ილია ჭავჭავაძის წინასწარმეტყველება...

1906 წელს, პეტერბურგში, მრეწველმა და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა სადილი გაუმართა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს ქართველ დეპუტატებს.

მოწვეულთა შორის იყვნენ რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩეული ილია ჭავჭავაძე და ქართველი სოციალ დემოკრატები: ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ისიდორე რამიშვილი და სხვები.

სადილის დამწრე ჟურნალისტი, მალაქია ბოლქვაძე გადმოგვცემს:

„სადილის ბოლოს დავით სარაჯიშვილი შამპანური ღვინით გაგვიმასპინძლდა. ავარდა პრობკა და აივსო ჭიქები შუშხუნა შამპანით. ისიდორე რამიშვილმა არაჩვეულებრივად შეათამაშა სახე, ულვაშებში ჩაიცინა და მოსვა შმპანური ღვინო...

დაცალა ჭიქა და სიცილით თქვა:

- ძალიან გემრიელი ყოფილა შამპანური. პირველად ვსვამ. მშვენიერი ღვინოა. ამიტომ ვერ შორდება და იცავს თავის ცხოვრებას ბიუროკრატია და ბურჟუაზია. რა თქმა უნდა, ასეთი ღვინის დაკარგვა ეძნელებათ.

ისიდორეს გულწრფელმა, ირონიულმა სიტყვებმა საერთო სიამოვნება გამოიწვია. შამპანური კიდევ დალიეს. ილია გამხიარულდა და გულახდილად შენიშნა:

- სოციალ-დემოკრატიას შამპანური დაუტკბილდა“.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები