Header Ads

test

შეგონებები წარსულიდან... |

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

მარკუს ავრელიუსი
თუ რომელიმე საქმე მძიმე გგონია, ნუ ფიქრობ, სხვას მისი ქმნა არ შეეძლოს, ხოლო საქმე სხვისთვის მსუბუქი და ადვილი შენთვისაც უსათუოდ ძნელი არ იქნება.

***

უმჯობესი შურისგება ის არის, რომ არ ემსგავსო და არ მიჰბაძო მას, ვინც გაგამწარა.

***

ისწავლე, რომ გიყვარდეს უმწვერვალესად ყოველი კაცი, თუ გინდა ბედნიერი და დღეგრძელი იყო.

***

სისრული ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.

***

ოდეს კაცი კეთილსა იქმს, არა საჭირო ყვიროდეს დაფითა და ნაღარით.

***

ზოგი არაფერს ამბობს, იმიტომ, რომ არ იცის, რა თქვას, ზოგი კი იმიტომ, რომ დრო იცის, როდის თქვას.

***

როცა საწყენი რამ შეგემთხვეს, ეგ ჯერ კიდევ უბედურება არ არის; ნუ დაივიწყებ, რომ ღირსეულად ატანა წყენისა - ბედნიერებაა.

***

იგი, ვინც კეთილის მყოფელია - ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისი მხრით აბედნირებს ადამიანს.

***

ათასი გარემოებაა იმისთანა, რომელიც ჯერ უნდა გამოიძიო, ვიდრე განიკითხავდე საქციელს სხვისას.

***

ვინც სცოდავს, ის თავისი თავის წინაშეცა სცოდავს.

***

ფრენსის ბეკონი
ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი - მეტად კარგი მოსამსახურე.

***

მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულოა, როგორც ტანთგახდა და გაშიშვლება.

***

სიცრუე ნიშანია დაბალი სულისა, უღონო ჭკუისა და ბიწიერი ხასიათისა.

***

კაცს მალე სჯერა ის, რისი სურვილიცა აქვს, ან რისიც ეშინია.

***

ყველა საძაგლობაზე უსაძაგლესი - პირფერობაა.

***

მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ღონე უნდა მისცეს - ებატონოს ბუნებას. ხოლო ბატონობს იგი, ვინც ძალოვანია, ვინც მცოდნეა. ადამიანის ცოდნა და ძალოვანება ერთი და იგივეა.

***

ნაპოლეონ ბონაპარტე
ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი - გულს; პირველი - ლამაზი ნივთია, მეორე - საუნჯე.

***

უპირველესი სათნოება - მამულისათვის თავის დადებაა.

***

გონებასა და ჭკუას შორის ძალიან დიდი მანძილია.

***

თუ გინდა რომ სძლიო სიყვარულს, გაექეცი.

***

სხვების სისულელე ჩვენ ვერასოდეს ვერ დაგვაჭკვიანებს.

***

ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის, არამედ მისი გონიერად მოხმარება.

***

ზეაღმავალი შეიძლება შედგეს კიდეც, და ქვედაქანებული კი - არასდროს.

***

ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც ძირს დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.

***

ბუდა
თავისი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო დიდი გამარჯვებაა.

***

უქმობა, ზარმაცობა გზაა სიკვდილისა, საქმობა, მღვიძარობა - სიცოცხლის გზაა.

***

რისხვას ვერ სძლევ რისხვითა; რისხვა ემორჩილება მარტო მშვიდობითმყოფელობას.

***

გოეთე
შექსპირმა თავის თხზულებათა ვერცხლის თასში ჩააწყო ოქროს ვაშლები თავისი იდეების; როცა ჩვენ, გერმანელები, ვიკვლევთ მისს თხზულებათ, მალე ხელთ ვიგდებთ ხოლმე ვერცხლის თასს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ოქროს ვაშლების მაგიერ თასში ჩავაწყოთ ჩვენი გერმანული კარტოფილი.

***

უვარგისი სიცოცხლე ადრეული სიკვდილია.

***

ყველაზე დიდი დაბრკოლება იქ დაგვხვდება ხოლმე, სადაც ყველაზე ნაკლებ მოველოდით.

***

მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიბრძნე.

***

ვინც პირველ ღილს ცუდად შეიკრავს, იმას მთელი შესაკრავი ღილები აერევ-დაერევა.

***

ადამიანი თავის თავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.

***

დაფნის გვირგვინი უფრო ნიშანია წამების, ვიდრე ბედნიერების.

***

თუ დილა არ გვაღვიძებდეს ახალი სიამოვნებისთვის და საღამო არა-რა იმედს გულში არ გვიტოვებდეს, - ტანისამოსის ჩაცმა და გახდა შრომადაც არ ეღირებოდა.

