ახელებდნენ რა სტალინს საფრანგეთთან პაქტით, რაც არ ითვალისწინებვდა სამხედრო თანამშრომლობას, საბჭოთა კავშირს ტოვებდნენ რა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მიღმა და შემდეგ საკმაოდ ორაზროვანი ფორმით შედიოდნენ რა საბჭოთა ლიდერთან სამხედრო მოლაპარაკებებში მაშინ, როცა უკვე მის მიერ ჰიტლერთან პაქტის დადება შეუქცევადი იყო. დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ვერ ხვდებოდნენ, რომ სტალინის მძიმე წყობის მიხედვით საკმაოდ თეოლოგიური სიტყვების მიღმა იმალებოდა აზროვნებისა და მოქმედების მიზანმიმართული სიხისტე. და მაინც ეს სიხისტე - კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგი - არ უშლიდა მას ხელს გამოევლინა უჩვეულო ტაქტიკური მოქნილობა იქ, სადაც საჭირო იყო. არაფერს ვამბობთ რა ამ ფსიქოლოგიური ასპექტების მიღმა. სტალინის ფსიქოლოგიურმა ხასიათმა ის თითქმის სრულიად გაუგებარი გახადა დასავლელი ლიდერებისთვის. იყო რა ძველი ბოლშევიკი მან გამოიარა ციხეები, გადასახლებები და გაჭირვება და ის ამ ათწლეულების მანძილზე ითმდენდა საკუთარი მრწამსის გამო, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ამაყობდნენ რა თითქოსდა გამონაკლისი გამჭრიახობით, ისტორიის დინამიკაში ბოლშევიკები თავად ამ ისტორიის უახლოესი დამხმარეების როლს ირგებდნენ მისი ობიექტური კანონზომიერების რეალიზაციაში. მათი თვალსაზრისით, განსხვავება მათსა და არაკომუნისტებს შორის იყო ისეთივე, როგორც მეცნიერებასა და ფართო პუბლიკას შორის. აანალიზებს რა ფიზიკურ მოვლენებს მეცნიერი თავად არ ქმნის მათ; მაგრამ ის ხვდება მათი წარმოქმნის მიზეზებს, მათ ობიექტურ ბუნებას და ის საშუალებას აძლევს მას დროდადრო მართოს პროცესი. ამავე სულისკვეთებით ბოლშევიკები საკუთარ თავს აღიქვამდნენ როგორც მეცნიერ-ისტორიკოსებს, ისინი ეხმარებოდნენ ისტორიის მსვლელობას, რამდენამდე აჩქარებდნენ კიდეც მას, მაგრამ არასოდეს არ ცვლიდნენ მისგარდაუვალმიმართულებას.

კომუნისტი ლიდერები წარმოადგენდნენ ადამიანებს, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მერყეობას, ისინი ურყევად იდგნენ ისტორიული ამოცანის შესრულების გზაზე. ამასთან მათი გადარწმუნება შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი არგუმენტებით, განსაკუთრებით სხვა მრწამსის მქონეთა არგუმენტებით. კომუნისტები ვარაუდობდნენ, რომ მათ გააჩნიათ განსაკუთრებული ნიჭი დიპლომატიის სფეროში და ამიტომაც უკეთ უგებენ თანამოსაუბრეებს, ვიდრე ისინი საკუთარ თავს. კომუნისტებისთვის შესაძლებელია ერთადერთი დათმობა - ,,ობიექტური რეალობის” სასარგებლოდ და არა იმ დიპლომატების დამაჯერებელ არგუმენტებზე პასუხად, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამგვარად დიპლომატია იყო იმ პროცესების ნაწილი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო არსებული წყობის შეცვლა. ხოლო შეიცვლებოდა თუ არა ის მშვიდობიანი თანაარსებობის დიპლომატიის თუ საომარი კონფლიქტის მეშვეობით დამოკიდებული იყო ძალთა თანაფარდობისგაანგარიშებაზე.

სტალინის სასტიკი და ცივი ანგარიშების სამყაროში არსებობდა აქსიომა: გამართლება არა აქვს საეჭვო მიზნებზე უიმედო ბრძოლებს. ფილოსოფიური თვალსაზრისით, იდეოლოგიური კონფლიქტი ნაცისტურ გერმანიასთან იყო კაპიტალიზმთან საერთო კონფლიქტის ნაწილი .ეს კი სტალინის თვალსაზრისით, ნიშნავდა იმას, რომ ასევე არ შეიძლებოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ნდობა. საბოლოო ჯამში, კონკრეტულად თუ რომელ ქვეყანას დააწვებოდა ზურგზე საბჭოთა მტრობის ტვირთი, თუ ვინ ჩაითვლებოდა ყველაზე სახიფათოდ მოცემულ მომენტში - უშუალოდ მოსკოვზე იყო დამოკიდებული.

მორალური თვსალსაზრისით სტალინი განსხვავებებს არ აკეთებდა ცალკეულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის. მისი ჭეშმარიტი შეხედულება იმ ქვეყნების თაობაზე, რომლებიც ქადაგებდნენ საერთო სამყაროს სათნოებაზე, არაორაზროვნადაა გამოთქმული 1928 წელს ბრიან-კელოგის პაქტის ხელმოწერაზერეაქციაში:

,,ისინი ლაყბობენ პატივიზმზე; ისინი საუბრობენ მშვიდობაზე ევროპის სახელმწიფოებს შორის. ბრიანი და ოსტინ ჩემბერლენი ერთმანეთს ეხვევიან... ყოველივე ეს სისულელეა. ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ როგორც კი ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რაც ითვალისწინებს ძალების ახალ განლაგებას ახალი ომებისთვის მათ მშვიდობის ხელშეკრულებს უწოდებენ. ერთი, ისინი ხელს აწერენ მომავალი ომისახალიელემენტებისგამოსახვისმიზნით.”

რასაკვირველია სტალინის ყველაზე საშინელი ხილვა იყო ყველა კაპიტალისტური ქვეყნის კოალიცია, რომლებიც ერთდროულად ესხმოდნენ თავს საბჭოთა კავშირს. 1927 წელს სტალინი საბჭოთა სტრატეგიის შესახებ თითქმის იმავე გამოთქმებით ლაპარაკობს, როგორც ლენინი ათწლეულით ადრე: ,,... ბევრი რამე... დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა კაპიტალისტურ სამყაროსთან ომის გადადებას.., იმ მომენტამდე... სანამ კაპიტალისტები ერთმანეთს არ წაეჩხეუბებიან...” იმისათვის, რომ უზრუნველეყო ამგვარი პერსპექტივა საბჭოთა კავშირმა მოაგვარა რაპალოს შეთანხმება გერმანიასთან 1922 წელს და ბერლინის ხელშეკრულება ნეიტრალიტეტის შესახებ 1926 წელს, რომელიც განახლდა 1931 წელსდა მოიცავდაკაპიტალისტურ ომებში მონაწილეობისმიუღებლობისმკაფიოპირობას.

რაც შეეხება პირადად სტალინს, მისთვის ჰიტლერის უშვერი ანტიკომუნიზმი არ იყო დაუძლეველი დაბრკოლება გერმანიასთან კარგი ურთიერთობების არსებობისთვის. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა ჰიტლერი, სტალინმა დროის დაკარგვის გარეშე განახორციელა შემრიგებლური ჟესტები. ,,რასაკვირველია ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ავღფრთოვანდეთ ფაშისტური რეჟიმის დამყარებით გერმანიაში” - განაცხადა სტალინმა 1934 წელს იანვარში პარტიის XVII ყრილობაზე, თუმცა საქმე აქ არაა ფაშიზმი, თუნდაც იმიტომ, რომფაშიზმმამაგალითად იტალიაში ხელი ვერ შეუშალასსრკ-ს საუკეთესო ურთიერთობები დაემყარებინა ამ ქვეყანასთან. ჩვენ წარსულშიც და ამჟამადაც ორიენტირებას ვაკეთებთ სსრკ-ზე და მხოლოდ სსრკ-ზე და თუ სსრკ-ს ინტერესები მოითხოვს ამა თუ იმ ქვეყანასთან დაახლოებას, რომლებიც დაინტერესებულები არ არიან მშვიდობის დარღვევით, ჩვენ ამაზე მივდივართ მერყეობისგარეშე.

სტალინი - უდიდესი იდეოლოგი სინამდვილეში თავის იდეოლოგიეს აყენებდა ,,ღეალპოლიტიკ” - ის სამსახურში. რიშელიე და ბისმარკი ადვილად მიხვდებოდნენ ამ სტრატეგიეს. იდეოლოგიურად შეცდნენ მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწეები; უარყვეს რა ძალისმიერი პოლიტიკა, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ერებს შორის კარგი ურთიერთობის წინაპირობას წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის საერთო რწმენა და, რომ იდეოლოგიური მტრობა გამორიცხავს ფაშისტებსა და კომუნისტებს შორის თანამშრომლობის ყოველგვარ პრაქტიკულ შესაძლებლობას.

