Saturday, April 22, 2017

ფლობერის, პრუსტის და ჰიუგოს დღიურები აუქციონზე გაიყიდება

გუსტავ ფლობერის, მარსელ პრუსტისა და ვიქტორ ჰიუგოს დღიურები აუქციონზე გაიყიდება. მათ შორის იქნება ფლობერის წერილი, რომელშიც ის რომან „მადამ ბოვარის“ იცავს. შეგახსენებთ, რომ ნაწარმოების გამო ავტორს ზნეობრივი ნორმების დარღვევაში სდებდნენ ბრალს.

„ეს რომანი ახალგაზრდა ქალებისთვის არ დამიწერია, მე მას მამაკაცებისთვის და ლიტერატურიასთვის ვწერდი“ - ნათქვამია ფლობერის 1857 წლით დათარიღებულ წერილში.

საინტერესოა ჰიუგოს ჩანაწერებიც, რომლებიც მან კუნძულ გერნსიზე გადასახლების დროს გააკეთა. დღიურში სპირიტულ სეანსებზეა მოთხრობილი. ამის გამო ჰიუგოს ეს დღიური დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა.

მარსელ პრუსტი კი ერთ-ერთ წერილში სახლის პატრონის შვილს მიმართავს და ამბობს, რომ ბინის კედლები ძალიან თხელია და მას ხშირად ესმის ხმა მეზობლის საძინებლიდან.

კიდევ ერთი უნიკალური ლოტი ბერტოლდ ბრეხტის პიესა - „გალილეოს ცხოვრებაა“.

აუქციონზე ამ პიესის რარიტეტული, პირველი გამოცემის, საწყისი ფასი 700 ათასი ევრო იქნება.

საერთო ჯამში ჟენევაში მცხოვრები კოლექციონერის ჟან ბონას კუთვნილი ნოვთების ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

აუქციონი 26 აპრილს გაიმართება

წყარო: Flashnews
წყარო/ფოტო:Guardian