Tuesday, January 10, 2017

ძველი თბილისის ბუკინისტები

სოსო მერკვილაძის წიგნის მაღაზია ცოდნა.  (შავ ჩოხაში - სოსიკო მერკვილაძე)

***


ერთი ყარაჩოღელი ესაღოვი იყო, რომელიც განიერი შარვლით და ვერცხლის ქამრით დადიოდა თბილისის ქუჩებში და კალათით წიგნებსა ჰყიდდა. ამრიგად, ძველი თბილისის ბაზარს, გარდა საკუთარი მწერლებისა, მხატვრებისა და გამომცემლებისა, - თავისი წიაღიდან წარმოშობილი მოხეტიალე ბუკინისტებიცა ჰყავდა. 

***

აფაფია - 1. მოჩხუბარი, მყეფარი. 2. მეტი სახელი იყო ერთი მოჩხუბარი ბუკინისტისა (იარმუკის ბაზარში ვაჭრობდა, გარდაიცვალა).

ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი)

***

თარაფი - „თბილისელი კინტო ვარ, თარფით ვყიდი წიგნებსა, ვწერამ ლექსებს უაზროს, თავზე ვხატავ ციკნებსა“.

***

ფოთოლი - ძველად წიგნის ფურცელსაც ეწოდებოდა. „ეს წიგნი შეიცავს თავიდამ ორას ფოთოლს“.

***

წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“
იოსებ გრიშაშვილი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“