Tuesday, March 21, 2017

შეგონებები წარსულიდან #14 - ჟან-ჟაკ რუსო

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

ძნელად საკმარისია ადამიანის სიცოცხლე კარგი წიგნის შესადგენად, ხოლო ნახევარი - იმის შესასწორებლად.

***

იმედი სიზმარია მღვიძარი კაცისა.

***

უმეცრობაზე გამბედავი არა არის რა ქვეყანაზე.

***

ვაი იმას, ვისაც ერთი დღის სიამოვნება მაინც ვერ შეუწირავს კაცური მოვალეობისთვის.

***

სიცოცხლე ადამიანისა თავისთავად არაფრად ღირს; საქმე ისაა, როგორ მოიხმარს. მხოლოდ ამის მიხედვით ედება ფასი სიცოცხლეს.

***

ცდომისაკენ ათასი გზა მიდის, ჭეშმარიტებისაკენ - მხოლოდ ერთი.

***

კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.

***

საბუთი მტყუანისა - ლანძღვა გინებაა.

***

ყოველ ასაკს თავისი ზამბარა აქვს, რომელსაც მოჰყავს მოძრაობაში ადამიანი.

***

სიყვარულს ერთი უდიდესი თავისი მშვენიერება მაშინ ეკარგება, როცა პატიოსნებას თავს ანებებს.

***

სიცოცხლე ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ კაცმა ყველა ის უბედურება და სიავე წარმოიდგინოს, რომლითაც მოფენილია ცხოვრება ადამიანისა.

***

ყველაზე გვიან ჭკუასა და გონებას შევიძენთ ხოლმე.

***

ზოგი მდიდარია, თუნდაც ერთი დღის მიწა ჰქონდეს, ზოგი ღარიბია, თუნდ სულ ოქროში იჯდეს.

***

ენის სისუსტე ხშიად გრძნობის ძალას მოწმობს.

***

ერი თვისუფალია, როდესაც თავის მმართველს ადამიანად კი არა, კანონის იარაღად სთვლის.

***

ცოლი მენახშირისა უფრო პატივსაცემია, ვიდრე ხასა თავადისა.

***

კანონი სხვა არა არის, თუ არა ხელშეკრულება, დადებული ერთმანეთს შორის საზოგადოების წევრთა მიერ.

***

სცდებიან ადმაიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, ვიცითო.

***

ადამიანი განვითრებას დაბადებიდანვე იწყებს:ჯერ არაფრის შეგნება-გაგება აქვს ყმაწვილს, რომ უკვე სწავლობს. გამოცდილება განვითრებას წინ უძღვის.

***

თავმოყვარეობა წყაროა და სათავე ყოველი ჩვენი ვნებისა. იგი ჩვენთან ერთად იბადება და სიკვდილამდე არა გვშორდება.

***

მეტისმეტი სიხარული და მეტისმეტი მწუხარება არ შეფერის გონიერ ადამიანს.

***

თავისუფლებას მოკლებული კაცი მკვდარია.

***

აღზრდა-განათლების საქმეში აჩქარება დიდი შეცოდმაა.

***

გულისთვის უფრო ადვილი ასატანია ძლიერი მწუხარება, ვიდრე ხანგრძლივი სევდა.

***

რა შესაბრალისნი არიან ისინი, რომელთაც მოთემნა არა აქვთ?