***

სრული ბედნიერების დროს თითოეული დღე მთლი სიცოცხლეა.

***

ვისაც პოეტის ხმა გულს არ აუძგერებს, ბარბაროსია. 

***

ვისაც აქვს რაიმე ქონება, ხმალიც ხელთ უნდა ეპყრას.

***

ახალგაზრდობას უფრო წაქეზება უყვარს, ვიდრე სწავლა და დარიგება.

***

თუ ადამიანმა კარგად შეიგნო თავისი ნაკლნი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოებია.

***

ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მიუწვდომელიც კი შეიძლება გამოკვლელ იქნას; უამისოდ იგი კვლევა-ძიებას სრულიად თავს დაანებებს.

***

თუ იცი ვის ენდო და ერწმუნო, ცხოვრებას მიენდე: იგი ყველა ბრძენსა და წიგნზე უკეთესად გასწავლის.

***

ვინც არეულ დროს თვითონვე გულით ყოყმანობს, იგი ბოროტს ამრავლებს და შეძლებას აძლევს გაძლიერებისა, ხოლო ვინც სულით მტკიცეა და შეურყეველი, იგი საკუთარ ქვეყანას იშენებს.

***

დიდის ამბით და დღესასწაულით არც ერთ საქმეს არ უნდა შეუდგეთ; დღესასწაულით უნდა საქმის დამთავრება იუქმოთ.

***

საშიშია ის, ვისაც დასაკარგი არა აქვს-რა.

***

სალამურში მარტო ჩაბერვა კი არ კმარა - საჭიროა თითების ხმარებაც იცოდეს დამკვრელმა.

***

საუკეთესო დედა ის არის, რომელიც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როდესაც ისინი დაობლდებიან.

***

გულს შეუძლია მწუხარება ხმაამოუღებლად ატაროს, სიხარულს კი ხმაამოუღებლად ვერ აიტანს.

***

სადაც უნდა მოგვისწროს სიყვარულმა, იგი სხვა არა არის რა, თუ არა გაბედული ნაბიჯი, და შემთხვევასაც დიდი ადგილი უჭირავს ამ საქმეში.

***

სიცოცხლემ ხოლდო მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

***

პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოცდის.

***

მხდალიც იმუქრება, როდესაც შიში არაფრისა აქვს.

***

ადამიანი, რომელიც წვრილმანებისათვის ზრუნავს, სთესს ცუდმედიდურებას და მკის სასოწარკვეთილებას.

***

ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.

***

ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ სესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო.

***

ძლიერია კანონი, ხოლო გაჭირვება კანონზედ უძლიერესია.

***

ახალი ჭეშმარიტებისათვის საშიში ისე არა არის რა, როგორც დაძველებული.

***

პირველი ნიშანი გენიოსობისა ის არის, რომ იგი ჭეშმარიტებას არ გადასცდეს.

***

ვინც ეძებს ჭეშმარიტებას - ჭკვიანია, ვისაც ჰგონია ვიპოვეო - სულელია.

***

სულელები და ჭკვიანები ერთნაირად უვნებელნი არიან; ძნელად ასატანი არიან მხოლოდ ნახევრად სულელნი და ნახევრად ჭკვიანნი.

***

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არა აქვს.

***

მხოლოდ კანონი ანიჭებს ადამიანს თავისუფლებას.

***

მყუდროებაში ყოველი ნიჭი მწიფდება, ხასიათი კი ცხოვრების ზღვის ბობოქრობაში განმტკიცდება.

***

რომელი ბატონობაა ყველაზე უკეთესი? იგი, რომელიც გვასწავლის საკუთარ ფეხზე დგომას.

***

კაცი, რომელმაც თავისი თავის იმედი დაჰკარგა, აუცილებლად ბოლოს თავის ღონესაც დაჰკარგავს.

***

პატიოსან მოქალაქეს, რომელცი საზრდოობს თავისი პატიოსანი შრომისა და მეცადინეობის ნაყოფით, ყველგან იმდენი თავისუფლება ექნება, რამდენიც მისთვის არის საჭირო.

***

რაც უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს, ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამ ქვეყნად.

***

ვოლტერი 
ძალმომრეობას უფრო ადვილად იტანს კაცი, ვიდრე უსამართლობას.

***

თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს დამოკიდებული.

***

პოეზია მუსიკაა სულისა.

***

წიგნი ერთის მხირვ ძალიან ჰგავს ცეცხლს; ნაკვერჩხალს ვთხოულობთ მეზობლისაგან, ამით ცეცხლს ვაჩენთ, მერე სხვას ვაძლევთ ნაკვერჩხალს და ამგვარად ცეცხლი საზოგადო საკუთრება ხდება.

