Sunday, February 12, 2017

შეგონებები წარსულიდან #6 - ვოლტერი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

ძალმომრეობას უფრო ადვილად იტანს კაცი, ვიდრე უსამართლობას.

***

თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს დამოკიდებული.

***

პოეზია მუსიკაა სულისა.

***

წიგნი ერთის მხირვ ძალიან ჰგავს ცეცხლს; ნაკვერჩხალს ვთხოულობთ მეზობლისაგან, ამით ცეცხლს ვაჩენთ, მერე სხვას ვაძლევთ ნაკვერჩხალს და ამგვარად ცეცხლი საზოგადო საკუთრება ხდება.

***

დრო ხანგრძლივია მისთვის, ვინც კარგადა ხმარობს. ვინც ირჯება, აზროვნებს და ფიქრობს, იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე.

***

გული ადამიანისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულია. 

***

ადამიანი ჩარხსა ჰგავს, ტრიალს მაშინ შეწყვეტს ხოლმე, როცა ჟანგი მოედება.

***

გლეხკაცი, რაც სათნოებიანია, თავის სახლეს ატარებს, აზნაური, ანუ თავადი, სათნოებას მოკლებული თავის სახელს დაათრევს.

***

არაფერში ვარგა იგი, ვინც მარტო თავისთავისთვის ვარგა.

***

ომი, რამდენისამე ხნის შემდეგ, გამარჯვებულსაც ისე აუბედურებს, როგორც დამარცხებულს.

***

ზემოქმედება ჩვეულებისა ბუნების მბრძანებლობაზე უფრო დიდი და ვრცელია.

***

ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.

***

ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.

***

მშვენიერი აზრი მთელ თავის საფასურსა ჰკარგავს, როცა ცუდად გამოთქმულია, და თუ განმეორებულია, ხომ თავსაც მოგაწყენს ხოლმე.

***

უნდა ერთი ხელით უმანკოებას შველოდეთ და მეორე ხელით სვრიდეთ ავკაცობას.

***

სიცრუე დიდი ბიწიერებაა მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტებას მოახდენს, ხოლო როცა კეთილს იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა.

***

არ არის რა ისე ძნელი სათქმელი კაცთათვის, როგორც მართალი.

***

პოეტის თარგმნა შეუძლებელია.

***

თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის სახელოვნება, ეცადე იმას აჯობო საქმით და მაშინ სამაგიეროს გადაუხდი იმისას, რომ მოსვენება წაგართვა მისმა სიკეთემ.

***

გაჭირვება ყველა მეცნიერებაზე მეტს ჰქმნის.

***

ის, რაც უგუნებოდ არის დაწერილი, უვარგისია.