დემოკრატიული ქვეყნები ორივე შემთხვევაში შეცდნენ. სტალინი გადაბარგდება ანტიჰიტლერულ ბანაკში, მაგრამ საკმაოდ მძიმედ და მას შემდეგ, რაც მისმა ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ დარწმუნდა რა, რომ მთელი ჰიტლერისეული ანტიბოლშევიკური რიტორიკა შეიძლებოდა საკმაოდ სერიოზული აღმოჩენილიყო, სტალინმა გადაწყვიტა შეექმნა წინააღმდეგობებისა და შეჩერების მაქსიმალურად ფართო კოალიცია. ამ ახალმა სტრატეგიამ პირველად გამოავლინა თავი კომუნისტური ინტერნაციონალის მეშვიდე და უკანასკნელ კონგრესზე 1935 წლის აგვისტოში. მოუწოდებდა რა ყველა მშვიდობისმოყვარე ერს ერთიანი ფრონტის შესაქმნელად, კონგრესმა უარი თქვა ოციანი წლების კომუნისტურ ტაქტიკაზე, როცა ევროპის საპარლამენტო ინსტიტუტების პარალიზების მცდელობისას კომუნისტური პარტიები სისტემატურად და ერთსულოვნად აძლევდნენ ხმას ანტიდემოკრატიულ დაჯგუფებებთან, მათ შორის ფაშისტებთან ერთად.

ახალი საბჭოთა საგარეო პოლიტიკის მთავარი დელეგატი გახდა მაქსიმ ლიტვონოვი, რომელიც დაინიშნა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრად ამისთვის. დახვეწილ-მაღალი წრის, ინგლისურად თავისუფლად მოლაპარაკე, ის ებრაული ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი იყო; ის დაქორწინებული იყო ინგლისელი ისტორიკოსის ქალიშვილზე. მისი საანკეტო მონაცემები სავსებით გამოდგებოდა კლასობრივი მტრისთვის, მაგრამ არანაირად იმ ადამიანისთვის, რომელსაც კარიერა უნდა გაეკეთებინა საბჭოთა დიპლომატიის სამყაროში. ლიტვონოვის ეგიდით საბჭოთა კავშირი შევიდა ერთა ლიგაში და გახდა კოლექტიური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროპაგანდისტი. სტალინი მზად იყო გამოეყენებინა ვილსონის რიტორიკა რათა დაეზღვია თავი და ჰიტლერისთვის არ

მიეცა სესაძლებლობა თავის ძირითად სამიზნედ აერჩია საბჭოთა კავშირი და ასევე რეალურად განეხორციელებინა ის, რაც მის მიერ გადმოცემული იყო ,,Mეინ Kამპფ”-ში. როგორც ხაზი გაუსვა მეცნიერ-პოლიტოლოგმა რობერტ დეგვოლმა, სტალინს სურდა მიეღწია კაპიტალისტური სამყაროსგან მაქსიმალურიხელშეწყობათავისიჩანაფიქრებისადმი დაარ ეძებდამასთანშერიგებას.

დემოკრატიულ ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობებში სჭარბობდა ურთიერთუნდობლობის ღრმა გრძნობა. სტალინმა 1935 წელს ხელი მოაწერა პაქტს საფრანგეთთან, ხოლო მომდევნო წელს ჩეხოსლოვაკიასთან. თუმცა 30-იანი წლების საფრანგეთის ლიდერებმა აირჩიეს საპირისპიროკურსი და უარი განაცხადეს სამხედრო საშტაბო მოლაპარაკებებზე. თავისთავად სტალინმა ეს ახსნა, როგორც ჰიტლერის მიწვევა პირველად თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს. რათა დაეზღვია თავი. სსრკ ჩეხოსლოვაკიას დაეხმარა ამ ქვეყნის წინაშე საფრანგეთის ვალდებულების წინასწარი შესრულებით. ეს რასაკვირველია სტალინს აძლევდა შესაძლებლობას იმპერიალისტები განეწყო ერთმანეთის წინააღმდეგ. საფრანგეთ-საბჭოთაკავშირისხელშეკრულებაარ იყოზეცაში დამყარებულიკავშირი.

საფრანგეთის სურვილი დაემყარებინა სსრკ-სთან პოლიტიკური კავშირები და ამავდროულად უარეყო სამხედრო კავშირები, ცხადად გვიჩვენებს, თუ რა ,,არავის მიწაზე” აღმოჩნდა დასალური დემოკრატია ომის პერიოდში. დემოკრატიული ქვეყნები დიდად აფასებდნენ კოლექტიური უსაფრთხოების რიტორიკას, მაგრამ უარს ამბობდნენ შეევსოთ ის ოპერატიული შინაარსით. პირველი მსოფლიო ომი გაკვეთილი უნდა ყოფილიყოდიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის, რომ დამოუკიდებელი ან თუნდაც ალიანსში ბრძოლა გერმანიასთან არასამხედრო საქმიანობაა. ბოლოსდაბოლოს გერმანიამ კინაღამ გაიმარჯვა 1918 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს შეუერთდათ ამერიკა. იმის გათვლა, რომ ბრძოლა წარმატებული იყო სსრკ-სთვის, ან ამერიკის დახმარების გარეშე იყო ,,მაჟინოს ხაზის” ფსიქოლოგიის შერწყმა საკუთარი ძალების გიგანტურ გადაფასებასთან.

მხოლოდ გამონაკლისი სწრაფვით ხილულის უნახაობისა შეიძლება აიხსნას დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა შორის იმ რწმენის ფართო გავრცელება, რომ სტალინი -თავიდან ფეხებამდე ბოლშევიკი და ურყევი მიმდევარი ე.წ. ობიექტური მატერიალური ფაქტორებისა მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების იურიდიულ და მორალურ დოქტრინას, როგორც საკუთარს. რამეთუ სტალინსა და მის კოლეგებს ქონდათ არა მხოლოდ იდეოლოგიური მიზეზები ენთუზიაზმის გარეშე მიეღოთ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წყობა. ბოლოსდაბოლოს პოლონეთთან საზღვრები სსრკ-ს ძალით მოახვიესთავს, ხოლორუმინეთმაკიდაიპყრო ბესარაბია, რომელსაცსსრკ თავისადთვლიდა.

ცენტრალურ ევროპაში გერმანიის პოტენციურ მსხვერპლებსაც არ სურდათ სსრკ- დახმარება მიეღოთ. აღმოსავლეთ ევროპაში ვერსალის დარეგულირებისა და რუსეთის რევოლუციის კომბინაცია ქმნიდა გადაუჭრელ პრობლემას კოლექტიური უსაფრთხოების ნებისმიერი სისტემისთვის; საბჭოთა კავშირის გარეშე მას არ შეეძლო ემოქმედა სამხედრო თვალსაზრისით; საბჭოთა კავშირთან ერთად ის ვერ მოქმედებდა პოლიტიკურად.

დასავლეთის დემოკრატიამ საკმაოდ მცირედი გააკეთა, რათა სტალინისთვის გაექარწყლებინა პარანოიდული წარმოდგენა, თითქოსდა არსებული ანტისაბჭოთა კაპიტალისტური შეთქმულების შესახებ. საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური წესით კონსულტაცია არ გაიარეს ,,ლოკარნოს პაქტის” ანულირების თაობაზე. ხოლო მიუნხენის კონფერენციაზე ის საერთოდ არ მიიწვიეს. ის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების სისტემის თაობაზე დისკუსიაში ჩართეს უხალისოდ და საკმაოდ გვიან - უკვე ჩეხოსლოვაკიის 1939 წელს ოკუპაციისშემ,დეგ. …

მიუხედავად ამისა, არ ღირს მთელი დანაშაულის ძირითადად დასავლეთის პოლიტიკაზე დაბრალება სტალინსა და ჰიტლერს შორის პაქტის დადების გამო. ეს იქნებოდა სტალინის ფსიქოლოგიის მცდარი ახსნა. სტალინის პარანოია კარგად ჩანს მის მიერ მისი ყველა პოლიტიკური შიდა მეთოქის მოცილებასა და მილიონობით იმ ადამიანის მკვლელობასა თუ დეპორტაციაში ვინც გამოდიოდა მის წინააღმდეგ მხოლოდ მის ფანტაზიებში. მიუხედავად ამისა, როცა საქმე ეხებოდა საერთაშორისო პოლიტიკას სტალინი თავს ავლენდა ცივი გონების ოსტატად და საკმაოდ ამაყობდა

იმით, რომ საკუთარ თავს არ აძლევდა ნაჩქარევი ნაბიჯების პროვოცირების საშუალებას, განსაკუთრებით კი კაპიტალისტური ლიდერების მხრიდან, რომელთა უნარს გაეგოთ ძალთა თანაფარდობა, ისსაკუთარზე გაცილებით უფროდაბლააყენებდა.

მხოლოდ ვარაუდი შეიძლება სტალინის ზრახვებზე მიუნხენის პერიოდში. და მაინც მისთვის ყველაზე ნაკლებად შესაძლებელი კურსი იმ მომენტში, როცა მან აიძულა თავისი ქვეყანა კონვულსიაში ჩავარდნილიყო მრავალრიცხოვანი წმენდის შედეგად, ავტომატური და თვითდამღუპელი იქნებოდა ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების შესრულება. რამდენადაც ჩეხოსლოვაკიასთან შეთანხმება ავალდებულებდა სსრკ-ს მხოლოდ საფრანგეთის ომში ჩართვის შემდეგ, სსრკ-ს წინაშე იყო მრავალი შესაძლებლობა. მაგალითად მას შეეძლო მოეთხოვა რუმინეთსა და პოლონეთზე გასასვლელი და გამოეყენებინა ამ ქვეყნების თითქმის უცილობელი უარი, როგორც ალიბი და დალოდებოდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ომების დასასრულს ან შედეგების შეფასების მიხედვით, კვლავ დაეპყრო რუსეთის ტერიტორიები, რომლებიც გადაეცა პოლონეთსა და რუმინეთს რუსეთის რევოლუციის შემდეგ, რაც გააკეთა კიდეც მან ერთი წლის შემდეგ. ყველაზე დაუჯერებელი იქნებოდა სსრკ-ს მიერ ბარიკადების აღმართვა კოლექტიური უსაფრთხოების სახელით, როგორც ვერსალის ტერიტორიული შეთანხმებისუკანასკნელიდამცველი.

