მერაბ კოსტავა - ფიქრები საქართველოს მისიაზე

ეს საოცარი სინათლით, სიკეთით, ღვთისა და კაცის სიყვარულით სავსე წიგნი გადასახლებაში, ციმბირის სიცივესა და სიბნელეშია დაწერილი - ნიკო ჭავჭავაძე

ვინაიდან ჩვენი ხედვის არეში, და ისიც ნაწილობრივ, მარტოოდენ გარდასული ჟამი და აწმყოა მოქცეული, მოულოდნელობით აღსავსე მომავალი კი ისე გვიახლოვდება, რომ არც კი ვუწყით, თუ რა მაოქვს, რა არის დაფარული მის წიაღში.

კმარა წელებზე ფეხის დადგომით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი.

კულტურათა მონაცვლეობის ეს წრიული მდინარება ჯერ სამხრეთიდან მოერკალა საქარტველოს, ანტიკურ პერიოდში დასავლეთიდან მოექცა მას, შემდეგ შუა ევროპაში გადაინაცვლა და როდესაც უკვე გლობალურ მასშტაბებამდე აღზევებული ევროპული კულტურის შესისხლორცებას შეუდგა რუსეთი, ჩრდილოეთიდან წამოადგა თავს. ასე რომ საქარტველო კულტურათა თანამიმდევრობისა და ცნობიერების ევოლუციის ამ წრიული მდინარების ცენტრში იმყოფებოდა.

ოდითგან ასე იყო: როდესაც ერთი ხალხი ქმნიდა კულტურას და შემოქმედებითი ენერგიის ხარჯვის პროცესში იმყოფებოდა, მეორე იცდიდა, გარკვეულ დრომდე ცნობიერების ბავშვურ დონეს ინარჩუნებდა და შემოქმედებითს ენერგიას ინახავდა შემდგომისთვის, რათა მარცვალი წინა კულტურათა მონაპოვრისა მიეღო თავის სუფთა, ხელუხლებელ წიაღში, მომავლისათვის ცნობიერების უფრო აღმატებულ დონეთა დასაუფლებლად.

ქრისტიანული კულტურის ჭეშმარიტი გაგება სცილდება ბიბლიის ფარგლებს, რამეთუ მაღალი გაგებით იგი კულტურათა სინთეზის კულტურაა.

ხალხმა იმგვარად შეაჯერა ქართული წამართული მითოლოგია ქრისტიანობასთან, რომ მსგავსი მაგალითი არც ერთი ერის კულტურაში არ გვხვდება. ერთსა და იმავე მითში ვხვდებით ქრისტეს, ამირანს, ამ ქარტულ პრომეთეს და ნადირობის წარმართულ ღვთაებას დალის. წარმართული ხატობები, წარმართი გმირები კოპალა, იახსარი, გიორგი მჭიდროდ დაუკავშირდნენ ქრისტიანობას. ქრისტიანობის სამსახურში ჩადგა ქართული წარმართული ხელოვნების ყველაზე განვითარებული დარგები - ოქრომჭედლობა და ქვისმთლელობა.

"ვეფხისტყაოსანი" - ესაა ქართული პოეტური გენიის პრიზმაში გარდატეხილი გასაოცარი სინთეზი ღრმადნაციონალური, ანტიკური (პლატონი, არისტოტელე, ნეოპლატონიზმი). პირველქრისტიანული და ქრისტიანულ-თეოლოგიური (არეოპაგიტიკა), ქრისტიანულ-მართლმადიდებლური, ევროპის რაინდული, ძველჰინდური (პარალელი "რამაიანას" სიუჟეტთან), ძველსპარსული (შუაღამის მზე "ზენტ ავესტაში"), მანიქევლური და შედარებით გვიანაღმოსავლური კულტურებისა.

სულის უკვადების და ღვთის რწმენის იდეა ქართველი ერის ქვაკუთხედურ იდეად უნდა იქცეს. სწორედ უკვდავ სულს, კოსმოსამდე რომ ფართოვდება და ადამიანის სხეულშიც თავსდება, ძალუძს ჭეშმარიტების ნათელში საქარტველოდან მთელი მსოფლიო და სამყარო დაგვანახოს, ხოლო სამყაროს და მსოფლიოს გადმოსახედიდან საქართველო. იგია, ყველაფერს რომ თავის ნამდვილ ღირებულებას უბრუნებს, მაგრამ ეს განუზომელი სიკეთე მარტოოდენ ჩვენთვის როდი გვემეტება. სხვა ეროვნებებსაც იმასვე ვუსურვებთ, რასაც საკუთარ თავს, რადგან ამაში ვხედავთ როგორც თვითმყოფადობის შენარცუნების, ასევე ეროვნებათა ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებების საწინდარს.

12/V. 1984წ. ქ. ანგარსკი.

გამომცემლობა "საქართველო", 1991წ.