Thursday, March 16, 2017

შეგონებები წარსულიდან #13 - პლატონი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

თითქმის ყოველივე, რაც ადამიანზეა დამოკიდებული, შეიძლება წახდეს და წაიბილწოს ოქროსაგან.

***

სჯობია ადამიანი გაცვდეს შრომისაგან, ვიდრე ობი მოეკიდოს უქმად ყოფნისაგან.

***

ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი სჯის არა ცოდვისათვის, არამედ ცოდვისგან გასაფრთხილებლად.

***

ყოველი აკცი თვითვეა თავისი ბედის მჭედელი.

***

როდესაც სათნოებას ფასი ეკარგება, ოქროს მაზანდი ემატება.

***

სიხარული და მწუხარება ერთმანეთს იმაში ჰგვანან, რომ ერთიც და მეორეც გვიხშობს გონებას.

***

თუ რომელიმე ქალაქში ბევრი მეკანონე და მკურნალია, ეგ უტყუარი ნიშანია, რომ იქ ქალაქი ავად და ურიგოდ არის მოწყობილი.