უეჭველად მიუნხენმა დაამტკიცა სტალინის ეჭვები დემოკრატიულ ქვეყნებთან მიმართებაში. და მაინც, ბოლშევიკის უპირველეს მოვალეობად, რომელსაც მას ვერაფერი დააშორებდა იყო ის, რომ სტალინი აუცილებლად მიიჩნევდა კაპიტალისტების ერთმანეთთან ამხედრებას და სსრკ-ს დაცვას გამხდარიყო ამ ომების მსხვერპლი. თუმცა, მიუნხენის შედეგი იყო სტალინის ტაქტიკის ცვლილება. ახლა მან გახსნა ბაზარი და მოაწყო ვაჭრობა, განიხილავდა რა საბჭოთა კავშირის პაქტში შესვლის წინადადებას - ამგვარ ვაჭრობაშიდემოკრატიულქვეყნებს არ ქონდათუმცირესიშანსიც კი გაემარჯვათ, თუ ჰიტლერს შესთავაზებდნენ სერიოზულ წინადადებას. როცა 1938 წლის 4 ოქტომბერს საფრანგეთის ელჩი ეწვია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა განმარტებები მიეცა მიუნხენის შეთანხმების თაობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარი ვლადიმერ პოტიომკინი მის ასეთ მუქარას განცხადებით შეხვდა: ,,ჩემო საცოდავო მეგობარო, რა ჩაიდინეთ? ჩვენთვის მე ვერ ვხედავ სხვაგამოსავალს, გარდა პოლონეთისმეოთხედდაყოფისა.”

ეს აფორიზმი იყო სტალინის საერთაშორესო პოლიტიკისადმი ცივი მიდგომის ასახვა. მიუნხენის შემდეგ ჰიტლერის შემდეგი სამიზნე იყო პოლონეთი. რამდენადაც სტალინს არ სურდა არც გერმანიის არმიასთან შეხვედრა არსებულ საზღვრებში, არც შეტევაზე გადასვლა ჰიტლერთან, პოლონეტის მეოთხედ დაყოფა იყო ერთადერთი ალტერნატივა. (სწორედ ამგვარმა აზრთა მსვლელობამ მიიყვანა ეკატერინე დიდი პრუსიასა და ავსტრიასთან ერთად მოეხდინა პოლონეთის პირველი დაყოფა 1772 წელს). ის ფაქტი, რომ სტალინი მთელი წელი ელოდებოდა, სანამ ჰიტლერი გადადგამდა პირველ ნაბიჯს, მოწმობს მისრკინისნერვებზე -როგორცატარებდაისთავისსაგარეოპოლიტიკას.

მკაფიოდ დაისახა რა მიზანი, სტალინმა შემდეგი სვლა გააკეთა და სსრკ მოაშორა ცეცხლის ხაზს. 1939 წლის 27 იანვარს ლონდონის გაზეთმა ,,ნიუს ქრონიკლ”-მა გამოაქვეყნა თავისი დიპლომატიური კორესპონდენტის (რომელიც ცნობილი იყო მოსკოვის ელჩთან, ივანე მაისკომთან სიახლოვით) სტატია, სადაც გამოისახა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის შესაძლო გარიგების მონახაზი. ავტორი იმეორებდა სტალინის სტანდარტულ თეზისს დასავლურ დემოკრატიასა და ფაშისტურ დიქტატურას შორის პრინციპული განსხვავების არარსებობას და ვარაუდობდა, რომ ეს გაათავისუფლებდა სსრკ-ს იმ ვალდებულებების ავტომატურად შესრულებისგან, რომლებიც გამომდინარეობდნენ კოლექტიური უსაფრთხოებისსისტემიდან;

,,ამჟამად საბჭოთა მთავრობას აშკარად არა აქვს განზრახვა რაიმე დახმარება გაუწიოს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, თუე ს უკანასკნელი კონფლიქტში შევა გერმანიასთან ან იტალიასთან...

საბჭოთა მთავრობის თვალსაზრისით, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა პოზიციას შორის, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, გერმანიისა და იტალიის მთავრობათა პოზიციას შორის არაა დიდი

განსხვავება, რომელიც გაამართლებდა სერიოზულ მსხვერპლს, რომელიც ეწირებოდა დასავლური დემოკრატიისდაცვას.”

რამდენადაც საბჭოთა კავშირი საჭიროებას ვერ ხედავდა ცალკეულ კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის არჩევაში, უთანხმოება მოსკოვსა და ბერლინს შორის შეიძლებოდა გადაწვეტილიყო პრაქტიკულ საფუძველზე. ეს მომენტი, რომ თითოეულის მიერ კარგად ყოფილიყო გაცნობიერებული, სტალინმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა. ეს სტატია სიტყვა-სიტყვით დაიბეჭდა ,,პრავდა”-ში- კომუნისტური პარტიისოფიციალურგაზეთში.

1939 წლის 10 მარტს, ჰიტლერის მიერ პრაღის ოკუპაციამდე 5 დღით ადრე, სტალინი პირადად გამოვიდა მოსკოვის ახალი სტრატეგიის ავტორიტარული დამტკიცებით. ეს მან გააკეთა პარტიის XVIII ყრილობასთან დაკავშირებით, ასეთი შეხვედრა პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხუთი წლის წინ სტალინი შეუერთდა კოლექტიური უსაფრთხოებისა და ,,ერთიანი ფრონტის” პოლიტიკას. ყრილობის დელეგატებს შორის გამეფებული გრძნობა იყო უთქმელი შვება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, რამეთუ მათ რიგებში წმენდამ გამოიწვია გაუგონარი სიცარიელე. ხუთი წლის წინ ყრილობაზე მყოფი ორი ათასი დელეგატიდან აქ მხოლოდ ოცდათხუთმეტი დელეგატი იმყოფებოდა. წინა ყრილობის ათას ასი დელეგატი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. ცენტრალური კომიტეტის ასოცდათერთმეტი წევრიდან ლიკვიდირებული იყო ოცდათვრამეტი, ისევე როგორც წითელი არმიის ხუთი მარშალიდან სამი, ისევე როგორც, თავდაცვის სახალხო კომიტეტის ყველა, თერთმეტივე მოადგილე, სამხედრო ოლქების ყველა ხელმძღვანელი და უმაღლესი სამხედრო საბჭოს ოთხმოცი წევრიდან სამოცდათხუთმეტი. პარტიის მეთვრამეტე ყრილობა ყველაფერი იყო, მაგრამ არა ზეიმი საგნების უცვლელი წესის საპატივსაცემოდ. მისი დელეგატები უმეტესწილად შეშფოთებულები იყვნენ პირადი გადარჩენის პრობლემით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის ფარული მზაკვრობით.

ისევე როგორც 1934 წელს სტალინის გამოსვლის მთავარი თემა შიშით აკანკალებული აუდიტორიის წინაშე იყო საბჭოთა კავშირის სამშვიდობო ზრახვები, რომელიც მტრულ გარემოცვაში იმყოფებოდა. მისი დასკვნები წარმოადგენდნენ გადამწყვეტ განხეთქილებას კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციასთან, რომელიცმიღებული იყო წინა ყრილობაზე. რამეთუ, საქმის არსის თანახმად, სტალინი ახდენდასაბჭოთანეიტრალიტეტის დეკლარირებას კაპიტალისტებსშორისკონფლიქტისშემთხვევაში:

,,საბჭოთაკავშირისსაგარეოპოლიტიკაცხადიდა გასაგებია. ჩვენ ვემხრობითმშვიდობასადაყველა ქვეყანასთანსაქმიანი ურთიერთობის განმტკიცებას. ასეთია ჩვენი პოზიცია; და ჩვენ მასდავიცავთ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ემხრობიან ამგვარ ურთიერთობებს საბჭოთა კავშირთან და სანამ არ ეცდაბიან ჩვენი ქვეყნისინტერესებისბოროტად გამოყენებას.”

რათა კიდევ ერთხელნათელი გაეხადა ყოველივე ყეყეჩი კაპიტალისტი ლიდერებისთვის, სტალინმა თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ,,ნიუს ქრონიკი”-დან სტატიის ძირითადი არგუმენტები, კერძოდ ის, რომ რამდენადაც დემოკრატიულ ქვეყნებსა და გერმანიას გააჩნია ერთნაირი სოციალური სტრუქტურა, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის განსხვავება არის უფრო მეტად დაუძლეველი, ვიდრე განსხვავება მასა და სხვა ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანას შორის. აჯამებდა რა ყოველივეს, მან გამოხატა მოქმედებების თავისუფლების ურყეობა და აღნიშნა მოსკოვის მზადყოფნა მიეყიდა კეთილი ნება გარდაუვალ ომში იმისთვის, ვინც ყველაზე მეტს მისცემდა. თავისი ავისმომასწავებელი განცხადებით სტალინმა მოუწოდა ,,იყავით გამჭრიახნი და არ დაუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტში ჩააბან ომის გამჩაღებლებმა, რომლებიც შეჩვეულნი არიან აიძულონ სხვები წაბლი ზიდონ მათთვის ცეცხლის ხაზიდან.” არსებითად სტალინი მოუწოდებდა ნაცისტურ გერმანიას გამოსულიყო ინიციატივის წინადადებით.

