დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერნონისთვის

მიხშეული წედეგების ანგარიწი#1 - ექიმ სტრაუს და პერფესორ ნიმურს უთხარი კარგათ ვერ ვშერმეთქი მარა იმან თქვა არაუწავსო ისე დაშერე როგორც ლაპარაკობ და კომპუზიციებს როგორც შერ მის კინიანის გაკვეთილებზეო ბეკმენის ჩამორჩენილ მოზდილთა სასშავლო ცენტრში.

თეთრი რაღაცა ეცვა ექიმივით მარა მემგონი ექიმი არ იყო იმიტორო არ მითხრა პირი გააღე და ა თქვიო.

ბერტი არც სტუმატოლოგი არარი მარა მეუბნებოდა მოდუნდი მოდუნდიო და მაგრა შემეშინდა იმიტორო ეგრე რო მეუბნებიან მერე მტკენენ ხოლმე.

ბერტს უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა არი. იმან მითხრა ეგ არაფერი ეს ტესტი სხვა რამეზეა. ეხა ამბები უნდა მოიგონო სურათებზე რო ხალხია იმათზე. მე უთხარი იმათი ამბები როგორ უნა მოვყვე ვისაც არ ვიცნობ. იმან თქვა შარმოიდგინე მარა მე უთხარი ეგ ხო ტყუილის თქმა გამოვა. ტყუილებს აღარასოდეს აღარ ვიტყვი იმიტორო პატარა რო ვიყავი ვიტყუებოდი ხოლმე და მერე სუ მცემდენ. [...] იმან თქვა რო ეს ტესტი და ის მეორე შაჰის ტესტი პიროვნების გასაგებათ არი. მე გავიცინე. უთხარი ეგ როგორ უნდა გაიგო ქაღალდებზე დაღვრილი მელანით და იმ ხალხის ფოტოებით ვისაც არ იცნობ. ის კიდე გაბრაზდა და სურათები წაიღო. არ მენაღვლება.

ბერტმა თეთრითაგვი გალიიდან ამოიყვანა და მაჩვენა. იმან თქვა ეს არი ელჯერნონი და ამას ლაბირინთი ძაან კარქათ გამოსდის. მე უთხარი აბა მანახე როგორ შვება.

ექიმა სტრაუსმა თქვა რო ჩემწი არი რაღაც ძალიან კარგი. ძალიან მოდი ვირებულიაო. არ ვიცოდი რო ეგეთი რამე მჭირს.

ექიმ სტრაუს ვკითხე ძილში დაჭკვიანებას რააზრიაქ თუ მე ღვიძილში მინდა ჭკვიანი ვიყო მეთქი. იმან თქვა ეგ ერთიდაიგივეა. შენ ორი გონება გაქვს. ერთი ცნობიერი და მეორე არაცნობიერი (ესე იშერება) და ერთ მანეთს არცერთი არეუნება რას შვებიან. ამიტო ვხედავ სიზმრეფს. თანაც როგორ გიჟურ სიზმრეფს.

კიდე მინდოდა შეჯიბრი მარა ბერტმა მითხრა რო დღეს გეყოფაო. ელჯერნონი დამაჭერინა ცოტახანი. ელჯერნონი კარგი თაგვია. ბამბასავით ფაფუკი. თვალებს ახამხამებს და რო ახელს შავათ უჩანს. თვალის კიდეები კი ვარდისფერი აქვს. ბერტს ვკითხე თუ შეიძლება რო მეჭმია იმიტორო მრცხვენოდა რო მოუგე და მინდოდა კეთილად მოვქცეოდი და დავმეგობრებოდი. ბერტმა თქვა არა ელჯერნონი განსაკუთრებული თაგვია. ზუსტათ ისეთი ოპერაცი გაუკეთეს როგორც შენ. პირველი იყო ცხოველებს შორის ვინც ამდენ ხანს დარჩა ჭკვიანი.

გონებაში სურათი ამომიტივტივდა. პატარა რომ ვიყავი უბნის ბავშვებმა მათთან თამაშის ნება დამრთეს. დამალობანას ვთამაშობდით და მე ვიხუჭებოდი. თითებზე ვითვლიდი და ვითვლიდი ათამდე. მერე მოსაძებნად წავედი. მანამ ვეძებე, სანამ არ აცივდა და დაბნელდა და შინ წასვლის დრო არ მოვიდა. ვერავინ ვერ ვიპოვე და არ ვიცოდი, რატომ.

ხალხი ფიქრობს, რომ როცა ბრიყვი რაღაცას ისე მათსავით ვერ აკეთებს, ეს სასაცილოა.

რაც უფრო გონიერი გახდები, პრობლემები მით უფრო მოგემატება.

ამ კვირაში „დიდი გეტსბი“, „ამერიკული ტრაგედია“ და „სახლს მოხედე, ანგელოზო“ წავიკითხე. წარმოდგენა არ მქონდა, კაცები და ქალები ასეთ რამეებს თუ აკეთებდნენ.

როგორც ვხვდები, უნივერსიტეტში სიარულისა და განათლების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის გაგებაა, რომ რისიც მთელი ცხოვრება გწამდა, ჭეშმარიტებას არ შეესაბამება და რომ სინამდვილეში არაფერია ისეთი, როგორადაც თავს გაჩვენებს.