***

დრო ხანგრძლივია მისთვის, ვინც კარგადა ხმარობს. ვინც ირჯება, აზროვნებს და ფიქრობს, იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე.

***

გული ადამიანისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულია. 

***

ადამიანი ჩარხსა ჰგავს, ტრიალს მაშინ შეწყვეტს ხოლმე, როცა ჟანგი მოედება.

***

გლეხკაცი, რაც სათნოებიანია, თავის სახლეს ატარებს, აზნაური, ანუ თავადი, სათნოებას მოკლებული თავის სახელს დაათრევს.

***

არაფერში ვარგა იგი, ვინც მარტო თავისთავისთვის ვარგა.

***

ომი, რამდენისამე ხნის შემდეგ, გამარჯვებულსაც ისე აუბედურებს, როგორც დამარცხებულს.

***

ზემოქმედება ჩვეულებისა ბუნების მბრძანებლობაზე უფრო დიდი და ვრცელია.

***

ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.

***

ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.

***

მშვენიერი აზრი მთელ თავის საფასურსა ჰკარგავს, როცა ცუდად გამოთქმულია, და თუ განმეორებულია, ხომ თავსაც მოგაწყენს ხოლმე.

***

უნდა ერთი ხელით უმანკოებას შველოდეთ და მეორე ხელით სვრიდეთ ავკაცობას.

***

სიცრუე დიდი ბიწიერებაა მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტებას მოახდენს, ხოლო როცა კეთილს იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა.

***

არ არის რა ისე ძნელი სათქმელი კაცთათვის, როგორც მართალი.

***

პოეტის თარგმნა შეუძლებელია.

***

თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის სახელოვნება, ეცადე იმას აჯობო საქმით და მაშინ სამაგიეროს გადაუხდი იმისას, რომ მოსვენება წაგართვა მისმა სიკეთემ.

***

გაჭირვება ყველა მეცნიერებაზე მეტს ჰქმნის.

***

ის, რაც უგუნებოდ არის დაწერილი, უვარგისია.

***

იმანუელ კანტი

ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშო... ყველაზე საჭიროა ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.

***

გონიერება ჭეშმარიტებათა შორის არსებული კავშირის გამოცნობას ეწოდება.

***

ზოგიერთი ქალები წიგნებს საათივით საჩვენებლად და თავმოსაწონებლად ატარებენ, სულერთია - ის საათი თუნდაც იდგეს, თუნდ სწორად დადიოდეს.

***

ზნეობის საფუძველი არის მოვალეობა და არა გამორჩენა.

***

კონფუცი

ყოველი წუთი თავისუფალი დროისა ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს.

***

მითხარ - რა იყავი, გეტყვი - რა იქნები.

***

წყენა და ბოროტი დაივიწყე, მხოლოდ სიკეთეს ნუ დაივიწყებ ნურასდროს.

***

ბოროტთა კაცთა ნახვა-მოსმენა უკვე დასაწყისია ბოროტის საქმის ჩადენისა.

***

ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი.

***

ადამიანები ბუნებით ერთმანეთთან ძალიან დაახლოვებულნი არიან, მაგრამ განათლებით კი დაშორებულნი.

***

ჟან დე ლაბრუერი

სასაცილოდ აგდება სხვისა ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.

***

დრო დამაუძლურებელი და გამქარვებელია მიჯნურობისა, მეგობრობისა კი - განმამტკიცებელი.

***

დიდებულ სულს ვერავითარი უსამართლობა და ურიგობა ვერ მიეკარება.

***

ქაღალდის თამაშობას ჩვეულებრივ იწყებენ გულის გასართობად, განაგრძობენ სიძუნწის გამო და ათავებენ საბანქო ვნებათა ღელვით.

***

ვაჟკაც გმირს მარტო ომის უნარი აქვს, დიდბუნებიანს - ყველაფრისა, ერთიცა და მეორეც იმოდენას ვერ აიწონიან ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონის.

***

ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანიარ გასწორდება, თუ მის ავ საქმეებს ბედი შესწევს.

***

სათნოება შორ მანძილს ვერ გაივლიდა, თან რომ თავმომწონეობა არ ახლდეს.

***

ჭეშმარიტ სიყვარულსა და ბედნიერებაზე იგივე ითქმის, რაც მოჩვენების შესახებ: ყველა იმათ ხსენებაშია, მაგრამ იშვიათად დაუნახავს ვინმეს.

***

რა ხშირად ხმარობს ადამიანია ჭკუას იმისათვის, რომ სულელობა ჩაიდინოს.