სტალინის ახალი პოლიტიკა ძველისგან გამოირჩეოდა მხოლოდ აქცენტით. კოლექტიური უსაფრთხოებისა და ,,ერთიანი ფრონტის” პრინციპების მხარდაჭერის ბრწყინვალე დღეებშიც კი სტალინი ყოველთვის ასე წარმიდგენდა საბჭოთა კავშირის ვალდებულებებს, რაც უზრუნველყოფდა ომის დაწყების შემდეგ სეპარატიული გარიგების შესაძლებლობას. მაგრამ ახლა, 1939 წლის

გაზაფხულზე, სანამ გერმანიას ჯერ კიდევ არ მოეხდინა ჩეხოსლოვაკიის დარჩენილი ნაწილის ოკუპაცია, სტალინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მან დაიწყო მანევრირება, რომ უზრუნველეყო ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე სეპარატული გარიგების შესაძლებლობა. არაა მისაღები იმის ჩივილი, თითქოს სტალინი თავის განზრახვებს მალავდა. დემოკრატიული ქვეყნების მიერ განცდილი შოკი მოდიოდა მათი უუნარობისგან გაეგოთ, რომ სტალინი, მგზნებარე რევოლუციონერი, ამასთან ერთად ცივსისხლიანისტრატეგიციყო.

პრაღის ოკურაციისშემდეგ დიდმაბრიტანეთმაუარითქვაგერმანიასთან მიმართებაშისამშვიდობო პოლიტიკაზე. ბრიტანეთის კაბინეტი უკვე აზვიადებდა ნაცისტურ საფრთხეს იმდენად, რადენადაც არ აფასებდა მას სათანადოდ ადრე. მისთვის ეჭვს არ იწვევდა ის, რომ ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციის შემდეგ განახორციელებდა კიდევ ერთ თავდასხმას: ან ბელგიაზე, ან პოლონეთზე. 1939 წლის მარტის ბოლოს გავრცელდა ხმები, რომ სამიზნეს წარმოადგენს რუმინეთი, რამელსაც საერთო საზღვარიც კი არ ქონდა გერმანიასთან. და მაინც, ჰიტლერისთვის საკმაოდ არადამახასიათებელი იყო თავდასხმა ასეთ მცირე დროის შუალედში. მისთვის გაცილებით უფრო ტიპიური იყო პაუზის ტაქტიკა მორიგი დარტყმის შემდეგ, რათა მის შედეგებს დაემორჩილებინა მორიგი მსხვერპლი ახალი დარტყმის მიყენებამდე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთს ჰქონდა გაცილებით მეტი დრო შეემუშავებინა საკუთარი სტრატეგია, ვიდრე ვარაუდობდნენ მისი ლიდერები. უფრო მეტიც, ბრიტანეთის კაბინეტს სათანადოდ რომ გაეაზრებინა სტალინის განცხადებები პარტიის XVIII ყრილობაზე - ცხადი გახდებოდა: რომ რაც უფრო სიამოვნებით განახორციელებდა ინგლისი ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის ორგანიზებას, მით უფრო განყენებულად მოიქცეოდა სტალინი, რათა გაეზარდანებისმიერმხარეზე ზემოქმედებისშესაძლებლობა.

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ახლა იდგა ფუნდამენტური სტრატეგიული არჩევანის წინაშე, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ის ამას აცნობიერებდა. ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის გაწევით ის ვალდებული იყო გადაეწყვიტა, დაეფუძნებოდა თუ არა ეს მიდგომა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას თუ ტრადიციულ კავშირს. პირველ შემთხვევაში, ანტინაცისტურ წინააღმდეგობაში მონაწილეობისათვის მოწვეული იქნებოდა ქვეყნების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - დიდ ბრიტანეთს ელოდა კომპრომისები, რათა საკუთარი ინტერესები დაეკავშირებინა საბჭოთა კავშირის მსგავსი პოტენციური მოკავშირეების ინტერესებისთვის.

კაბინეტმა კოლექტიური უსაფრთხოება აირჩია. 17 მარტს ნოტები დაეგზავნა: საბერძნეთს, იუგოსლავიას, საფრანგეთს, თურქეთს, პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს. სადაც აღნიშნული იყო თუ როგორ რეაგირებას მოახდენდნენ რუმინეთზე სავარაუდო საფრთხეზე. ნავარაუდევი იყო ერთნაირი დაინტერესება და ერთიანი მიდგომა. მოგვიანებით, დიდმა ბრიტანეთმა უცებ გადაწყვიტა შემოეთავაზებინა ის, რასაც უარყოფდა 1918 წლიდან მოყოლებული: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისტერიტორიული გარანტიები. სხვადსხვა ქვეყნის პასუხებიკიდევ ერთხელ ახდენდა იმის დემონსტრირებას, რაშიც იყო კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის თავდაპირველი სისუსტე - წინაპირობაში, თითქოს ყველა ერი, პირველ რიგში კი პოტენციური მსხვერპლი, ერთნაირად იყო დაინტერესებული აგრესიის მოგერიებაში. აღმოსავლეთ ევროპის თითოეული ერი წარმოადგენდა საკუთარ პრობლემას, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევას და ხაზს უსვამდა ეროვნულ და არა კოლექტიურ საზრუნავს. საბერძნეთი გადაწყვეტილების მიღებას იუგოსლავიის მიხედვით აპირებდა. იუგოსლავია კი კითხულობდა თუ როგორი იყო ბრიტანეთის განზრახვა ანუ უბრუნდებოდა საწყის წერტილს. პოლონეთმა მიუთითა, რომ მზად არ იყო არჩევანი გაეკეთებინა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის, თუ დამდგარიყო რუმინეთის დასაცავად. პოლონეთი და რუმინეთი არ თანხმდებოდნენ საბჭოთა კავშირის მონაწილეობაზე მათი ქვეყნების დაცვაში. სსრკ-ს პასუხი კი იყო წინადადება - მოეწვიათ ბუქარესტში ყველა იმ ქვეყნის კონფერენცია, ვისაც ეხებოდა დიდი ბრიტანეთისშეკითხვა.

ეს იყო გონივრული მანევრი. კონფერენცია რომ ჩატარებულიყო ის დაადგენდა სსრკ-ს მონაწილეობის პრინციპს იმ ქვეყნების დაცვაში, რომელთაც ეშინოდათ მოსკოვის ისე, როგორც ბერლინის. ეს ინიციატივა რომ არ მიეღოთ კრემლს ექნებოდა თავის გამართლების საშუალება იმისთვის, რომ მდგარიყო განზე და გაერკვია გერმანიასთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან არსებითად მოითხოვდა მთელი კაცობრიობისთვის მთავარ საშიშროებად გერმანიის დასახელებას და მის გამოწვევას მანამ, სანამ მოსკოვი ნათელს მოჰფენდა თავის განზრახვებს. რამდენადაც აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყანა არ იყო მზად ამისთვის, ბუქარესტისკონფერენციაარცშემდგარა.

პასუხებში ენთუზიაზმის არარსებობამ აიძულა ნევილ ჩემბერლენი ეძება სხვა ვარიანტები. 20 მარტს მან წარმოადინა ერთობლივი დეკლარაცია მიზნების შესახებ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პოლონეთსა და სსრკ-ს შორის, სადაც განცხადებული იყო ერთობლივი კონსულტაციების შესახებ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ,,ერთობლივი მოქმედებების გათვალისწინებით.” ისევე როგორც თავისებური სამთა კავშირი პირველ მსოფლიოომის დაწყებამდე, ეს წინადადება არაფერსამბობდა საჭიროების შემთხვევაშიპოლონეთსადა საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების ან სამხედრო სტრატეგიის შესახებ, რაც თავისთავადნაგულისხმევად ითვლებოდა.

თავის მხრივ, პოლონეთი, რომელმაც რომანტიკულად ზედმეტად შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, რაშიც მას დიდი ბრიტანეთი აქეზებდა, უარს ამბობდა სსრკ-სთან ერთობლივ მოქმედებებზე. თუ ის გარანტიას მისცემდა პოლონეთს, სტალინისთვის გაქრებოდა მამოძრავებელი მოტივები მონაწილეობა მიეღო ერთობლივი თავდაცვის მოქმედებებში. რამდენადაც პოლონეთი იყო გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, დიდ ბრიტანეთსა ომში ჩართვა მოხდებოდა მანამ, სანამ სტალინი მიიღებდა გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ, თუ ბრიტანეთი ძალისხმევას მიმართავდა სსრკ-სთან პაქტის დადებაზე, სტალინი მოითხოვდა თავის წილ ,,ხორცს” პოლონეთისთვის დახმარების სანაცვლოდ და საბჭოთა კავშირის საზღვრის დასვლეთით ,,კერზონის ხაზის” მიმართულებით გადაწევას.

