ალბერ კამიუ - როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო

„როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო“, - ალბერ კამიუ - „უცხო“

1960 წლის 4 იანვრის შუადღეს, ბურგუნდიაში, Facel-Vega-ს მარკის სპორტული ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა და ხეს დაეჯახა. 

მძღოლის, გამომცემელ მიშელ გალიმარდის გვერდით ფრანგი მწერალი - ალბერ კამიუ იჯდა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულების მანქანიდან გადმოყვანას საათები დასჭირდა.  ჭრილობებისაგან გალიმარდი რამდენიმე დღეში დაიღუპა.

მისი მეუღლე და ქალიშვილი  უვნებლად გადარჩნენ.