რა საიდუმლოს ამხელს ჯ.კ. როულინგი სევერუს სნეიპის შესახებ?!

მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მკითხველებს გაანდო, რომ ალბუს დამბულდორი გეია, ჰაგრიდს კი პატრონუსის შელოცვის გამოყენება არ შეუძლია, სევერუს სნეიპის ჯერიც დადგა. 

აღმოჩნდა, რომ სნეიპი ძლიერი ლეგილიმენსია.

ლეგილიმენცია სხვა ადამიანის ტვინში შეღწევის უნარია. ჯადოქარს, რომელიც ამ უნარს ფლობს, სხვისი აზრებისა და მოგონებების ამოკითხვა შეუძლია. ლეგილიმენციით გამორჩეულად ნიჭიერი მაგები არიან დაჯილდოვებულნი. როულინგის ეს განმარტება ხსნის, თუ რატომ დაავალა ალბუს დამბლდორმა სევერუს სნეიპს ჰარის ოკლუმენციაში (გონების დაცვა თავდამსხმელისგან) გაწვრთნა.

ახალი დეტალები სნეიპის შესახებ როულინგმა ფანებს ტვიტერის მეშვეობით გაუმხილა. ერთ-ერთ მკითხველს უცნაურად მოეჩვენა სნეიპისა და ვოლდემორის შემთხვევაში ასე რთულად წარმოდგენილი ლეგილიმენციის უნარი, როცა  ახალ ფილმში „ფანტასტიკური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ვხვდებით პერსონაჟ ქუინის, რომელიც აზრებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კითხულობს.

ჯოან როულინგმა მკითხველს აუხსნა, რომ სნეიპმა ეს უნარი ვარჯიშით განავითარა, ხოლო ქუინი ამ ნიჭით დაიბადა.