***

ჩვენ არასოდეს არა ვართ არც ისე ბედნიერი და არც ისე უბედური, როგორც ჩვენ გვეჩვენება ხოლმე.

***

ჩვენი გული ხშირად გაეხუმრება ხოლმე ჩვენს გონებას.

***

ჭკუას უფრო დიდი სიკეთე მოაქვს ქვეყნისათვის, ვიდრე ქონებას; სისულელეს უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე ბოროტმოქმედებას.

***

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებერი არ არის. 

***

სიცოცხლე მეგობრობისა გულს ათბობს და არა სწვავს კი.

***

ყველაზე ძნელია კაცმა კარგად ილაპარაკოს მაშინ, როცა ჩუმად ყოფნა სირცხვილია.

***

უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.

***

დიდი უბედურება არ არის, რომ სამსახური გაუწიო უმადურს, ხოლო მეტისმეტი უბედურება იგია, რომ სამსახური გაუწიოს კაცმა უნამუსოთა.

***

მძულვარება და პირფერობა ორი წყლისქვეშეთი კლდეა, რომელსაც ზედ შეემსხვრევა ხოლმე ჭეშმარიტება.

***

ხალხის ლანძღვას არაფრად ვაგდებდი, მაგრამ ამავე ხალხის ქებაც კი სიამაყითა და სიამოვნებით მივსებდა გულს.

***

ადამიანები ერთმანეთში დიდხანს არ მოთავსდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს არ ატყუებდნენ.

***

ყველაზე უმშვენიერესი მადლი, კაცთადმი მინიჭებული, ჯერ სიბრძნეა და მას შემდეგ - მეგობარი.

***

ჩვენ ხშირად შევუნდობთ ხოლმე იმათ, ვინც თავს გვაბეზრებს, მაგრამ არასგზით არ შევუნდობთ ხოლმე, ვისაც ჩვენ თვითონ ვაბეზრებთ თავს.

***

ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დასახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია. 

***

სხვის მწუხარებას ყოველთვის ავილად ავიტანთ ხოლმე.

***

რაც უნდა კარგი თქვან ჩვენს შესახებ, ჩვენთვის იგი ახალი ამბავი არ იქნება.

***

ურთიერთობა დიდხანს არასოდეს არ გასტანს, მარტო ერთი მხარე რომ იყოს მტყუანი.

***

იჭვნეულობას სარჩულად ერთი ნაწილი სიყვარულის უდევს და ოთხმოცდაცხრამეტი - თავმოყვარეობისა.

***

რჩევასა და დარიგებას კი აძლევენ და ჭკუას კი არა, რომ ეს რჩევა და დარიგება გამოიყენონ.

***

ზოგიერთი სისულელეც გადამდებია ისევე, როგორც სენი და სატკივარი.

***

სიძულვილი შესაძლოა უფრო მალე დაწყნარდეს და დაცხრეს, ვიდრე შური.

***

განშორება პატარა სიყვარულს ასუსტებს, დიდს კი უფრო აძლიერებს; იგი ქარსა ჰგავს, რომელიც სინათლეს აქრობს და დიდ ალს კი უფრო განადიდებს ხოლმე.

***

აუცილებელი ნიშანი უმაღლესის ბუნებური ღირსებისა - შურის არქონაა.

***

ადამიანი ისე უხვად არას არიგებს, როგორც რჩევა-დარიგებას.

***

სიბერე მტარვალია, რომელიც სიკვდილს გვიქადის ჭაბუკისებური სიამოვნებასავით.

***

სულმოკლეს არასოდეს არ შესწევს ღონე, რომ კეთილი იყოს.

***

სულმოკლეობა უფრო საშიში მტერია კეთილისა, ვიდრე თვით ბოროტი.

***

ხსოვნას ყველა კაცი უჩივის, თავის ჭკუას - არავინ.

***

შეყვარებულთ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს მოწყინდებათ, რადგან თავის თავზე ლაპარაკობენ.

***

კერპობა ნიშანია ჭკუანაკლებობისა და უმეცრებისა.

***

ჩვენი გული ჩვენს გონებას ხშირად დასცინის და ბურთივით ათამაშებს ხოლმე.

***

ჩვენ ყოველთვის ისინი გვიყვარს, რომელნიც ყურადღებით გვეკიდებიან, და არა ისინი, რომელნიც ჩვენის ყურადღების ღირსნი არიან.

***

ადამიანის ბედნიერება და უბედურება ხშირად თვით იმისი ხასიათისაგან არის დამოკიდებული, და არა ხვედრისა და ყისმათისაგან.

***
თუ სიყვარული ჩვენთა მეგობართა ნაკლოვანების დასანახავადაც კი აგვიხვევს ხოლმე თვალს, ჩვენი საკუთარი ნაკლოვანება როგორღა უნდა შევნიშნოთ?