იყო რა შეშფოებული საზოგადოების უკმაყოფილებით და დარწმუნებული იმაში, რომ უკანდახევა კიდევ უფრო შეასუსტებს დიდი ბრიტანეთის პოზიციებს, ბრიტანეთის კაბინეტმა უარი თქვა მსხვერპლად შეეწირა დარჩენილი ქვეყნები გეოპოლიტიკის დიქტატის მიუხედავად. ამავდროულად ბრიტანელი ლიდერები გახდნენ ცრუ შეფასებების მსხვერპლნი, ივარაუდეს რა, რომ პოლონეთი სამხედრო თვალსაზრისით რამდენადმე უფრო ძლიერია საბჭოთა კავშირზე და რომ წითელ არმიას არ გააჩნია შეტევითი ფასეულობა - შეცდომა, თუმცა კი მისატევებელი საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელებს შორის მომხდარი მასიური წმენდის ჭრილში. რაც მთავარია, ბრიტანელი ლიდერები უდიდეს უნდობლობას განიცდიდნენ სსრკ-ს მიმართ. ,,იძულებული ვარ ვაღიარო - წერდა ჩემბერლენი - ჩემი უსაზღვრო უნდობლობა რუსეთის მიმართ. მცირედაც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ მას შეუძლია ეფექტური შეტევითი ქმედებების განხორციელება, თუნდაცთუ ამასმოისურვებს. მე არ მჯერა მისი მოტივების, რომელთაც ჩემი აზრით, უმნიშვნელო დამოკიდეულება აქვთ ჩვენი თავისუფლების იდეალებთან, რამეთუმისიერთადერთი სურვილია - აიძულოსყველა დანარჩენიდადგესყირაზე.”

ვარაუდობდა რა, რომ იყო საშინელ ცაიტნოტში, დიდმა ბრიტანეთმა იჩქარა და განაცხადა მშვიდობის ასეთი სახის კონტინენტური გარანტიების მიცემის შესახებ, რომელზეც სისტემატურად ამბობდა უარს ვერსალის ზავის ხელმოწერის მომენტიდან. იყო რა შეშფოთებული გერმანიის პოლონეთზე გარდაუვალი თავდასხმის ცნობებით, ჩემბერლენს პაუზაც კი არ გაუკეთებია, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა პოლონეთთან ორმხრივი მოლაპარაკების თაობაზე. ამის ნაცვლად, მან საკუთარი ხელით შექმნა პოლონეთისთვის ცალმხრივი გარანტიის პროექტი 1939 წლის 30 მარტს და მეორე დღეს ის პარლამენტს გადასცა. გარანტია მუხრუჭი იყო ნაცისტური აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ამასთან გაირკვა, რომ ეს საფრთხე ეფუძნებოდა ცრუ ინფორმაციას. გარანტიას მოჰყვა

კოლექტიური უსაფრთხოების ვრცელი სისტემის შექმნის შესაძლებლობის ნაკლებად ნაჩქარევი შემუშავება. მალეასეთივეტიპისცალმხრივიგარანტიები გაიცასაბერძნეთსადა რუმინეთზე.

ამგვარად, მორალური უკმაყოფილებისა და სტრატეგიული ჩარევის ზეგავლენით დიდმა ბრიტანეთმა გარანტიების მიცემა დაიწყო ისეთი ქვეყნებისათვის, რომელთა შესახებაც ომისშემდგომი წლების ყველა პრემიერ-მინისტრი ერთხმად აცხადებდა, რომ არ შეუძლიათ და ვერ შეძლებენ მათ დაცვას. აღმოსავლეთ ევროპის ვერსალისშემდგომი რეალობა ისე შორს იყო დიდი ბრიტანეთისგან, რომ ბრიტანეთის კაბინეტი ვერც კი აცნობიერებდა იმას, რომ თავისი არჩევანით მან მრავალჯერ გააძლიერა სტალინის სურვილი თავისი მზერა მიეპყრო გერმანიაზე და შეუმსუბუქა მას გასვლა შემოთავაზებული ,,ერთიანი ფრონტიდან.”

დიდ ბრიტანეთის ლიდერები მთლიანად დარწმუნებულები იყვნენ, რომ სტალინის პოლიტიკა წარმოადგენს მათი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს და დაიჯერეს, რომ თითქოს შეუძლიათ მისი მოვლენებში მონაწილეობის ვადების და ხარისხის კონტროლი. საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი გალიფაკსი იმ აზრზე იდგა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერჯერობით რეზერვში ყოფილიყო და ,,თხოვეს დახმარების ხელის გამოწოდება გარკვეულ გარემოებებში შედარებით ხელსაყრელი ფორმით.” კონკრეტულად, გალიფაკს მხედველობაში ქონდა მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, მაგრამ არა საბჭოთა ძალების გადაადგილება საკუთარი საზღვრების გარეთ. მან არც კი ახსნა, თუ რა სტიმული შეიძლებოდაქონოდა საბჭოთა კავშირსეთამაშაასეთიმეორეხარისხოვანიროლი.

სინამდვილეში, ბრიტანეთის გარანტიებმა პოლონეთისა და რუმინეთის მიმართ, საბჭოთა კავშირს ბოლო სტიმულიც კი გაუქარწყლა დასავლეთის დემოკრატიასთან კავშირის თაობაზე, სერიოზულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისთვის. ერთის მხრივ, ეს გარანტიები ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის ევროპელი მეზობლების საზღვრებზე, გარდა ბალტიის ქვეყნებისა და ქაღალდზე მაინც, თოკავდნენ საბჭოთა ამბიციებს ზუსტად ისე, როგორც გერმანიის ამბიციებს. (ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ყრუ და მუნჯი ამგვარი რეალობის მიმართ, ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რა სახით ჩაიბეჭდეს თავში დასავლელმა პოლიტიკოსებმა ,,მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ერთიანი ფრონტი”). რაც ყველაზე მთავარია, ბრიტანეთის ცალმხრივი გარანტიები აღმოჩნდა ძვირფასი საჩუქარი სტალინისთვის, რამეთუ ისინი უზრუნველყოფენ იმისმაქსიმუმს მისთვის, რაც საჭირო იყო ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის ცარიელადგილას. თუჰიტლერი აღმოსავლეთით დაიძვრებოდა, სტალინსშეეძლო ჰქონოდა დიდი ბრიტანეთის ომში ჩართვის იმედი მანამ, სანამ გერმანელები მოაღწევდნენ საბჭოთა საზღვრებს. ამგვარად სტალინი ელოდებოდა დიდ ბრიტანეთთან ,,დე-ფაქტო” კავშირის შედეგებს, არ იყორა რამითდავალებულიმისგან.

დიდი ბრიტანეთის გარანტია პოლონეთისთვის ეფუძნებოდა ოთხ წინაპირობას, რომელთაგან თითოეული მცდარი აღმოჩნდა: რომ პოლონეთი არის მნიშვნელოვანი სამხედრო ზესახელმწიფო უფრო მეტადაც კი ვიდრე სსრკ; რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ერთად აღებული, საკმაოდ ძლიერნი არიან, რათა დაამარცხონ გერმანია სხვა მოკავშირეთა დახმარების გარეშე; რომ სსრკ დაინტერესებულია შეინარჩუნოს სტატუს-ქვო აღმოსავლეთ ევროპაში; და რომ იდეოლოგიური უფსკრული გერმანიასა და სსრკ-ს შორის დაუძლეველია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირი მაინც შეუერთდებოდაანტიჰიტლერულკოალიციას.

პოლონეთი გმირულად იქცეოდა, მაგრამ ის არ იყო მნიშვნელოვანი სამხედრო ზესახწელმწიფო. და როგორ შეეძლო მას გამკლავებოდა მის წინაშე მდგარ ამოცანას, თუ საფრანგეთის გენერალურმა შტაბმა ის შეიყვანა შეცდომაში თავის განზრახვებთან მიმართებაში? აკეთებდა რა მინიშნებებს შეტევითი ხასიათის საფრანგეთის დამოუკიდებელი გამოსვლის შესაძლებლობაზე, საფრანგეთი სინამდვილეში თავდაცვის სტრატეგიას ემხრობოდა. ამან აიძულა პოლონეთი საკუთარ თავზე მიეღო გემანიის შეტევის მთელი სიმძაფრე - ხოლო გერმანიისთვის წინააღმდეგობის მარტო გაწევა სცილდებოდა მის შესაძლებლობას, რაც კარგად უნდა გაეცნობიერებინათ დასავლელ ხელმძღვანელებს. ამავე დროს პოლონეთი არ თანხმდებოდა მიეღო დახმარება სსრკ-სგან, რამეთუ მისი ხელმძღვანელები დარწმუნებულნი იყვნენ იმაში (და როგორც გაირკვა იყვნენ მართლები), რომ საბჭოთა

,,განმათავისუფლებელი” არმია უმალ გადაიქცეოდა საოკუპაციო არმიად. დემოკრატიული ქვეყნები კი იმას იმედოვნებდნენ, რომ გაუმკლავდებოდნენ გერმანიას დამოუკიდებლად პოლონეთის დამარცხების შემთხვევაშიცკი.

