ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და ნუ მოკლავ ჯაფარას სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს

„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ვირჯინიის სკოლების ნაწილში, სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს. მიზეზი მშობლების საჩივარია, რომლის თანახმად აღნიშნული წიგნები რასისტული დისკრიმინაციის მატარებელია.

ჰარპერ ლისა და მარკ ტვენის შედევრები სასკოლო მასალებიდან ერთ-ერთი მოსწავლის დედის ოფიციალური საჩივრის  გამო ამოიღეს. თავად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ფერადკანიანია.

საჩივრის მთავარი მიზეზიკი ორივე რომანში ხშირად გამოყენებული სიტყვა - „ზანგი“ იყო.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ მოზარდ მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ა.შ.შ.-ს ბიბლიოთეკების ასოციაციის მონაცემებით, მარგარ ეტეტვუდის „მხევლის წიგნთან“, „ანა ფრანკის დღიურებთან“ და „რომეო და ჯულიეტასთან“ ერთად, ისინი ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სიის სათავეში არიან.