ჟან კოკტო - მოგონებები ამადეო მოდილიანიზე

„აი, ჩვენი მოედანი. ქვაფენილზე მოდილიანი ცეკვავს, რაღაც დათვური ილეთები გამოჰყავს. 

კისლინგი მეასეჯერ უმეორებს: „წავიდეთ, შინ წავიდეთ!“ 

ჯიუტად იქნევს ხუჭუჭა თავს.

ამადეო მოდილიანი - ჟან კოკტოს პორტრეტი, 1917წ.
ახლა სხვა ცეკვა იწყება. 

ესპანურ მანერაზე წევს ხელებს ზევით, თითებს ატკაცუნებს და ტრიალებს.

კისლინგი მიდის. 

მოდილიანი სატანასავით ხარხარებს და კიდევ უფრო მეტი გატაცებით განაგრძობს ცეკვას“.