***

უილიამ შექსპირი
მოკლე სიტყვა სულია ჭკუისა.

***

თუ ჰხედავ და გრძნობ - არსებობ, თუ აზროვნებ - ცოცხლობ.

***

რაც საჭიროა, მასზე მეტი რომ კაცს არ მივცეთ, ადამიანი ხომ პირუტყვად გადაიქცეოდა.

***

შტო, რომელიც მოსწყდეს თავის მშობელ ხეს - დაჭკნეს და გახმეს, ჯოჯოხეთის ცეცხლს შეეკეთოს.

***

ვსტირი, რომ სულელთ ფერხულია კაცთა ცხოვრება
და გინდა თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთ.

***

ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, - 
ბედკრულნი კი მას სიხარულით ეგებებიან.

***

მცირე რამ ცოდვა კაცს ძონძებქვეშ თვალში ეცემა, 
და ფარჩის ქვეშ კი ყოველივე დაფარულია.

***

ბედი სწორედ უნამუსო ქალია:
ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია.

***

საცა სიმართლე არ მიმიძღვის, ხმალიც არ მიჭრის.

***

ზოგჯერ უკუღმა, ზოგჯერ წაღმა ბედი ტრიალებს: ორთავეს კაცი ატრიალებს, ორთავეს კაცი უნდა დახვდეს გულმაგრად ხოლმე.

***

მოსწრებული სიტყვის გამარჯვება გამგონის ყურზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მთქმელის თქმაზე.

***

ფარ-ხმალი დედაკაცისა ცრემლია.

***

თვით სათნოებაც ვერ აცილდება ცილისწამების შხამსა. 

***

ყურნი ყველას მიაწვდინე, სიტყვა - იშვიათს, რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ. 

***

ფრთაშესხმულ განზრახვას ვერა დაეწევა რა, თუ აღსრულება ფეხდაფეხ არ მისდევს. 

***

კეთილი გული მზეა, რადგან იგი არ იცვლება მთვარესავით და ყოველი დღე, წლითიწლამდე ერთნაირად აბრწყინვალებს გარემოს.

***

ჭკუა მხოლოდ იმას დაიმორჩილებს, ვისაც აღარ აღელვებს არც სიძულვილი და არც დიდების მოპოვების წყურვილი.

***

ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა,
თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.

***

ხომ იცი, ჭკუით ვმოქმედებთ ჩვენ და არა გრძნობით
და ხანი უნდა საკმარისი ჭკუით მოქმედებას.

***

თავის თავის პატივი და ქება არასოდეს არ არის ისე საზიზღარი, როგორც დამცირება თავისა.

***

ყველას აქვს ნება ჰქმნას იგი, რითაც არავის მიაყენებს წყენასა და ვნებას.

***

მამაცი არასოდეს არ ეცემა ძირს; თუ ეცემა, ისევ ის, ვინც თავს იმამაცებს.

***

ჩემი სიცოცხლე და პატიოსნება განუყრელნი არიან. წამართვით პატიოსნება და ამით ჩემს სიცოცხლესაც ბოლო მოეღება.

***

სისულელე ბრძენებს უფრო ბევრსა ჰრგებს, ვიდრე სიბრძნე სულელებს.

***

სხვისა ცოდვებს რკინაზე ვხედავთ და კარგს საქმეს კი - წყალზე ვხაზავთ.

***

უფრო ადვილია თვალით ცეცხლი აანთო, ვიდრე სიტყვით გააქრო ალი სიყვარულისა.

***

ვაჟკაცობის საუკეთესო ნაწილი - სიფრთხილეა.


***

იქ, სადაც მოსამართლე მზაკვარია და მტაცებელი, ქურდს სრული უფლება აქვს ქურდობისა.

***

უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ აგრე ხშირად არ ახსენებდე.

***

შარლ ლუი დე მონტესკიე

უქმობა ყველა სენზე უფრო მეტად აუძლურებს ვაჟკაცს.

***

რჯულის საქმეში უნდა დაარწმუნო და არა უბრძანო. 

***

დაფნის რტოების ჩრდილი, ან თავს უბრუებს და ათრობს ადამიანს, ან აძინებს.

***

გაუფრთხილდით თქვენი შვილების ცრემლს, რომ მერმე თქვენს საფლავზე დაღვარონ.

***

პლატონი

თითქმის ყოველივე, რაც ადამიანზეა დამოკიდებული, შეიძლება წახდეს და წაიბილწოს ოქროსაგან.

***

სჯობია ადამიანი გაცვდეს შრომისაგან, ვიდრე ობი მოეკიდოს უქმად ყოფნისაგან.