აღმოსავლეთ ევროპაში კი სსრკ-ს სტატუს-ქვოს შენარჩუნება თუ ასეთი საერთოდ არსებობდა, დასრულდა პარტიის მეთვრამეტე ყრილობაზე. გადამწყვეტ მომენტში სტალინმა არჩევანი გააკეთა - მიმართა ჰიტლერს და მას შემდეგ, რაც პოლონეთმა მიიღო ბრიტანეთის გარანტია, მას შეეძლო ნაცისტური პარტია გაეთამაშებინა მისთვის განსაკუთრებული საშიშროების გარეშე. მისი ამოცანა იმით იყო გამარტივებული, რომ დასავლურმა დემოკრატიამ უარი თქვა ჩაწვდომოდა მის სტრატეგიას, რომელიც სრულიად ცხადი იქნებოდა რიშელიესვის, მეტერნისათვის, პალმერსთონისა თუ ბისმარკისთვის. მისი არსი უმარტივესი იყო და იქამდე მიდიოდა, რომ საბჭოთა კავშირს ყოველთვის, უდიდეს ზესახელმწიფოთაგან უკანასკნეკლს უნდა აეღო გარკვეული ვალდებულებები. ეს სტალინს აძლევდა მოქმედებების თავისუფლებას მისთვის ორგანიზებულ ბაზარზე, სადაც ოფერენტს, რომელიც ვაჭრობისას ყველაზე მაღალ ფასს იძლეოდა, შეუძლია სსრკ-ს თანამშრომლობით ან საბჭოთა კავშირის ნეიტრალიტეტით ვაჭრობის მოგება.

იმ მომენტამდე, სანამ პოლონეთმა მიიღო გარანტიები დიდი ბრიტანეთისგან, სტალინს უდიდესი სიფრთხილე უნდაგამოეჩინა გერმანიასთან თამაშისას, რამეთუ ამით შესაძლებელიიყო დემოკრატიულ ქვეყნებს დაებანათ ხელები და ის მარტო დაეტოვებინათ ჰიტლერთან. თუმცა გარანტიის მიცემის შემდეგ, ის არამხოლოდ დარწმუნდა იმაში, რომ დიდი ბრიტანეთი დაიცავს დასავლეთის საზღვრებს, არამედ იმაშიც, რომომიდაიწყება ექვსასი მილითდასავლეთით გერმანია-პოლონეთისსააზღვარზე.

სტალინს მხოლოდ ორი რამ აფიქრებდა. პირველ რიგში, ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ ბრიტანეთის გარანტია პოლონეთისთვის მყარია; და მეორე რიგში, მას უნდა გაერკვია, არსებობდა თუ არა გერმანული ვარიანტი. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: რაც უფრო ცხადად ავლენდა დიდი ბრიტანეთი კეთილ ნებას პოლონეთის მიმართ, რაც საჭირო იყო ჰიტლერის დასაშინებლად, მით მეტ სივრცეს იღებდა სტალინი მანევრისთვის გერმანიასთან მიმართებაში. დიდი ბრიტანეთი ცდილობდა შეენარჩუნებიანა აღმოსავლეთ ევროპის სტატუს-ქვო. სტალინმა მიზნად დაისახა უზრუნველეყო ვარიანტების ფართო არჩევანი და დარტყმა მიეყენებინა ვერსალის შეთანხმებისთვის ჩემბერლენს ომის თავიდან აცილება სურდა. სტალინი გრძნობდა რა, რომ ომი გარდაუვალი იყო, მისგან სარგებლის მიღებასცდილობდა მასში მონაწილეობისგარეშე.

იცავდა რა დეკორებს სტალინი პირუეტებს ასრულებდა ამა თუ იმ მხარისადმი მიმართვით. შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. მხოლოდ ჰიტლერს შეეძლო რეალურად შეეთავაზებინა სტალინისთვის საინტერესო ტერიტორიული მონაპოვარი აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ამის სანაცვლოდ ეს უკანასკნელი მზად იყო ეზღო ევროპის ომით, რომელშიც სსრკ არ მონაწილეობდა. 14 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სსრკ-ს შესთავაზა გაეკეთებინა ცალსახა განცხადება, რომ ,,საჭოთა კავშირის ნებისმიერი ევროპელი მეზობლის მიმართ აგრესიის ნებისმიერი აქტის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევდა, სსრკ-ს მთავრობის მხრიდან მოხდებოდა დახმარების შეთავაზება”, სტალინმა უარი განაცხადა თავი მარყუჟში შეეყო და უარყი ცალმხრივი ხასიათის მიამიტი წინადადება. 17 აპრილს მან პასუხი გასცა ამას კონტრწინადადებით, რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა: კავშირი სსრკ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, სამხედრო კონვენცია მის რეალობაში ასამოქმედებლადდა გარანტიაყველაქვეყნისთვისბალტიისადა შავზღვებს შორის.

სტალინს უნდა სცოსდნოდა, რომ ასეთი წინადადება არასოდეს არ იქნებოდა მიღებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურდათ; მეორე რიგში, სამხედრო კონვენციის განხილვა მოითხოვდა არსებულზე ბევრად მეტ დროს; ბოლოს კი, დიდი ბრიტანეთი თავს იკავებდა საფრანგეთთანალიანსისგან ათწლეულებისგანმავლობაში არა იმისთვის, რომახლაამაზე წასულიყოიმ ქვეყნის გამო, რომელიც მისი აზრით, ღირსი იყო სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლის მეორეხარისხოვანი როლი შეესრულბინა. ,,არ ღირს იმაზე ფიქრი - განაცხადა ჩემბერლენმა, რომ ასეთი

სახის ალიანსი საჭიროა იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებმა მიიღონ სამხედრო აღჭურვილობა.

გასცდნენ რა ზღვარს ბრიტანელი ლიდერები, რამოდენიმე კვირის მანძილზე დუიმს დუიმზე თმობდნენ თანხმდებოდნენ რა სტალინის პირობებს ის კი სულ უფრო ზრდიდა ფსონს. მაისში სტალინის ნდობით აღჭურვილმა პირმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სტალინი თავის ხელში იღებდა მოლაპარაკებებს და რომ კარგი ურთიერთობები მოლაპარაკებათა მონაწილეებს შორის საბჭოთა კავშირისთვის უკვე არანაირ როლს არ თამაშობდა. მგზნებარე-პედანტური მანერით მოლოტოვმამოითხოვა, ყველა ქვეყანას საბჭოთაკავშირის დასავლეთ საზღვრის გასწცრივ მიეღო ორმხრივი გარანტია, ამასთან ისინი მან კონკრეტულად ჩამოთვალა (უზრუნველეყო რა ამით, ფორმალური უარი თუნდაც ზოგიერთი მათგანისთვის). ის ასევე მოითხოვდა ,,აგრესიის” ტერმინის ახსნის გავრცობას სურდა რა, რომ მასში ჩართულიყო ,,არაპირდაპირი აგრესიაც”, მომელიც განისაზღვრებოდა, როგორც გერამანიის საფრთხისათვის დაგმობა ძალის ფაქტუირი გსამოყენების გარეშეც. სტალინი არსებითად მიოითხოვდა სსრკ-ს ყველა ევროპელი მეზობლის შიდასაქმეებში ჩარევისშეუზღუდავ უფლებას.

ივლსისთვის სტალინი მიხვდა, რომ ბრიტანეთის ლიდერები დათანხმდებიან, თუმცა უხალისოდ - მის პირობებთან ახლოს მყოფ კავშირზე. 23 ივლისს მოლაპარაკებათა საბჭოთა და დასავლელი მონაწილეები შეთანხმდნენ შეთანხმების პროექტზე, რომელიც აღმოჩნდა დაკმაყოფილებული ორივე ქვეყნისათვის. ახლა უკვე სტალინს ქონდა სადაზღვევო ბადე და მან შეძლო იმის დეტალურ გარკვევაზე ფიქრი, თუკონკრეტულად რისიშეთავაზებაშეეძლომისთვისჰიტლერს.

მთელი გაზაფხული და ზაფხული სტალინი ფრთხილად იძლეოდა გერმანიის წინადადებას განხილვის მზადყოფნის სიგნალებს. თუმცა ჰიტლერი თავს იკავებდა პირველი ნაბიჯის გადადგმისაგან, რათა სტალინს არ ესარგებლა ამით უფრო ხელსაყრელი პირობების მისაღებად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისაგან. სტალინი, თავის მხრივ, ამგვარ განცდებს განიხილავდა. ის ისევე ვერ დგამდა პირველ ნაბიჯს რამეთუ, თუ ეს ნაბიჯი გახდებოდა საჯარო დიდ ბრიტანეთს შეეძლო ვალდებულებების მოხსნა აღმოსავლეთთან მიმართებაში და დაეტოვებინა ის ჰიტლერის პირისპირ. ამავე დროს სტალინიც არ ჩქარობდა. ჰიტლერისგან განსხვავებით ის ვადებს არ სახავდა, ხოლო ნერვები კი რკინისქონდა. ასერომ, სტალინი ელოდებოდადა ამითჰიტლერისშეშფოთებასიწვევდა.

26 ივლისს ჰიტლერმაც ნიშანი მისცა. თუ ის გეგმავდა პოლონეთზე თავდასხმას შემოდგომის წვიმების დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. მას უნდა სცოდნოდა თუ რის განხორციელებას გეგმავდა სტალინი. კარლ შნურეს, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც სსრკ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სავაჭრო ხელშეკრულების დადების თაობაზე მიეცა ინსტრუქცია შეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს საუბრის დროს. სარგებლობდა რა როგორც დამაკავშირებელი რგოლი ურთიერთმტრული დამოკიდებულებით დასავლეთის მიმართ ის თავს საბჭოთა პარტნიორს მოლაპარაკებებში არწმუნებდა, რომ ბალტიის ზღვადან შავ ზღვამდე, ან შორეულ აღმოსავლეთსი ,,არაა არანაირი პრობლემა ორ ქვეყანას შორის, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნებოდა.” შნურე შეპირდა მათ, რომ გააგრძელებდა ამ საკითხის განხილვას სსრკ-ს წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრაზე.

