ბლეზ პასკალი - ძალა და სამართლიანობა

ნაწყვეტი ბაჩანა ბრეგვაძის ესსედან - „ნიკოლო მაკიაველი“

პოლიტიკისა და მორალის ურთიერთმიმართების საკითხი, დელიკატური პრობლემაა, რომელიც არსებითად ძალისა და სამართლიანობის თანაფარდობამდე დაიყვანება. 

იშვიათად, თუ ვინმეს გამოუთქვამს უფრო ცხადად და სხარტად ამ თანაფარდობის არსი, ვიდრე ეს მოახერხა ბლეზ პასკალმა:

„მართებულია დაემორჩილოთ სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია.

უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ, იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი; უსამართლო ძალა კი ყოველთვის აღაშფოთებს კეთილთ.

მაშასადამე, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა; ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდა ძალა - სამართლიანი“.

ბლეზ პასკალი, „აზრები“, ფრანგულიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, „საუნჯე“, 1976წ.