მარიო ვარგას ლიოსა: დონალდ ტრამპი კლოუნი და რასისტია

პერუელი ნობელიანიტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას განცხადებით, დონალდ ტრამპი კლოუნი და რასისტია, რესპუბლიკური პარტია კი დამარცხდება, თუკი ნოემბერში, აშშ-ში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ტრამპს დაასახელებს. 

„ის სახიფათოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რომ თეთრ სახლში ბატონი ტრამპის მსგავსმა კლოუნმა, დემაგოგმა და რასისტი არ უნდა იცხოვროს“, - განაცხადა მარიო ვარგას ლიოსამ, მწერალმა, რომელიც პერუს 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. 

წყარო - theguardian