გამოჩენილი სიჩქარე არასოდეს აჩქარებს მოლაპარაკებათა მიმდინარეობას. არცერთი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე არ წყვეტს საკითხს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თანამოსაუბრე დროშია შეზღუდული. ის უფრო გამოიყენებს ამგვარი დროის უქონლობას, რათა უფრო მეტი სარგებელი ნახოს. ყოველ შემთხვევაში სტალინი არ განეკუთვნებოდა მათ, ვინც პირველ ძახილს გამოეხმაურეოდა.Aასე რომ, მხოლოდ აგვისტოს შუა პერიოდში მოლოტოვმა მიიღო ინსტრუქცია, მიეღო გერმანიის ელჩი ფონ დერ შულენბურგი, კითხვებთან ერთად, რათა დაეზუსტებინა თუ კონკრეტულად რას სთავაზობდა შნურე - ზეწოლას იაპონელებზე, რათა მათ ციმბირისთვის დაენებებინათ თავი? პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ? პაქტს ბალტიის სახელმწიფოებთან დაკავშირებით? გარიგებას პოლონეთთანმიმართებაში?

ამ დროისთვის ჰიტლერი ისე ჩქარობდა, რომ მიუხედავად სიძულვილისა ემოქმედა ამგვარად, მზად იყო დაეთმო ყველა პუნქტთან მიმართებაში. 11 აგვისტოს მან დანცინგის უმაღლეს კომისიას განუცხადა:

,,ყველაფერი რასაც ვაკეთებ, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. თუ დასავლეთი ასე გონებაჩლუნგი და ბრმაა, რომ გაიგოს ეს, იძულებული ვარ მოლაპარაკებაზე წავიდე რუსებთან, დავამარცხო დასავლეთი, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ მივუბრუნდე საბჭოთა კავშირს მთელი გაერთიანებულიძალით.”

ეს აშკარად იყო ჰიტლერის თავდაპირველი ამოცანების მკაფიო ასახვა; დიდი ბრიტანეთისგან მას სურდა ჩაურევლობა კონტინენტურ საქმეში, ხოლო სსრკ-საგან მას სურდა ,,Lებენსრაუმ”-ის ანუ ,,სასიცოცხლო სივრცის” მიღება. შტალინის მიღწევების საზომად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან, თუნდაცდროებითადგილებიშეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს.

მოლოტოვის კითხვებზე პასუხად ფონ დერ შულენბურგმა განაცხადა, რომ ჰიტლერი მზადაა საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ფონ რიბენტროპი გაგზავნოს მოსკოვში დაუყოვნებლივ. მისცეს მას სრული უფლებამოსილება ყველა დარჩენილი საკითხის გადასაწყვეტად. სტალინს არ შეეძლო არ შეემჩნია, რომ ჰიტლერი მზადაა მოლაპარაკებები ეწარმებინა იმ დონეზე, რომელსაც მუდმივად გაურბოდა ბრიტანეთი, რამეთუ ხანგრძლივ მოლაპარაკებათა მანძილზე მოსკოვში მას არ სწვევია არც ერთი ბრიტანელი მინისტრი, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის ერთერთი წევრი იმყოფებოდა აღმოსავლეთ მიმართულებით, ვარშავამდეცკი.

არ სურდა რა კარტის გახსნა მანამ, სანამ არ გახდებოდა ნათელი, თუ რას სთავაზობდნენ მას, სტალინმა კიდევ უფრო გააძლერა ზეწოლა ჰიტლერზე. მოლოტოვს მიეცა ინსტრუქცია, მაღალი შეფასება მიეცა რიბენტროპის მზადყოფნისთვის ჩამოსულიყო მოსკოვში, თუმცა დაემატებინა, რომ პრინციპში კარგი იქნებოდა ხელშეკრულების ტექსტის ქონა მანამ, სანამ გადაწყდებოდა საკითხი ვიზიტის მომგებიანობის შესახებ. ჰიტლერს თითქოს სთავაზობდნენ ზუსტი და კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბებას. მათ შორის, საიდუმლო ოქმისას ცალკეულ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. შტერ რიბენტროპსაც არ შეეძლო ვერ მიმხვდარიყო მოლოტოვის თხოვნის არსს. ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვა დაკავშირებული იქნებოდა გერმანულ პროექტთან. სტალინის ხელები სუფთა რჩებოდა, ხოლო მოლაპარაკებათა წარუმატებლობა შეიძლებოდა მიეწერათ საბჭოთა კავშირის უარისთვის, ფეხიაეწყოგერმანულიექსპანსიონიზმისთვის.

ჰიტლერი უკვე ნერვიულობდა ციებ-ცხელების მსგავსად. რამეთუ პოლონეთზე თავდასხმის გადაწყვეტილება მას დათვლილ დღეებში უნდა მიეღო. 20 აგვისტოს მან წერილი უშუალოდ სტალინს მისწერა. თავისთავად, ეს წერილი იყო გამოცანა გერმანიის პროტოკოლის სამსახურისთვის. რამდენადაც, სტალინის ერთადერთი ტიტული იყო ,,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი”, რამეთუ მას არ ეკავა არანაირი სახელმწიფო თანამდებობა, პროტოკოლისტები ვერ წყვეტდნენ, თუ როგორ მიემართათ მისთვის. საბოლოო ჯამში, წერილი უბრალოდ გაეგზავნა ,,ბატონ სტალინს, მოსკოვი”. ის იუწყებოდა: ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის სასურველი დამატებითი ოქმის შინაარსი შეიძლება დაზუსტდეს უმოკლეს ხანებში, თუ გერმანიის პასუხისმგებელ სახელმწიფო მოღვაწეს ექნება შესაძლებლობა პირადად მივიდეს მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის.”

სტალინმა მოიგო პარტია იმის წყალობით, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთა უკანასკნელ წამს; რამეთუ ჰიტლერი აშკარად მზად იყო უფასოდ შეეთავაზებინა მისთვის ის, რისი მიღებაც დიდ ბრიტანეთთანდა საფრანგეთთანნებიმიერიკავშიერისარსებობისას საბჭოთა ბელადსშეეძლომხოლოდ გერმანიასთან სისხლისმღვრელი ომის შემდეგ. 21 აგვისტოს სტალინმა პასუხი გასცა გამოთქვა რა იმედი, რომ გერმანია—საბჭოთა კავშირის პაქტი თავდაუსხმელობის შესახებ გახდება გადამწყვეტი გარდატეხის სიმბოლო ჩვენს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში...” რიბენტროპიმოიწვიესმოსკოვშიორმოცდარვასაათისშემდეგ, 23 აგვისტოს.

მოსკოვში ყოფნის ერთი სააათიც კი არ იყო გასული, როცა ის სტალინის წინაშე წარსდგა. საბჭოთა ხელმძღვანელმა მცირედი ინტერესი გამოხატა თავდაუსხმელობის პაქტის მიმართ და კიდევ უფრო მცირე მეგობრობაში დარწმუნებისადმი, რასაც რიბენტროპი თავის რეპლიკებში რთავდა. სტალინის შეფიქრიანების საგანი იყო საიდუმლო ოქმი აღმოსავლეთ ევროპის გაყოფის შესახებ. რიბენტროპმა შესთავაზა მას, რომ პოლონეთი დაყოფილიყო 1914 წლის საზღვრის მიხედვით, მხოლოდ ერთი პრინციპული განსხვავებით - ვარშავა უნდა შესულიყო გერმანიის გავლენის სფეროში. შეთანხმდებოდა თუ არა პოლონეთის დამოუკიდებლობის გარკვეული გარეგნობა თუ გერმანია და სსრკ უბრალოდ მოახდენდნენ მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ანექსიას, ღიად რჩებოდა. რაც შეეხება ბალტიის სახელმწიფოებს რიბენტროპმა განაცხადა, რომ ფინეთი და ესტონეთი შესულიყვნენ რუსეთის გავლენის სფეროში (რაც სტალინს აძლევდა ლენინგრადის ირგვლივ დიდი ხნის ნანატრ ბუფერულ ზონას), ლიტვა გადაეცემოდა გერმანიას, ხოლო ლატვიას კი იყოფდნენ. როცა სტალინმა მოითხოვა მთელი ლატვია, რიბენტროოპმა წერილი გაუგზავნა ჰიტლერს და ისიც დათმობაზე წავიდა - ზუსტად ისე, როგორც მან დათმო ბესარაბია, რომლის წართმევაც, სსრკ-ს რუმინეთისთვის უნდოდა. აღელვებული რიბენტროპი დაბრუნდა ბერლინში, სადაც მას ეიფორიის მდგომარეობაში შეხვდა ჰიტლერი, უწოდა რა მას ,,მეორე ბისმარკი”. ჰიტლერის სტალინისადმი პირველი წერილის გაგზავნის მომენტიდან დიპლომატიურირევოლუციისდასრულებამდე სამიდღეგავიდა.