***

ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი სჯის არა ცოდვისათვის, არამედ ცოდვისგან გასაფრთხილებლად.

***

ყოველი აკცი თვითვეა თავისი ბედის მჭედელი.

***

როდესაც სათნოებას ფასი ეკარგება, ოქროს მაზანდი ემატება.

***

სიხარული და მწუხარება ერთმანეთს იმაში ჰგვანან, რომ ერთიც და მეორეც გვიხშობს გონებას.

***

თუ რომელიმე ქალაქში ბევრი მეკანონე და მკურნალია, ეგ უტყუარი ნიშანია, რომ იქ ქალაქი ავად და ურიგოდ არის მოწყობილი.

***

ჟან-ჟაკ რუსო

ძნელად საკმარისია ადამიანის სიცოცხლე კარგი წიგნის შესადგენად, ხოლო ნახევარი - იმის შესასწორებლად.

***

იმედი სიზმარია მღვიძარი კაცისა.

***

უმეცრობაზე გამბედავი არა არის რა ქვეყანაზე.

***

ვაი იმას, ვისაც ერთი დღის სიამოვნება მაინც ვერ შეუწირავს კაცური მოვალეობისთვის.

***

სიცოცხლე ადამიანისა თავისთავად არაფრად ღირს; საქმე ისაა, როგორ მოიხმარს. მხოლოდ ამის მიხედვით ედება ფასი სიცოცხლეს.

***

ცდომისაკენ ათასი გზა მიდის, ჭეშმარიტებისაკენ - მხოლოდ ერთი.

***

კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.

***

საბუთი მტყუანისა - ლანძღვა გინებაა.

***

ყოველ ასაკს თავისი ზამბარა აქვს, რომელსაც მოჰყავს მოძრაობაში ადამიანი.

***

სიყვარულს ერთი უდიდესი თავისი მშვენიერება მაშინ ეკარგება, როცა პატიოსნებას თავს ანებებს.

***

სიცოცხლე ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ კაცმა ყველა ის უბედურება და სიავე წარმოიდგინოს, რომლითაც მოფენილია ცხოვრება ადამიანისა.

***

ყველაზე გვიან ჭკუასა და გონებას შევიძენთ ხოლმე.

***

ზოგი მდიდარია, თუნდაც ერთი დღის მიწა ჰქონდეს, ზოგი ღარიბია, თუნდ სულ ოქროში იჯდეს.

***

ენის სისუსტე ხშიად გრძნობის ძალას მოწმობს.

***

ერი თვისუფალია, როდესაც თავის მმართველს ადამიანად კი არა, კანონის იარაღად სთვლის.

***

ცოლი მენახშირისა უფრო პატივსაცემია, ვიდრე ხასა თავადისა.

***

კანონი სხვა არა არის, თუ არა ხელშეკრულება, დადებული ერთმანეთს შორის საზოგადოების წევრთა მიერ.

***

სცდებიან ადმაიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, ვიცითო.

***

ადამიანი განვითრებას დაბადებიდანვე იწყებს:ჯერ არაფრის შეგნება-გაგება აქვს ყმაწვილს, რომ უკვე სწავლობს. გამოცდილება განვითრებას წინ უძღვის.

***

თავმოყვარეობა წყაროა და სათავე ყოველი ჩვენი ვნებისა. იგი ჩვენთან ერთად იბადება და სიკვდილამდე არა გვშორდება.

***

მეტისმეტი სიხარული და მეტისმეტი მწუხარება არ შეფერის გონიერ ადამიანს.

***

თავისუფლებას მოკლებული კაცი მკვდარია.

***

აღზრდა-განათლების საქმეში აჩქარება დიდი შეცოდმაა.

***

გულისთვის უფრო ადვილი ასატანია ძლიერი მწუხარება, ვიდრე ხანგრძლივი სევდა.

***

რა შესაბრალისნი არიან ისინი, რომელთაც მოთემნა არა აქვთ?

***

სენეკა

ადამიანისთვის საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევძლოთ საკუთრი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება.

***

პატარა მწუხარება ყბედია, დიდი - კი ხმაამოუღებელი და მდუმარე. 

***

თუ ადამიანს უნდა თავისუფლება მოიპოვოს, სამართლიანი უნდა იყოს.

***

ბედნიერება კაცს თავის დღეში ისე მაღლა არ აიყვანს, რომ მეგობარი მისთვის საჭირო აღარ იყოს.

***

ძალვა მიწისა და სიყვარული სათნოებისა სააქაო ცხოვრების ნეტარებაა.