შეთხზულ რეალობასაც აქვს თავისი წესები.

საიდან სწავლობენ ადამიანები, სხვა ადამიანთან როგორ უნდა მოიქცნენ? საიდან სწავლობს კაცი, ქალს როგორ უნდა მოექცეს? წიგნები ამაში ბევრი ვერაფრით დაგეხმარებიან.

რთულია, არ აკონტროლო, საით წავლენ ფიქრები... ღიად დატოვო გონება და ნებისმიერ რამეს მისცე შიგ შეფრენისა და გამოფრენის საშუალება... იდეები ისე ბუყბუყებენ გონების ფსკერზე, როგორც ბუშტები ქაფიან აბაზანაში...

მე პიროვნება ვარ. სანამ ქირურგის დანის ქვეშ დავწვებოდი, მანამდეც პიროვნება ვიყავი. და ვინმე უნდა მიყვარდეს.

ხალხი ვერ იტანს, როცა უთითებ, რომ პრობლემის სიღრმეს ვერ სწვდებიან. ვერ ხვდებიან, ზედაპირს მიღმა რა არის.

რა სულელი ვიყავი რომ მეგონა, პროფესორები ინტელექტუალური გიგანტები არიან-მეთქი. სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანები არიან და მეტი არაფერი და ეშინიათ, დანარჩენმა სამყარომ არ შეიტყოს ამის შესახებ.

ჭკუამ განხეთქილება ჩამოაგდო ჩემსა და იმ ხალხს შორის, ვისაც ვიცნობდი და მიყვარდა.

უკვე ვიცი, რამ შეიძლება შეაზიზღოს ადამიანს საკუთარი თავი - იმის განობიერებამ, რომ რაღაცას არასწრად აკეთებს, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ შეუძლია.

„განსაკუთრებული“ ვარ. ეს დემოკრატიული ტერმინი ხომ „ნიჭიერის“ და „უნიჭოს“ მომაკვდინებელი იარლიყების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება, რომლებიც თავის მხრივ, „ჭკვიანისა“ და „ჩამორჩენილის“ ევფემიზმებია. როგორც კი სიტყვა „განსაკუთრებული“ ვინმესთვის რაიმე დატვირთვას შეიძენს, მასაც მაშინვე სხვა რამით ჩაანაცვლებენ. დედააზრი ასეთია: გამოიყენე გამოთქმა, თუკი ის არავის არაფერს ეუბნება. „განსაკუთრებული“ სპექტრის ორივე მხარეს მოიცავს.

ცოდნის მიღების პროცესს ერთი უცნაური თვისება აქვს: რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო მეტ ისეთ რამეს ვიგებ, რის არსებობასაც ვერ წარმოვიდგენდი. სულ ცოტა ხნის წინ სულელურად მწამდა, რომ ყველაფრის სწავლა, სამყაროში არსებული მთელი ცოდნის ათვისება შემეძლო. ახლა იმასღა ვიმედოვნებ, იქნებ ამ ცოდნის არსებობის შესახებ მაინც მოვასწრო რამის გაგება და მისი ერთი ნამცეცი მაინც შევიმეცნო.

გონებიდან უკვალოდ არასდროს არაფერი ქრება.

გონებასუსტსაც კი სწყურია, სხვებს ჰგავდეს.

ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის კი - ძალიან ცოტას.

ნეტავ რამდენი დიადი პრობლემა დარჩა გადაუჭრელი იმის გამო, რომ ადამიანებს საკმარისი ცოდნა არ გააჩნდათ, ან საკმარისად არ სწამდათ საკუთარი თავისა და შემოქმედებითი პროცესის, რომ მთელი გონება არჩეული ამოცანის ამოხსნისთვის მიეძღვნათ?

ახალს არასდროს არავინ არაფერს იწყებს, ყველა სხვების შეცდომებებს ეყრდნობა. მეცნიერებაში ჭეშმარიტად ორიგინალური არაფერია. მნიშვნელოვანი ის არის, რა წვლილი შეიტანა თითოეულმა საერთო ცოდნის გაფართოებაში.

მოკრძალება და მორიდება არ მახასიათებს. კარგად ვისწავლე, რომ კაცს ცხოვრებაში ხეირს არც ერთი მათგანი არ დააყრის.

ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასი აქვს.

„ელჯერნონ-გორდონის ეფექტი“ - „ხელოვნურად გაუმჯობესებული ინტელექტის დაქვეითების სისწრაფე გაუმჯობესების მასშტაბის პირდაპირპროპორციულია“.

მეშინია. სიცოცხლის, სიკვდილის, არარაობისა კი არა, ისე წასვლის, თითქოს არც არასოდეს მეარსებოს.

მეგობრების ყოლა ადვილია თუ ხალხს შენზე გაცინების უფლებას მისცემ.

ელჯერნონი უკანა ეზოში დავმარხე. საფლავზე მინდვრის ყვავილებს რომ ვდებდი, ტირილი ამივარდა. [...] გარეთ აცივდა მაგრამ ელჯერნონის საფლავზე ყვავილები ისევ მიმაქ. [...] პ.შ. თუშეძლეფთ ყვავილები დააშყეთ ელჯერნონის საფლავზე უკანაეზოწი.

ინგლისურიდან თარგმნა თინათინ ხომერიკმა
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2015წ.