Thursday, March 2, 2017

შეგონებები წარსულიდან #10 - ფრანსუა დე ლაროშფუკო

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

ადამიანიარ გასწორდება, თუ მის ავ საქმეებს ბედი შესწევს.

***

სათნოება შორ მანძილს ვერ გაივლიდა, თან რომ თავმომწონეობა არ ახლდეს.

***

ჭეშმარიტ სიყვარულსა და ბედნიერებაზე იგივე ითქმის, რაც მოჩვენების შესახებ: ყველა იმათ ხსენებაშია, მაგრამ იშვიათად დაუნახავს ვინმეს.

***

რა ხშირად ხმარობს ადამიანია ჭკუას იმისათვის, რომ სულელობა ჩაიდინოს.

***

ჩვენ არასოდეს არა ვართ არც ისე ბედნიერი და არც ისე უბედური, როგორც ჩვენ გვეჩვენება ხოლმე.

***

ჩვენი გული ხშირად გაეხუმრება ხოლმე ჩვენს გონებას.

***

ჭკუას უფრო დიდი სიკეთე მოაქვს ქვეყნისათვის, ვიდრე ქონებას; სისულელეს უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე ბოროტმოქმედებას.

***

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებერი არ არის. 

***

სიცოცხლე მეგობრობისა გულს ათბობს და არა სწვავს კი.

***

ყველაზე ძნელია კაცმა კარგად ილაპარაკოს მაშინ, როცა ჩუმად ყოფნა სირცხვილია.

***

უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.

***

დიდი უბედურება არ არის, რომ სამსახური გაუწიო უმადურს, ხოლო მეტისმეტი უბედურება იგია, რომ სამსახური გაუწიოს კაცმა უნამუსოთა.

***

მძულვარება და პირფერობა ორი წყლისქვეშეთი კლდეა, რომელსაც ზედ შეემსხვრევა ხოლმე ჭეშმარიტება.

***

ხალხის ლანძღვას არაფრად ვაგდებდი, მაგრამ ამავე ხალხის ქებაც კი სიამაყითა და სიამოვნებით მივსებდა გულს.

***

ადამიანები ერთმანეთში დიდხანს არ მოთავსდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს არ ატყუებდნენ.

***

ყველაზე უმშვენიერესი მადლი, კაცთადმი მინიჭებული, ჯერ სიბრძნეა და მას შემდეგ - მეგობარი.

***

ჩვენ ხშირად შევუნდობთ ხოლმე იმათ, ვინც თავს გვაბეზრებს, მაგრამ არასგზით არ შევუნდობთ ხოლმე, ვისაც ჩვენ თვითონ ვაბეზრებთ თავს.

***

ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დასახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია. 

***

სხვის მწუხარებას ყოველთვის ავილად ავიტანთ ხოლმე.

***

რაც უნდა კარგი თქვან ჩვენს შესახებ, ჩვენთვის იგი ახალი ამბავი არ იქნება.

***

ურთიერთობა დიდხანს არასოდეს არ გასტანს, მარტო ერთი მხარე რომ იყოს მტყუანი.

***

იჭვნეულობას სარჩულად ერთი ნაწილი სიყვარულის უდევს და ოთხმოცდაცხრამეტი - თავმოყვარეობისა.

***

რჩევასა და დარიგებას კი აძლევენ და ჭკუას კი არა, რომ ეს რჩევა და დარიგება გამოიყენონ.

***

ზოგიერთი სისულელეც გადამდებია ისევე, როგორც სენი და სატკივარი.

***

სიძულვილი შესაძლოა უფრო მალე დაწყნარდეს და დაცხრეს, ვიდრე შური.

***

განშორება პატარა სიყვარულს ასუსტებს, დიდს კი უფრო აძლიერებს; იგი ქარსა ჰგავს, რომელიც სინათლეს აქრობს და დიდ ალს კი უფრო განადიდებს ხოლმე.

***

აუცილებელი ნიშანი უმაღლესის ბუნებური ღირსებისა - შურის არქონაა.

***

ადამიანი ისე უხვად არას არიგებს, როგორც რჩევა-დარიგებას.

***

სიბერე მტარვალია, რომელიც სიკვდილს გვიქადის ჭაბუკისებური სიამოვნებასავით.

***

სულმოკლეს არასოდეს არ შესწევს ღონე, რომ კეთილი იყოს.

***

სულმოკლეობა უფრო საშიში მტერია კეთილისა, ვიდრე თვით ბოროტი.

***

ხსოვნას ყველა კაცი უჩივის, თავის ჭკუას - არავინ.

***

შეყვარებულთ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს მოწყინდებათ, რადგან თავის თავზე ლაპარაკობენ.

***

კერპობა ნიშანია ჭკუანაკლებობისა და უმეცრებისა.

***

ჩვენი გული ჩვენს გონებას ხშირად დასცინის და ბურთივით ათამაშებს ხოლმე.

***

ჩვენ ყოველთვის ისინი გვიყვარს, რომელნიც ყურადღებით გვეკიდებიან, და არა ისინი, რომელნიც ჩვენის ყურადღების ღირსნი არიან.

***

ადამიანის ბედნიერება და უბედურება ხშირად თვით იმისი ხასიათისაგან არის დამოკიდებული, და არა ხვედრისა და ყისმათისაგან.

***
თუ სიყვარული ჩვენთა მეგობართა ნაკლოვანების დასანახავადაც კი აგვიხვევს ხოლმე თვალს, ჩვენი საკუთარი ნაკლოვანება როგორღა უნდა შევნიშნოთ?