***

ბედნიერია იგი, ვისაც უყვარს სხვა, რომ მარტო ერთი მისი ხსენებით იწვრთნებოდეს და კეთდებოდეს. ვისაც ნიჭი აქვს სხვისი სიყვარულისა, იგი თვითონაც მალე შეიქმნება ღირსი თაყვანისცემის.

***

ამოირჩიე ამისთანა კაცი, რომელიც მოქმედება ანუ მოგწონება, რომლის სახე გამომეტყველია შენდა მიმართ თანაგრძნობისა და თვალწინ იყოლიე მუდამ, როგორც შენი მფარველი, როგორც მაგალითი.

***

ბედნიერია იგი, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაც.

***

თუ ცოტა ფულს ასესხებ კაცს, მოვალეა. თუ ბევრს - მტერი.

***

ვსწავლობთ არა სწავლებისათვის, არამედ ცხოვრებისათვის.

***

ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც თავისი მფლობელია.

***

ვინც ბატონად იხდის შქცევას ან მოწყენას, ის ეძლევა ყველაზე უფრო საშიშრ და მძიმე მონობას.

***

ვასწავლით რა სხვას, ჩვენც ვსწავლობთ.

***

საიდუმლოდ გაჰკიცხე, საჯაროდ ქება შეასხი.

***

არ არის გენიოსი, რომელსაც თან არ ახლდეს ოდნავი სიგიჟე.

***

ვინ არის ღარიბი? - ვინც თავის თავს ღარიბად ხდის.

***

ბენჯამინ ფრანკლინი

გამოცდილება ისეთი სკოლაა, სადაც ყოველი გაკვეთილი ძვირად გვიჯდება, მაგრამ მაინც კი ერთდაერთი სკოლაა, სადაც უჭკუონიც კი ჭკუას სწავლობენ.

***

ვინც ყიდულობს იმას, რაც არ უჭირს, ის მალე გაყიდის საჭიროსა.

***

ვერაგმა რომ იცოდეს, რა დიდი სარგებლობა მოაქვს პატიოსნებას, ვერაგობას არასოდეს არ იზამდა.

***

ბიბლია უფრო დიდი საკვირველებაა, ვიდრე ყველა საკვირველებანი, მის მიერ მოთხრობილნი.

***

მიშელ დე მონტენი
წკეპლისაგან იმსი მეტი სიკეთე არ მინახავს, რომ იგი ან ასუსტებს და აფრთხობს ადამიანის სულსა და გულს, ან აბოროტოებს და აჯიუტებს მას.

***

ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია; ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.

***

მეცნიერება ჭაა, თვით ოკეანეზედ უღრმესი.

***

უსაქმობა ყველა სენზე უფრო მეტად აუძლურებს ვაჟკაცობას.

***

ყველა იგი ნოყიერი არ არის, რაც გემრიელია.

***

კდემა და მორცხვობა ყველასათვის შესაფერისია და მართებული, კაცმა ეს თვისებანი თავის დღეში არ უნდა დაჰკარგოს.

***

შეუძლებელია პატიოსნად აზროვნება იქ, სადაც მთელი ფიქრი ადამიანისა ლუკმა პურის მოპოვებას უნდება.

***

ლუიზიანაში მცხოვრებნი ნადირ-კაცნი, როდესაც ნაყოფის მოკრეფა უნდათ, ხეს ძირიანად მოსჭრიან ხოლმე და ისე ჰკრეფენ ხილს... ასევე იქცევა ყოველი მტარვალი მმართველობა.

***

თვითონ ნაკლოვანებით სავსე და ღირსებას მოკლებული არსება, ნიადაგ სხვის ნაკლოვანების ძებნაშია. გმობს სხვას, რომ ამით თავისი სულის მწუხარება შეიმსუბუქოს.

***

ვისაც ტანჯვის ეშინია, იგი უკვე იტანჯება შიშისაგან.

***

ყველაფერი ნოყიერი არ არის, რაც კი გემრიელია.

***

ფრიდრიხ შილერი

მუზავ, რა ვიქნებოდი მე უშენოდ, არ ვიცი, მე მხოლოდ გული მტკივა, რომ ვხედავ - რანიც არიან უსენოდ ასნი და ათასნი.

***

გულსა გტკენს არა ხმამაღლი საყვედური, არამედ სამართლიანი.

***

ვაჟკაცობა იმისათვის გვაქვს, რომ ჩვენსას ვუპატრონოთ და სხვისას მოვერიდოთ.

***

რამდენჯერმე განმეორებული ცოდვა სირცხვილის გრძნობას აქვავებს.

***

ხშირად, ვითომდა სირცხვილის გამო, ადამიანი სამარცხვინო საქმეს სჩადის.

