პოლ სეზანის უცნობ ესკიზებს ფილადელფიაში გამოფენენ

პოლ სეზანის აქამდე უცნობ ესკიზებს ფილადელფიაში გამოფენენ. 

საუბარია ნამუშევრებზე, რომლებიც სეზანის მიერ აკვარელით შესრულებული ორი ტილოს კონსერვაციისას აღმოაჩინეს. ესკიზები აღნიშნული ნახატების უკანა მხარეს იყო შესრულებული.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მათგანი ფანქრით, ხოლო მეორე წყლის საღებავებით არის შესრულებული. გამოფენა ფილადელფიაში 10 აპრილს გაიხსნება და 18 მაისამდე გაგრძედლება.

წყარო - BBC