მოგვიანებით, როგორც ყოველთვის, დაიწყო იმის გამოვლენა წინა რიცხვით, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი მოვლენების ასეთ შოკისმომგვრელ განვითარებაზე. ზოგიერთი ადანაშაულებდა დიდ ბრიტანეთს მოლაპარაკებათა არასასურველ-ქედმაღლური სტილის გამო. ისტორიკოსმა კ.ჯ.პ. ტეილორმაგვიჩვენა, რომწერილებისადა დოკუმენტებისპროექტებისგაცვლისასბრიტანეთსა დასსრკ-ს შორის საბჭოები, რაც მათთვის არ იყო დამახასიათებელი, უფრო სწრაფად პასუხობდნენ ბრიტანეთის წინადადებებს, ვიდრე ბრიტანელები საბჭოეთისას. ამ ფაქტიდან ტეილორი ასკვნის: ჩემი აზრით, არაკორექტულ დასკვნას, რომ კრემლს უფრო მეტად სწყუროდა კავშირი, ვიდრე ლონდონს. მე ვფიქრობ, რომ სტალინს არ სურდა რა, რომ დიდი ბრიტანეთი დროზე ადრე გასულიყო თამაშიდან, არ უნდოდა მისი შეშინება - ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ საბოლოოდ არ განისაზღვრებოდა ჰიტლერის განზრახვა.

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უდავოდ დაუშვა რიგი უხეში ფსიქოლოგიური შეცდომები. არა მხოლოდ, არც ერთი მინისტრი არ ეწვია მოსკოვს, არამედ ლონდონი სამხედრო მოლაპარაკებების ერთობლივი დაგეგმვის შესახებ აჭიანურებდა აგვისტოს დასაწყისამდე. მაშინაც კი, ბრიტანეთის დელეგაციას მეთაურობდა ადმირალი, თუმცა სსრკ-ს მთავარი, თუ არა ერთადერთი საკითხი, იყო სახმელეთო ძალები. ყოველივეს დაემატა ის, რომ დელეგაცია საბჭოთა კავშირში გაემგზავრა გემით, რამაც ხუთი დღე მოიცვა. ასე რომ ეს არ მოწმობდა სისწრაფეს. და ბოლოს, მორალური მოსაზრებების მიუხედსავად, დიდი ბრიტანეთის თავშეკავება ბალტიის საახელმწიფოების დამოუკიდებლობის გარანტიის საკითხში მოსკოვში პარანოიდული ლიდერის მიერ ახსნილი იყო, როგორც ჰიტლერის მიწვევათავსდასხმოდასაბჭოთაკავშირს, პოლონეთის გვერდისავლით.

და მაინც, ბრიტანული დიპლომატიის უხეირო ქცევამ განაპირობა ნაცისტურ-საბჭოური პაქტის დადება. რეალური პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დიდ ბრიტანეთს არ შეეძლო სტალინის პირობებზე დათანხმება, ყველა იმ პრინციპის დათმობით, რასაც ის იცავდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების დროიდან. აზრი არ ქონდა ხაზის გავლებას გერმანიის მიერ პატარა ქვეყნების დაპყრობაზე, თუ ამასთან პრივილეგია უნდა შეთავაზებულიყო სსრკ-სთვის, მოქცეოდა პატარა ქვეყნებს ზუსტად ასე. უფრო ცინიკური ბრიტანული ხელმძღვანელობა კი ზღვარს გაავლებდა საბჭოთა საზღვარზე და არა პოლონეთის საზღვარზე, ამით გაცილებით გააუმჯობესებდა რა დიდი ბრიტანეთის პოზიციებს მოლაპარაკებებში სსრკ-სთან მიმართებაში და სტლინს აიძულებდა სერიოზულად ეწარმოებინა მოლაპარაკებები პოლონეთისა დავცვათან დაკავშირებით მორალური თვალსაზრისით. დემოკრატიული ქვეყნების მიღწევა იყო ის, რომ მათ არ მოისურვეს აგრესიის მორიგი რაუნდის სანქცირება, საკუთარი უსაფრთხოების ფასადაც კი. ,,ღეალპოლიტიკ”-ი მოახდენდა პოლონეთისადმი

ბრიტანეთის გარანტიის სტრატეიული შედეგების ანალიზის კარნახს, ხოლო ვერსალის მიერ დადგენილი საერთაშორისო წყობა მოითხოვდა დიდი ბრიტანეთისგან უშუალოდ სამართლებრივი და მორალური შეხედულებების დაცვას. სტალინს ქონდა სტრატეგია, მაგრამ არ ქონდა პრინციპები, ხოლო დემოკრატიული ქვეყნები იცავდნენ პრინციპებს, სტრატეგიისშემუშავებისგარეშე.

პოლონეთის დაცვა შეუძლებელი იყო ,,მაჟინოს ხაზში” საფრანგეთის არმიის ინერტული ყოფნით, მაშინ როცა საბჭოთა არმია საკუთარ საზღვრებში იქნებოდა მომლოდინეს როლში. 1914 წელს ევროპის ერები ომზე წავიდნენ, რადგანაც სამხედრო და პოლიტიკურმა დაგეგმვამ ერთმანეთთან კავშირი დაკარგა. სანამ გენერალური შტაბები სრულყოფდნენ თავიანთ გეგმებს, პოლიტიკური ლიდერები ან ვერ იგებდნენ მათ, ან მათ არ ქონდათ პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, რომელიც შეეფარდებოდა გათვალისწინებულსამხედროძალისხმევას.

1939 წელს კვლავ გაიმიჯნა პოლიტიკური და სამხედრო გეგმები, მაგრამ ამჯერად სრულიად საპირისპირო მიზეზებით. დასავლეთის ზესახელმწიფოებს ქონდათ გონივრული და მაღალ-მორალური პოლიტიკური მიზანი - შეეჩერებინათ ჰიტლერი. მათ მაინც ვერ შეძლეს ამ მიზნის შესაფერისი სამხედრო სტრატეგიის შემუშავება. 1914 წლის სტრატეგები თავზეხელაღებულნი იყვნენ, 1939 წელს კი საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდნენ. 1914 წელს ყველა ქვენის სამხედრო ომისკენ ისწრაფვოდა. 1939 წელს მათ მრავალი დამშლელი ყავდათ (გერმანიაშიც კი) და ისინი სრულიად მიენდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, ზედმეტადაც კი. 1914 წელს იყო სტრატეგია, მაგრამ არ იყო პოლიტიკა, 1939 წელს კი იყო პოლიტიკა, მაგრამარ არსებობდა სტრატეგია.

რუსეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ორივე ომის გაჩაღებაში. 1914 წელს, რუსეთმა განაპირობა სამხედრო მოქმედებების დაწყება, ურყევად ემხრობოდფა რა მოკავშირას ვალდებულებების შესრულებას სერბეთთან მიმართებაში და მისდევდა რა ხისტ, მობილიზებულ გრაფიკს; 1939 წელს, როცა სტალინმა ჰიტლერი გაათავისუფლა შიშისგან ორ ფრონტზე ომთან დაკავშირებით, მას უნდა სცოდნოდა, რომგარდაუვალსხდიდა საყოველთაოომს. 1914 წელსრუსეთი კონფლიქტზეწავიდა, რათა ღირსება დაეცვა. 1939 წელს ის ომის გაჩაღებას უწყობდა ხელს, რათა თავისი წილი გამოეგლიჯა ჰიტლერისმონაპოვარიდან.

თუმცა გერმანია ერთნაირად მოქმედებდა ორივე მსოფლიო ომის წინ - მოუთმენლად და არაშორსმჭვრეტელურად. 1914 წელს მან იარაღის ძალას მიმართა, რათა დაეშალა კავშირი, რომელიც გერმანიის მხრიდან გამომწვევი ქცევის არარსებობისას, თავად ვერ შენარჩუნდებოდა. 1939 წელს მას არ სურდა დალოდებოდა ევროპის უმთავრეს ერად გარდაუვალ გადაქცევას. ეს კი ჰიტლერის სრულიად საპირისპირო სტრატეგიას მოითხოვდა. საჭირო იყო გარკვეული დრო, რათა გამყარებულიყო მიუნხენისშემდგომი გეოპოლიტიკური რეალიები. 1914 წელს გერმანიის იმპერატორის ემოციურმა გაუწონასწორებლობამ და ეროვნული ინტერესების მკაფიო კონცეფციის უქონლობამ არ მისცა მას დალოდების შესაძლებლობა. 1939 წელს ნამდვილმა ფსიქოპატმა ფიზიკური ძალების პიკში, რომელიც შეძრული იყო ომის გაჩაღების გადაწყვეტილებით, განზე გასწია ყველა რაციონალური გათვლა. გერმანიის გადაწყვეტილების უაზრობა მიემართა ომისთვის ორივე შემთხვევაში ამტკიცებს იმ ფატს, რომ ორი დამანგრეველი მარცხისა და ტერიტორიის მესამედის დაკარგვის მიუხედავად, რომელიც მას პირველი მსოფლიო ომის წინ ქონდა, გერმანია რჩება ევროპაში ყველაზე ძლიერ დაშესაძლოა ყველაზე გავლენიანერად.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის 1939 წელს, ის მაშინ სათანადოდ არ იყო მზად გარადაუვალი ომისთვის. და მაინც, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის უკვე ითვლებოდა გლობალურ სუპერსახელმწიფოდ. როგორც ეს გააკეთა რიშელიემ XVII საუკუნეში, სტალინმა XX საუკუნეში ისარგებლა ცენტრალური ევროპის დაქსაქსულობით. შეერთებული შტატების მიერ სუპერსახელმწიფოს სტატუსის მოპოვება წინასწარ იყო განზრახული მისი ინდუსტრიული სიძლიერით. საბჭოთა კავშირის ნახტომიზემოთ განპირობებულიიყოსტალინისბაზრისუმოწყალომანიპულაციით.