Monday, January 30, 2017

შეგონებები წარსულიდან #1 - მარკუს ავრელიუსი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

თუ რომელიმე საქმე მძიმე გგონია, ნუ ფიქრობ, სხვას მისი ქმნა არ შეეძლოს, ხოლო საქმე სხვისთვის მსუბუქი და ადვილი შენთვისაც უსათუოდ ძნელი არ იქნება.

***

უმჯობესი შურისგება ის არის, რომ არ ემსგავსო და არ მიჰბაძო მას, ვინც გაგამწარა.

***

ისწავლე, რომ გიყვარდეს უმწვერვალესად ყოველი კაცი, თუ გინდა ბედნიერი და დღეგრძელი იყო.

***

სისრული ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.

***

ოდეს კაცი კეთილსა იქმს, არა საჭირო ყვიროდეს დაფითა და ნაღარით.

***

ზოგი არაფერს ამბობს, იმიტომ, რომ არ იცის, რა თქვას, ზოგი კი იმიტომ, რომ დრო იცის, როდის თქვას.

***

როცა საწყენი რამ შეგემთხვეს, ეგ ჯერ კიდევ უბედურება არ არის; ნუ დაივიწყებ, რომ ღირსეულად ატანა წყენისა - ბედნიერებაა.

***

იგი, ვინც კეთილის მყოფელია - ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისი მხრით აბედნირებს ადამიანს.

***

ათასი გარემოებაა იმისთანა, რომელიც ჯერ უნდა გამოიძიო, ვიდრე განიკითხავდე საქციელს სხვისას.

***

ვინც სცოდავს, ის თავისი თავის წინაშეცა სცოდავს.