***

ცხოვრებამ და წარმატებამ უნდა შეიძინონ საუნჯენი კაცობრიობის გამოცდილებისა და გონებისა, ხოლო პოეზიის შემოქმედება ხალხმა უნდა მორთოს, შემოსოს მშვენიერებით და სიტურფით.

***

ძვირად მიღირს მეგობარი, მაგრამ მტერიც გამოსადეგია. მეგობრის თვალი ჩემს ნამოქმედარს დასდებს საფასურს. მტერი კი ჩემს მოვალეობას მიჩვენებს.

***

თუ შენ თავის დღეში არ გინახავს მშვენიერი ქალი სევდიანი და დაღონებული, ნუ იტყვი, მშვენიერება მინახავსო. თუ ქალის მშვენიერს სახეზე არ წაგიკითხავს სიხარული, ნუ იტყვი, სიხარული მინახავსო.

***

თუ შენ გაქვს რამე, გამიზიარე, ფასს მოგცემ, და თუ თვითონ შენ ხარ რამე, ჩემს სულსა და გულს გაგიზიარებ უსასყიდლოდ.

***

ამქვეყნად ორი გზა გაქვს გახსნილი - გზა იდეალის და სამარისაკენ. მაშ თავისუფლად და დროზე გადი პირველ გზაზე, ვიდრე ბედს მეორისაკენ არ წაუყვანიხარ.

***

ვაი იმას, ვინც დამპალს ლერწამს დაეყრდნობა.

***

კარგი სახელი - დიდი განძია.

***

დაკარგულ წუთს მთელი საუკუნეებიც ვეღარ დაგიბრუნებს.

***

თუ იმ კარგთან, რომელიც მე მინდა გავაკეთო, ახლოა ავი და ცუდი, სჯობს იგი კარგი არა ვქმნა.

***

სიტყვა ყოველთვის უფრო გამბედავია, ვიდრე საქმე.

***

მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.

***

შუათანა ბუნებიანი კაცი თავის არსებობას იმით აღნიშნავს ხოლმე, რასაც იქმს, დიდბუნებიანი კი იმათ, რაც თვითონ არის თავისთავად.

***

საშინელი დასასრული სჯობს დაუსრულებელ შიშსა.

***

თუ შენი ცნობა გინდა, სხვის საქციელს დააკვირდი, თუ სხვისი - შენს გულში ჩაიხედე.

***

მალე დაიწყებს განვითარებას ის, ვინც დიდი ოსტატი უნდა გახდეს.

***

გაანაწილე ქუხილი მარცვლებად და იგი ბავშვთაც კი ნანინად მოესმის; ხოლო შეაერთე ეს მარცვლები ერთად და იმისი გრგვინვა ცის სამყაროსაც კი შეარყევს.

***

არტურ შოპენჰაუერი

ყოველი ბავშვი მცირედით მაინც გენიოსია; ყოველი გენიოსი მცირედით მაინც ბავშვია.

***

მონათესავე სულნი შორიდანვე ცნობენ ერთმანეთს.

***

პატიოსნება ჩვენი გარეგანი სინდისია, სინდისი - ჩვენი შინაგანი პატიოსნებაა.

***

ყოველი დღე - პაწია ცხოვრებაა; ყოველი გამოფხიზლება - პაწია დაბადებაა; ყოველი დილა - პაწია სიჭაბუკეა და ყოველი ძილი - პაწია სიკვდილია.

***

იმ სიტყვებზე უმშვენიერესი ლოცვა არა არის რა, რომლითც ამთავრებდნენ ძველად ინდოელები თავის დრამატიულს წარმოდგენებს: „იყვნენ ყველა ერი ტანჯვისგან თავისუფალნი“.

***

ჭეშმარიტად ამაყი და გულზვავი იგია, ვინც მტკიცედ და შეურყევლად დარწმუნებულია, რომ იგი სხვებს აღემატება.

***

ბუნებრივ ჭკუას თითქმის ძალუძს ყოველი განათლება-განვითარების ადგილი დაიჭიროს, მაგრამ ამგვარ განათლებას კი ბუნებრივი ჭკუის ადიგლის დაჭერა არ შეუძლია.

***

ციცერონი 

შეცდომა - ხვედრია კაცისა. 

*** 

შიშველის ტანის გამოჩენა დასაწყისია მრუშობისა. 

*** 

ფულია ყველა მოქმედების სათავე და მიზეზი.

***

ხასიათი ცხოვრების ბედსა და უბედობასა, ბრძოლასა, მარცხსა და გამარჯვებაში იჭედება.

***

დაზოგვა - დიდი შემოსავალია.

***

ვიდრე სუნთქავს ადამიანი, იმედოვნებს კიდეც.

***

რაც მართებულია - ღირსია პატივის; რაც ღირსია პატივის, ის ყოველთვის მართებულია.