Tuesday, January 31, 2017

შეგონებები წარსულიდან #2 - ფრენსის ბეკონი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი - მეტად კარგი მოსამსახურე.

***

მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულოა, როგორც ტანთგახდა და გაშიშვლება.

***

სიცრუე ნიშანია დაბალი სულისა, უღონო ჭკუისა და ბიწიერი ხასიათისა.

***

კაცს მალე სჯერა ის, რისი სურვილიცა აქვს, ან რისიც ეშინია.

***

ყველა საძაგლობაზე უსაძაგლესი - პირფერობაა.

***

მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ღონე უნდა მისცეს - ებატონოს ბუნებას. ხოლო ბატონობს იგი, ვინც ძალოვანია, ვინც მცოდნეა. ადამიანის ცოდნა და ძალოვანება ერთი და იგივეა.