Friday, March 24, 2017

ჰენრი VIII და ჰანს ჰოლბაინ უმცროსი

როდესაც ჰანს ჰოლბაინ უმცროსი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ის კარის მხატვარი იყო, მას ერთი ლორდი გადაეკიდა და მის საქმეებში ერეოდა. 

აღშფოთებულმა მხატვარმა ახირებული ლორდი კიბიდან გადმოაგდო.

ლორდმა მეფესთან უჩივლა მხატვარს, მაგრამ უშედეგოდ.

- მილორდ, - უთხრა მეფემ ლორდს, - მე გიკრძალავთ მხატვრის შეწუხებას. იცით, რა განსხვავებაა თქვენსა და ჰობაინს შორის? მე შემიძლია ახლავე მოვიყვანო შვიდი გლეხი და შვიდივე გრაფად ვაქციო, ისეთად, როგორიც თქვენა ხართ, მაგრამ არ შემიძლია თუნდაც ერთი ჰოლბაინის გამოყვანა.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები